„თურქეთში მომხდარ მიწისძვრას მინიმუმ 4 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა“

აღმოსავლეთმცოდნე ზურა ბატიაშვილი სოციალურ ქსელში წერს:

„ახლახანს თურქეთის აღმოსავლეთით ელაზიღის გუბერნიაში მომხდარ მიწისძვრას მინიმუმ 4 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა. არიან დაშავებულებიც.
ამ მომენტისთვის ყველაზე მთავარი ნანგრევებში ცოცხლად მოყოლილების გადარჩენის საკითხია. ახლა იქ -5 გრადუსია, რაც მათი გაყინვის საშიშროებას ქმნის.
სასურველია საქართველოს ხელისუფლებამ ადგილზე დახმარების მიზნით ქართველი მაშველების გაგზავნა შესთავაზოს თურქეთის ხელისუფლებას.“

შეგახსნებთ, რომ თურქეთში ცოტა ხნის წინ 6.8 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა, რამაც ნგრევა გამოიწვია

  •  
  •  

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.