თენგიზ ცერცვაძე – მამაკაცს პნევმონია არ აღენიშნება, რაც ამცირებს, მაგრამ არ გამორიცხავს კორონავირუსს

ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის ინფორმაციით, ჩინეთიდან ჩამოსულ მამაკაცს, რომელიც ინფექციურ საავადმყოფოში რამდენიმე საათის წინ მოათავსეს, სავარაუდოდ, B ტიპის ვირუსი აქვს. ამასთან, თენგიზ ცერცვაძის თქმით, ლუგარის ლაბორატორიის ზუსტი პასუხი 12:00 საათზე გახდება ცნობილი.

,,ამ მოკლე დროში ბევრი რამ გავაკეთეთ, რენდგენოლოგიურად ამ პაციენტს პნევმონია არ აღენიშნება, რაც ამცირებს, მაგრამ არ გამორიცხავს კორონავირუსით ინფექციის ალბათობას. გარდა ამისა, წინასწარი კვლევით მას სავარაუდოდ აქვს B ტიპის გრიპი. პაციენტს აღენიშნება ტემპერატურის მომატება, ხველა, ინტოქსიკაცია, სისუსტე, მაგრამ ეს ყველაფერი ახასიათებს გრიპსაც. გამომდინარე საზოგადოების მაღალი ინტერესიდან, ჩვენ ვთხოვეთ ლუგარის ცენტრს აეღოთ მასალა აღნიშნული პირისგან და კიდევ ერთი ქალბატონისგან. როგორც გვითხრეს დღეს, ღამის 12 საათზე პასუხი გახდება ცნობილი. ჩემი როგორც კლინიცისტის წინასწარი ვარაუდია, რომ არც ამ შემთხვევაში ისე , როგორც წინა შემთხვევაში არცერთ მათგანს არ უნდა ჰქონდეს ახალი კორონავირუსით ინფექცია”, – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

შეგახსენებთ, რომ ინფექციური საავადმყოფოში რამდენიმე საათის წინ ახალგაზრდა მამაკაცი მოათავსეს.

  •  
  •  

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.