თსუ-ს თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მეათე კორპუსის დასუფთავების სამსახურის ერთ-ერთ თანამშრომელს covid-19-ით ინფიცირება დაუდასტურდა. ინფორმაციას ამის შესახებ უნივერსიტეტი ავრცელებს.

მათი თქმით, დღეისთვის დაზუსტებულია დაინფიცირებული თანამშრომლის პირადი კონტაქტები, დეტალური ინფორმაცია მიეწოდა დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრს.

“თსუ-ში სტუდენტები 23 მარტიდან ონლაინ რეჟიმში გადიან სასწავლო პროცესს და ლექციები ტარდება მხოლოდ დისტანციურ ფორმატში. ასევე, დისტანციურ რეჟიმში მუშაობს ადმინისტრაციული პერსონალი, გამონაკლისი შემთხვევების გარდა როდესაც რამდენიმე თანამშრომელს დროის მცირე მონაკვეთით უწევს სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულება. შესაბამისად, დაინფიცირებულთან სამსახურეობრივი კონტაქტის რაოდენობა საკმაოდ მცირეა. დაინფიცირებულთან პირად კონტაქტში მყოფ ყველა თანამშრომელს უტარდებათ PCR ტესტი, ისინი გადაყვანილი არიან თვითიზოლაციაში. ამ ეტაპზე გავრცელების წყარო უნივერსიტეტის თანამშრომელთა შორის არ დადასტურდა.

მეათე კორპუსში კიდევ ერთხელ ჩატარდა სადეზიფექციო სამუშაოები. ამასთან, თსუ სრულად არის უზრუნველყოფილი ვირუსის გავრცელებისა და გადადებისგან დამცავი ყველა საჭირო აღჭურვილობით. ყოველდღიურ რეჟიმში მიმდინარეობს სამუშაო და პრაქტიკული სამუშაოებისთვის განკუთვნილი სივრცეების სადეზინფექციო ხსნარებით დამუშავება. ყველა შენობა აღჭურვილია დეზობარიერით, სადეზინფექციო საშუალებებით, ხორციელდება შენობაში შესვლისას თერმოსკრინინგი. მომხდარი ფაქტის გამო დამატებით გატარდა პრევენციული ზომები”

  •  
  •  

7 Comments

  1. Lisa

    ცხელი გოგოები გელოდებით – https://is.gd/uB2aoF

  2. ანონიმური

    “ზამთარშიიიიი”

  3. ანონიმური

    კარგია რომმ ესე დეტალურად იკვლევენ დაინფიცირების წყაროებს

  4. ანონიმური

    მალეგამოჯანრმთელებას ვუსურვებ ყველას

  5. Research

    93418 647182I real glad to locate this internet web site on bing, just what I was searching for : D likewise saved to bookmarks . 981002

  6. Seismicity of the Sanriku coast

    39769 805688I cannot thank you fully for the blogposts on your web page. I know you placed a great deal of time and effort into all of them and hope you know how considerably I appreciate it. I hope I will do precisely exactly the same for another individual at some point. Palm Beach Condos 454081

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.