თემურ წიკლაურის ჯანმრთელობის მდგომარეობა შესახებ ინფომაციას ქეთი წიკლაური “პრაიმტაიმთან” ავრცელებს:
ქეთი წიკლაური: – ჩვენი თხოვნით, გორის კლინიკის ექიმები ქალაქ ფრაიბურგში გერმანელ კოლეგას დაუკავშირდნენ. პროფესორი ბლუმინი ჩვენი ოჯახის ახლობელია. ექიმებმა ინფორმაციები გაცვალეს. პროფესორმა კი დაგვაიმედა, რომ ყველაფერი კარგად იქნება, უბრალოდ დრო არის საჭირო, რომ დაზიანებული ფილტვის რეგენერაცია მოხდეს. სიტუაცია სტაბილურია. კოვიდმა სერიოზულად დააზიანა ფილტვები და აღდგენას დრო სჭირდება.
მადლობა გორის სამხედრო ჰოსპიტალის ექიმებს და ყველა ადამიანს იმისთვის, რომ თემურისთვის ლოცულობენ და დადებით ენერგიას გზავნიან მამასკენ. მადლობა ასეთი მხარდაჭერისთვის ყველას. ეს ენით აღუწერელი რამაა. მადლიერების ზევით არის. აი, სწორედ ამ ადამიანებისთვის გაწვდით ინფორმაციას, თორემ თავს შევიკავებდი, რადგან ადამიანი ასეთ კრიტიკულ მდგომარეობაშია და ზედმეტი ლაპარაკი საჭირო არ არის.”
ცერცვაძემ გვითხრა არ გვჭირდებითოოო)))
ძალიან ვწუხვარ ბატონი თემურის გამო.ღმერთმა უშველოს.ერთ-ერთი გამორჩეული,ნიჭიერი ადამიანია და ძალიან მიყვარს.
ძალიან ვწუხვარ ბატონი თემურის გამო.ღმერთმა უშველოს.ერთ-ერთი გამორჩეული ადამიანია და ძალიან მიყვარს.
ღმერთმა დიდი ხნის სიცოცხლე საუკეთესო პიროვნებაა