თენგიზ ცერცვაძე საავადმყოფოში გადაიყვანეს – „მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა“

თენგიზ ცერცვაძის ჯანმრთელობის შესახებ ინფორმაციას ინფექციური პათოლოგიებისა და შიდსის ცენტრი ავრცელებს:

თენგიზ ცერცვაძე ჰოსპიტალიზებულია. ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის გენერალური დირექტორის თენგიზ ცერცვაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა დაავადების მეექვსე დღეს გაუარესდა. აღენიშნება ტემპერატურის მატება 38.0 გრადუსამდე. გულ-მკერდის ორგანოების კომპიუტერულ- ტომოგრაფიული გამოკვლევით დაფიქსირდა ორმხრივი კოვიდ პნევმონია. იმუნური სისტემის გამოკვლევით აღენიშნება უჯრედული და ჰუმორული იმუნიტეტის მაჩვენებლების მნიშვნელოვანი გაუარესება. ვინაიდან ბატონი თენგიზი წარმოადგენს ორმაგად მაღალი რისკის ჯგუფის პირს – იგი არის ასაკოვანი და ამავე დროს აქვს არაჰოჯკინის ლიმფომა და სერიოზული იმუნოდეფიციტური მდგომარეობა, ამიტომ მისი ჰოსპიტალიზაცია მოხდა. მას გადაესხა ანტივირუსული მედიკამენტი “რემდესივირი” ორი 100 მილიგრამიანი ფლაკონი ერთჯერადად. ის მკურნალობას მომავალ დღეებში გააგრძელებს კლინიკაში და მისი მკურნალობის ტაქტიკა განისაზღვრება კლინიკური და ლაბორატორიული მაჩვენებლების მდგომარეობის მიხედვით. რაც შეეხება თენგიზ ცერცვაზის მეუღლეს – ანა თოფურიას ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და მკურნალობას აგრძელებს სახლში.

.

  •  
  •  

13 Comments

  1. ანონიმური

    gmerma male gamoajanmrtelos.

    1. ანონიმური

      ამინ

  2. ანონიმური

    ჯანმრთელობა ამ კაი კაცს

    1. ანონიმური

      ამინ

  3. თემო მ.

    ღმერთმა მოგცეს ჯამრთელობა

  4. Simartle

    Ufalma male gamogajanmrtelod batono tengiz tqvenc da tqveni meuglec.amin.kvela dagviparos da umokles droshi sheckdes damtavrdes saqartveloshicc da msoflioshic covid-19 ufalma inebos da dagvexmaros amin amin amin.

  5. ანონიმური

    რა კარგად არის ჩამონათვალი მკურნალობის, როგორც თენგიზი ექიმმა იცის ხოლმე! ხოდა არაა ერთი რამე , რასაც ცერცვაძეს ბოლო დროს მნიშვნელოვნად მიაჩნდა-
    კოვიდინფიცირებულ გამოვლილის სისხლის პლაზმის
    სამკურნალოდ გამოყენება! ამაზე არაფერია ნათქვამი:(
    ღირსეული , სულითხორცამდე მეცნიერი მკვლევარი და ბუნებით ინტელიგენტი კაცი!
    პაციენტისთვის, მახსოვს საკუთარი მკურნალობის კურსი გადადი გერმანიაში! ქართული მედიცინის ცოცხალი კორიფეა ნამდვილად და ღმერთმა გააძლებინოს და გადაარჩინოს!

  6. ანონიმური

    კარგია მისთვის მაინც რომ აღმოჩნდა ადგილი სადმე.

    1. ანონიმური

      ჩაგეთვალა😂👍🏻

  7. ანონიმური

    es axali kerpigkavt41s

  8. ანონიმური

    ristrvis madloba am kacs 2543 kaci ro mokvda?

  9. კოტე

    ანონიმურებო 11.45 და 11.46 რამდენი გაკლიათ ნეტავ თქვენ თვითონ მიხვდებოდეთ კარგი იქნება,თორემ უფალი მიგახვედრებთ…

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.