“თვითიზოლაცია – მე-5 დღე”

ჟურნალისტი ბექა ქავთარაძე, სოციალურ ქსელში, წერს:

თვითიზოლაცია მე-5 დღე

“დღეს ერთმა გოგონამ ოთხჯერ შეცვალა პროფილის ფოტო.

ამავე გოგონამ გააზიარა ყველა საინფორმაციო გამოშვების ვიდეო და საინფორმაციო სააგენტოს ნიუსი.

მთელი დღის განმავლობაში დაწერა სულ 7 სტატუსი, აქედან 5 კორონავირუსზე, ერთი ხუმრობა და ერთიც გინება.

ჰყავს ძმა, ორი კატა და ცხოვრობს მშობლებთან ერთად.
ჰყავს ასევე ორი უახლოესი დაქალი, ანი და მაკო.

ანი დღეს აქტიურობდა და დაუკომენტარა ორ სტატუსზე და მოიწონა მისი ოთხივე პროფილის ფოტო.

მაკო (მარიამი) შედარებით დეპრესიული იყო და მოხლოდ ერთი ლაიქით და ერთი კომენტარით შემოიფარგლა.

მაკოსთან მყავს 127 ხოლო ანისთან 94 საერთო მეგობარი”

  •  
  •  

კომენტარი

  1. ანონიმური

    დღეს და სხვა დროსაც იგივეს და “კიდო” მეტს შვრება ცოლიდა დიპლომით ექიმი რომელსაც გახურებულ პოსტაობაში ავიწყდება რომ დავრდომილი დედას მიხედოს ……. ყველგან არის გლობალურ პროცესში მის გარეშე ფეისბუკში პოსტი არ გაჭაჭანდება მიაჩნია რომ სხვა ქართველმა ექიმებმა არაფერი იციან მხოლოდ მან იცის. მეეეეეე….. ჩაის ვერ მოამზადებს დამოუკიდებლად და ასე შემდეგ………

  2. ანონიმური

    ყველამ უნდა დავიცვათ თვიიზოლაციის წესები და რეკომენდაციები

  3. ანონიმური

    დღეს ჩვენს ქვეყანას ასე ჭირდება! დარჩით სახლში!

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.