თვითიზოლაციაში მყოფ ამომრჩევლებს გადასატანი ყუთის მოთხოვნის ვადა დღეს, 14:00 საათზე ეწურებათ

დღეს, 14:00 საათზე იწურება ვადა იმ ამომრჩეველთა რეგისტრაციისთვის, რომლებიც თვითიზოლაციაში იმყოფებიან და გადასატანი ყუთით სარგებლობა უნდათ.

როგორც ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში აცხადებენ, ცხელ ხაზზე ზარების მიღება ამ წუთებშიც მიმდინარეობს. თვითიზოლაციაში მყოფმა იმ ამომრჩევლებმა, რომლებსაც გადასატანი ყუთით მომსახურების სურვილი აქვთ, ცესკო-ს ცხელ ხაზზე +995 32 251-00-51 დღეს, 14:00 საათამდე უნდა გაიარონ რეგისტრაცია.

გადასატანი საარჩევნო ყუთით სარგებლობას შეძლებენ თვითიზოლაციაში მყოფი ის ამომრჩევლები, რომელთა მონაცემებიც ოფიციალურად ფიქსირდება შესაბამისი უწყების მონაცემთა ბაზაში.

  •  
  •  

One Comment

  1. ანონიმური

    archevnebamde gaudlot xalxo mere chaketaven ro gakalbeba sherchet mara maindz dedameetknebat trakshi mdzromela kote garika verushvelit es 2 700 larian putanka

    REPLY

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.