თემურ წიკლაური, რომელიც კორონავირუსს ებრძვის, დღეს იუბილარია

თემურ წიკლაურის ჯანმრთელობის მდგომარეობა კვლავ სტაბილურად მძიმეა, – ამის შესახებ მომღერლის მეგობარმა, ჟურნალისტმა ბესო ჩუბინიძემ განაცხადა.

მისი თქმით, მომღერალი დღეს იუბილარია.

“დღეს დაბადების დღე აქვს, 75 წლის გახდა. ამ დროისთვის რაც ვიცი, გორის ჰოსპიტალში მკურნალობს, მართვით სუნთქვაზე იმყოფება. სამწუხაროდ ჯერ ისევ არ მოსულა გონს”, – განაცხადა ბესო ჩუბინიძემ.

შეგახსენებთ, ცნობილი ქართველი მომღერალი და მსახიობი თემურ წიკლაური უკვე რამდენიმე დღეა კორონავირუსის მძიმე ფორმას ებრძვის.

თემურ წიკლაური გორის სამხედრო ჰოსპიტალში, მართვით სუნთქვაზე იმყოფება.

report.ge

  •  
  •  

2 Comments

  1. ანონიმური

    ღმერთმა გადაგვირჩინოს! ისე, უცხოპლანეტელები თუ უშველიან თორე, ჩვენი ესკულაპების იმედი არც მაქვს.

  2. ანონიმური

    eg agar chadsi?

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.