თურქი დეპუტატი ქართველ მებაჟეებს ბანდიტებს უწოდებს – ფინანსთა სამინისტროს სკანდალი

თურქეთის ოპოზიციონერი დეპუტატი, აჰმეთ კაია აცხადებს, რომ თურქ მძღოლებს, რომლებსაც საქართველოს გავლით, რუსეთისა და ყაზახეთის მიმართულებით ტვირთები გადააქვთ, საქართველოს საბაჟოებზე 1000-დან 2000-მდე დოლარს სძალავენ.

ოპოზიციონერი დეპუტატი თურქეთის ხელისუფლებას მიმართავს, დაინტერესდეს მძღოლების ამ პრობლემით. ასეთ რთულ პერიოდში ამ თანხის გადახდა გადამზიდავ კომპანიებს რთულ მდგომარეობაში აყენებს.

საგანგებო ბრიფინგზე დეპუტატმა ახსნა თანხის გამოძალვის „პროცედურა“:

„თუ ფულს არ გადაუხდიან რა ხდება? 10-15 დღის განმავლობაში წითელ ზოლში გადაჰყავთ [მანქანები] თითქოსდა შემოწმების მიზნით. 1000-2000 დოლარის გადახდის შემთხვევაში, მძღოლებს დაუყოვნებლივ ატარებენ. ამ ვითარებაში, კომპანიებს დიდი ზარალი ადგებათ“.

დეპუტატმა ჟურნალისტებს ასევე აჩვენა ვიდეო, რომლის მიხედვითაც, ერთ-ერთი კომპანიის წარმომადგენელი თბილისში რეკავს საბაჟოზე ტვირთის გატარების თხოვნით და ღიად სთხოვენ ქრთამის სახით 1000 დოლარის გადახდას. „თუ კარგოს ტვირთია, მაშინ 1200 დოლარი“, – ისმის ჩანაწერში.

დეპუტატმა კიდევ უფრო რადიკალური პოსტი გამოაქვეყნა საკუთარი ფეისბუქის გვერდზე და საქართველოს საბაჟოების მებაჟეებს „ბანდიტები“ უწოდა.

„საქართველოს გავლით რუსეთსა და ყაზახეთში მიმავალ თურქული ტრაილერების მძღოლებს ქართველი საბაჟო ბანდები თანხას სძალავენ. რადგან 1000-2000 დოლარის გადახდის მსურველი არავინაა, მათ ისე ექცევიან, როგორც კონტრაბანდისტებს და სთხოვენ დაცალონ ტვირთები შემოწმების მიზნით. ამ გზით ისინი ატარებენ დაშინების პოლიტიკას. ჩვენ მოვუწოდებთ ხელისუფლების წარმომადგენლებს, ყურადღება მიაქციონ თურქ გადამზიდავებს “, – წერს თურქეთის მილი მეჯლისის დეპუტატი, აჰმეთ კაია.

„ბათუმელები“ კომენტარისთვის დაუკავშირდა საქართველოს შემოსავლების სამსახურს. ვკითხეთ ფლობდნენ თუ არა ინფორმაციას შესაძლო ქრთამის აღებაზე.

ასევე დავინტერესდით, ხომ არ არის მოკვლევა ან გამოძიება დაწყებული.

შემოსავლების სამსახურიდან პასუხს ამ დრომდე ველოდებით…

ორი თვის წინ „ბათუმელებმა“ გადამზიდავების პრობლემების თემაზე ჟურნალისტური გამოძიება გამოაქვეყნა. მაშინ საქართველოში მოქმედი გადამზიდავი კომპანიების წარმომადგენლები ამბობდნენ, რომ მათ ტვირთებს გაფორმების ეკონომიკურ ზონაში [გეზ] ხელოვნურად აფერხებდა შემოსავლების სამსახური.

გადამზიდავები ყვებოდნენ, რომ სარფის საბაჟოზე ტვირთების გასატარებლად სოლიდურ თანხას სძალავდნენ.

წყარო: batumelebi.ge

  •  
  •  

8 Comments

  1. იოსები იბესოი

    ქოცებო რას ფიქრობთ?

  2. ანონიმური

    ამას ერთ დაბაბანება ხომ არ უნდა რაებს როშავს

  3. ანონიმური

    ამას შგ ხო არ აქვს

  4. DevOps Consulting Services

    261611 66573Hi there! I just wish to give an enormous thumbs up for the good information youve appropriate here on this post. I shall be coming once again to your weblog for extra soon. 439217

  5. Regression Testing

    30887 69276A domain name is an identification label which defines a realm of administrative autonomy, authority, or control inside the Internet. Domain names are also critica for domain hostingwebsite hosting 385665

  6. cats having fun

    996674 434433Most heavy duty trailer hitches are developed making use of cutting edge computer aided models and fatigue stress testing to ensure optimal strength. Share new discoveries along with your child and maintain your child safe by purchasing the correct style for your lifestyle by following the Perfect Stroller Buyers Guideline. 442342

  7. Software testing services

    795303 833134This web-site is actually a walk-through rather than the info you desired concerning this and didnt know who to inquire about. Glimpse here, and you will totally discover it. 606622

  8. Regression Testing meaning

    290192 356964Hi there, just became alert to your weblog through Google, and discovered that its truly informative. Im gonna watch out for brussels. Ill be grateful in the event you continue this in future. A great deal of folks will likely be benefited from your writing. Cheers! 589733

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.