თურქმენეთში 40 წელს გადაცილებულ ჩინოვნიკებს ჭაღარას შეღებვა აუკრძალეს

თურქმენეთის ხელისუფლებამ, 1 თებერვლიდან, სახელმწიფო უწყებებში მომუშავე მამაკაცებს, რომლებსაც უკვე შეუსრულდათ 40 წელი, ჭაღარას შავად შეღებვა აუკრძალა. ამის შესახებ „რადიო თავისუფლების“ თურქმენეთის დეპარტამენტი „რადიო აზალტიკი“ წერს. 

სახელმწიფო უწყებების თანამშრომლებმა ეს აკრძალვა დაუკავშირეს იმას, რომ ქვეყნის პრეზიდენტს, გურბანგულ ბერდიმუხამედოვს ჭაღარა თმა აქვს.

„რადიო აზალტიკი“ წერს, რომ ბერდიმუხამედოვი ადრე თვითონ იღებავდა თმას შავად და ჩინოსნებისგანაც მსგავსს ითხოვდნენ. 

თურქმენეთის პრეზიდენტი ჭაღარა თმით პუბლიკის წინაშე პირველად 2018 წლის ივლისში წარსდგა. იმავე წლის აგვისტოში, მამაკაცების და ქალების სალონებში თმის შეღებვა აკრძალეს. 2019 იანვარს, ხელისუფლება ითხოვდა, რომ სახელმწიფო უწყებებს ეყიდათ უკვე გაჭაღარავებული პრეზიდენტის ფოტოები. 

  •  
  •  

კომენტარი

  1. სტატუს ქუო

    ჭაღარას კი არა, ჭაღარის.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.