თიბისი იპოთეკური სესხების სუბსიდირების სახელმწიფო პროგრამაში ერთვება  

2020 წლის 1 ივლისიდან, თიბისი იპოთეკური სესხების სუბსიდირების სახელმწიფო პროგრამაში ერთვება. პროგრამა, რომელიც სახელმწიფომ დეველოპერული და სამშენებლო სექტორის მხარდასაჭერად წამოიწყო, იპოთეკური სესხის წლიური საპროცენტო განაკვეთის მაქსიმუმ 4%-ის დაფინანსებას გულისხმობს, ხუთი  წლის განმავლობაში.

პროგრამაში მონაწილეობისთვის, მომხმარებელმა დეველოპერული კომპანიისგან ბინის შესაძენად იპოთეკური სესხით მიმდინარე წლის ბოლომდე უნდა ისარგებლოს. სუბსიდიის მისაღებად, განაცხადის ბოლო დღე 31 დეკემბერია, ხოლო სახელმწიფო საგარანტიო კომპონენტით სარგებლობის ბოლო ვადა – 20 დეკემბერი. თანხის მაქსიმალური მოცულობა 200,000 ლარია, სესხის დაფარვის მაქსიმალური ვადა კი- 240 თვე. მომხმარებელმა უზრუნველყოფის სახით  შესაძენი ქონების მინიმუმ 10%-ის ფულადი სახსრები უნდა წარადგინოს. გარდა ამისა, თანამონაწილეობა უნდა დასტურდებოდეს დოკუმენტურად.  პროგრამა ვრცელდება მხოლოდ სესხებზე ეროვნულ ვალუტაში.

პარტნიორ დეველოპერულ კომპანიებში ბინის შეძენის შემთხვევაში, თიბისის იპოთეკური ცენტრი სტატუს მომხმარებლებს განსაკუთრებულ პირობებსა და ფასდაკლებებს სთავაზობს.

ვახტანგ ბუცხრიკიძე, თიბისი ბანკის გენერალური დირექტორი:
– თიბისისთვის სამშენებლო და დეველოპერული სექტორის მხარდაჭერა ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა. ბანკის ინვესტიცია აღნიშნულ სექტორებში მხოლოდ 2019 წლის ივლისიდან  2020 წლის ივნისამდე პერიოდში 721 მილიონ ლარს აჭარბებს. შესაბამისად, ჩვენთვის მისასალმებელია ნებისმიერი ინიციატივა, რომელიც ამ სექტორის განვითარებას წაახალისებს. იპოთეკური სესხების სუბსიდირების სახელმწიფო პროგრამა, ერთი მხრივ,  დაეხმარება მომხმარებლებს, შეიძინონ სასურველი ბინა, მეორე მხრივ კი, დეველოპერული ინდუსტრიის განვითარებას შეუწყობს ხელს. გარდა ამისა, სამშენებლო სექტორს ბევრ სხვა ინდუსტრიასთან აქვს გადაკვეთა. ამიტომ, ვფიქრობ, ინიციატივა მნიშვნელოვნად წაახალისებს, როგორც დეველოპერული, ისე სხვა სექტორების წარმატებულ საქმიანობას და  დასაქმებას.

იპოთეკური სესხის სუბსიდირების პროგრამის შესახებ დეტალური ინფორმაციის მიღება შესაძლებელია  თიბისის ვებ-გვერდზე –
https://www.tbcbank.ge/web/ka/tbc-joins-subsidization-program ; 
ცხელ ხაზზე – (032) 2 27 27 27  ასევე,  ბანკის ნებისმიერ ფილიალში მთელი საქართველოს მასშტაბით.

(R)

  •  
  •  

5 Comments

  1. Mossberg guns in stock

    27668 99987Hmm is anyone else encountering issues with the pictures on this weblog loading? Im trying to figure out if its a dilemma on my end or if its the blog. Any responses would be greatly appreciated. 89401

  2. Digital transformation consultants

    81473 164668hi!,I like your writing so a lot! share we maintain up a correspondence extra approximately your post on AOL? I need a specialist on this space to solve my difficulty. Might be that is you! Searching ahead to peer you. 120850

  3. browse around this site

    180618 504801I need to test with you here. Which is not one thing I normally do! I enjoy studying a submit that will make individuals feel. Also, thanks for permitting me to comment! 66139

  4. Digital transformation

    221790 564328I will correct away grasp your rss as I can not in discovering your e-mail subscription hyperlink or e-newsletter service. Do youve any? Kindly permit me realize so that I could subscribe. Thanks. 520433

  5. Auto Glass Anytime Taunton

    670736 430492Hello. I wanted to ask one thingis this a wordpress internet site as we are preparing to be shifting more than to WP. Furthermore did you make this template yourself? Thanks. 47914

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.