“თურქეთში უიმედო ავადმყოფსაც კი იმედს ჩაგისახავენ”

მსახიობმა გიორგი მახარაძემ მძიმე სენი, სიმსივნე დაამარცხა.

ამასთან, გიორგის ცხოვრება რადიკალურად შეცვალა. სიცოცხლე და ადამიანები მისთვის ბევრად ძვირფასი გახდა. მსახიობი თავის განცდებზე ჟურნალ “სარკესთან” საუბრობს.

” ზუსტად ახლა მიწევს ის სრულფასოვანი გამოკვლევები, რომლებითაც კიდევ ერთხელ დადასტურდება, რომ ყველაფერი კარგად არის და თუ ასე იქნა უკვე კონტროლი წელიწადში ერთხელ გამოკვლევების რეჟიმში გადავა აქამდე 6 თვეში ერთხელ მიწევდა. ყოველი ამგვარი კვლევის წინ ვნერვიულობ და ახლაც ასეა. იმედია ყველაფერი კარგად იქნება. ყოველი გამოკვლევის წინ თავიდან მიახლდება ყველაფერი რაც ამ დაავადებასთან ბრძოლას ახლდა. სხვა მხრივ არაფერი აქვს საწუწუნო რადგან ჩემს ცხოვრებაში ბევრი რამ უკეთესობისკენ შეიცვალა. გადაფასდა ჩემი ცხოვრება. ჩემთვის ბევრად მნიშვნელოვანი გახდნენ ადამიანები და ცხოვრება. ჩემი შეხედულებები დამოკიდებულებები ბევრი რამ შეიცვალა. ჩემს აზროვნებაში ისეთი ძირეული რამ შეიცვალა, რომ სამუდამოდ ასე დარჩება. რასაც ადრე ყურადღებას არ ვაქცევდი ახლა მნიშვნელოვანი გახდა. ცხოვრება და სიცოცხლე უფრო დავაფასე. ეს დაავადება რომ დავამარცხე, 90%-ით იმ ადამიანების დამსახურებაა რომლებიც გვერდში დამიდგნენ. ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, როგორ მოგიდგება ექიმი. ჩემი მკურნალი ექიმი ალექსანდრე თავართქილაძე ძალიან პროფესიონალურად მიუდგა ამ საკითხს. მისი დიდი დამსახურებაა, რომ დეპრესიაში არ ჩავვარდი. როცა თურქეთში ჩავედი, იქ საერთოდ ისეთი გარემოა, რომ სულ უიმედოც რომ იყო იმედი ჩაგესახება. ისეთი შეგრძნება გაქვს თითქოს გაციებული ხარ და ექიმთან უბრალოდ მიხვედი”

  •  
  •  

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.