თეა წულუკიანის 515–ე ბრძანებულება, რითიც ულუკმაპუროდ დარჩენილ ხალხს ყველაფერს წაართმევენ!

მხოლოდ ხალხის მტერი და მოძულე ხელისუფლება თუ გააკეთებდა იმას, რაც ჩვენმა ხელისუფლებამ გააკეთა. პრემიერმა გიორგი გახარიამ და იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა, კერძო მევახშეებსა და მიკროსაფინანსო ორგანიზაციებს უფლება დაუბრუნა,  სახლში გამომწყვდეულ, უშემოსავლოდ დარჩენილ ხალხს,  უძრავი ქონება გაუყიდონ – სახლები, ბინები, მიწის ნაკვეთები, ბიზნეს–ობიექტები… ვისაც მცირე შემოსავალი მაინც დარჩა, იურიდიულ თუ კერძო პირებს, მათ  შემოსავლიდან ჩამოაჭრიან თანხებს  და მათ  მევალეებს ისე გაასტუმრებინებენ. ამის შესაჩერებლად კი ხალხს,  პრაქტიკულად, არაფრის გაკეთება არ შეუძლია. ამას  აღსრულების ეროვნული ბიურო გააკეთებს.  მინისტრი თეა წულუკიანი, ხალხისთვის  კორონავირუსი  #2 გახდა. მოკლედ, ხელისუფლებამ საგანგებო მდგომარეობის დროს აღსრულების ეროვნული ბიუროსთვის შეჩერებული საქმის წარმოება აღადგინა, თითქოს ქვეყანაში აღარ არის ფორს–მაჟორი, რომლის ნათელი გამოხატულება, ქვეყანაში შემოღებული საგანგებო მდგომარეობა  და კომენდანტის საათია. შეჩერებულია მხოლოდ გამოსახლება, რადგანაც ეს უშუალოდ, ბინაში მოსვლას უკავშირდება. ამ არაადამიანურ, ანტიხალხურ გადაწყვეტილების შესახებ დეტალურად, „ალიას“ ადვოკატი მარიკა არევაძე ესაუბრება.  

– მარიკა, კონკრეტულად რა მოხდა, რა შეცვალა იუსტიციის სამინისტრომ?

– ახალი კორონავირუსით გამოწვეული იძულებითი შეფერხებების გამო, გამოიცა პრეზიდენტის დეკრეტი და ქვეყანაში გამოცხადდა საგანგებო მდგომარეობა. ამის საფუძველზე, 23 მარტს გამოიცა მთავრობის დადგენილება #181, რომლითაც   განისაზღვრა საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში არსებული შეზღუდვები, საგანგებო წესები, აკრძლვები, ანუ როგორ უნდა ვიმოქმედოთ ფიზიკურმა და იურიდიულმა პირებმა 21 აპრილამდე, საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში. ამ დადგენილებით განისაზღვრა მთელი რიგი შეზღუდვები, მათ შორის მე–12 მუხლით, შეჩერდა  აღსრულების ეროვნული ბიუროს საქმიანობა გარკვეულ ნაწილებში. მაგალითად, შეჩერდა მფლობელობიდან უძრავი ნივთის გამოთხოვასთან დაკავშირებული საკითხები, ე. წ. გამოსახლებები. შეჩერდა შენობების დემონტაჟთან დაკავშირებული სააღსრულებო მოქმედებები, როდესაც უკანონო მშენებლობის დემონტაჟს ანხორციელებდა აღსრულების ბიურო.  გადაიდო ფაქტების კონსტანტაციის მიზნით დაწყებული წარმოებები, როდესაც დოკუმენტის ნამდვილობის დადასტურებას ახდენენ, რომელიც სასამართლო სარჩელების დროს სჭირდება ხალხს. ეს, შეიძლება ითქვას, ყველაზე ნაკლები პრობლემაა. ფულად ვალდებულებებით ურთიერთობების  იძულებითი აღსრულებაც შეჩერდა. აღმასრულებელს აღარ შეეძლო ადამიანის ანგარიშზე ყადაღის დადება, სამსახურში წერილის მიწერა, რომ ხელფასის გარკვეული ნაწილი, არაუმეტეს ხელფასის 50 პროცენტისა, დაკავებოდა პირს და გადარიცხვოდა აღსრულების ეროვნულ ბიუროს. ასევე, შეჩერდა აღმასრულებლის უფლებამოსილება პენსიიდან, სხვა შემოსავლებიდან თანხის ჩამოჭრის, ქონებაზე ყადაღის დადების ნაწილში, უკვე დაყადაღებული ქონების გაყიდვა – იპოთეკის ხელშეკრულების ფარგლებში, თუ უკვე აღსრულებაზე იყო მისული საქმე და ქონება აუქციონზე უნდა გასულიყო, ესეც შეჩერდა. მოკლედ, თანხის ამოღების მიზნით, იძულებითი ღონისძიებების გატარება მთლიანად შეჩერდა. ასევე, შეჩერდა, წინადადების გაგზავნა აღსრულების ბიუროდან. უფრო გასაგებად რომ ვთქვა, როდესაც კრედიტორი მიდის აღსრულების ეროვნულ ბიუროში და აბარებს აღსრულების ფურცელს და იწყება სააღსრულებო წარმოება, პირველი, რასაც აღმასრულებელი აკეთებს, მოვალეს უგზავნის წინადადებას ნებაყოფლობით აღსრულებაზე და განუსაზღვრავს ვადას, მაგალითად, 7 დღეს. ამ ვადაში ან ნებაყოფლობით შეასრულე სასამართლოს გადაწყვეტილება, ან დავიწყებთ სააღსრულებლო მოქმედებებსო. პრაქტიკულად, მთელი რიგი ღონისძიებები შეუჩერეს აღსრულების ეროვნულ ბიუროს და ცხადია, ამის მიზეზი ის იყო, რომ საგანგებო მდგომარეობიდან გამომდინარე,  ფიზიკური და იურიდიული პირების დიდი ნაწილი დარჩა შემოსავლების გარეშე.

– და ახლა რა შეცვალეს მთავრობამ და  იუსტიციის სამინისტრომ?

– 2020 წლის 30 მარტს, მთავრობამ გამოსცა დადგენილება #204, რომლის თანახმადაც შევიდა ცვლილება #181–ე დადგენილებაში და დაიწერა, რომ აღსრულების ეროვნული ბიუროს საქმიანობა განსაზღვრულიყო იუსტიციის მინისტრის ბრძანებით. ანუ, იუსტიციის მინისტრს მიეცა დელეგირება, საკუთარი ბრძანებით  განესაზღვრა აღსრულებასთან დაკავშირებული საკითხები. 6 აპრილს, იუსტიციის მინისტრმა გამოსცა  515–ე  ბრძანება. ამ ბრძანების თანახმად, აღდგა მთელი რიგი სააღსრულებლო მოქმედებები. აღმასრულებელს, რა თქმა უნდა, მიენიჭა უფლებამოსილება, განახორციელოს სააღსრულებლო პროცედურები. მათ შორის, მოვალისათვის წინადადების გაგზავნა, ყადაღის დადება ქონებასა და საბანკო ანგარიშებზე, თანხის ამოღების მიზნით მოქმედებების განხორციელება, ხელფასიდან, პენსიიდან თანხის ჩამოჭრა.  ჩატარდება ისევ  ქონების გაყიდვის მიზნით აუქციონები. მხოლოდ გამოსახლებებია შეჩერებული საგანგებო მდგომარეობის დასრულებამდე, ფაქტიურად, დანარჩენი, რაც შეჩერებული იყო, ყველაფერი აღუდგინეს აღსრულების ეროვნულ ბიუროს. უფრო მეტიც, გაამარტივეს პროცედურები კრედიტორთა სასარგებლოდ. ადრე, კრედიტორს აღსრულების დასაწყებად, აღსრულების ფურცლის ორიგინალი უნდა მიეტანა და ჩაებარებინა აღსრულების ეროვნულ ბიუროში. იუსტიციის მინისტრის ამ ბრძანებით, კრედიტორს უფლება მიეცა, ელექტრონული ფოსტის მეშვეობით, დოკუმენტის ასლი გადაუგზავნის ბიუროს და შემდეგ დაიწყოს აღსრულება. აქედან გამომდინარე, მიჩნდება კითხვები. ადამიანებმა, რომელთაც ამ კორონავირუსის გამო  დაკარგეს სამსახურები, დარჩნენ შემოსავლების გარეშე, სახლებში არიან გამოკეტილები და ის  არ იციან რა  ჭამონ, ბავშვებს რა აჭამონ, არ იციან, თავი როგორ გაიტანონ ამ საგანგებო მდგომარეობის პირობებში, როგორ უნდა გაუყიდო აუქციონზე ქონება? იმ შემთხვევაშიც კი,  თუ პირი ჩათვლის, რომ გასასაჩივრებელი აქვს და რაღაც პროცედურების განხორციელების შემდეგ, შესაძლოა, აუქციონზე საკუთარი ქონების გატანა გადაადებინოს აღსრულების ბიუროს, ახლა უმეტესობა ამასაც ვერ გააკეთებს. კი, საადვოკატო საქმიანობა არ შეჩერებულა, მაგრამ ხალხს ადვოკატისთვის  გადასახდელი და სასამართლოს ბაჟის  ფული არ აქვს.

– მარიკა, მთავრობის 181–ე დადგენილება, რომელიც 23 მარტს გამოიცა, რომლითაც აღსრულების ეროვნულ ბიუროს შეეზღუდა მთელი რიგი უფლებამოსილების განხორციელება, გამოწვეული იყო ქვეყანაში ფორს–მაჟორული ვითარებით, რომელიც ჯერ არ დასრულებულა. ასეა?

– კი, რა თქმა უნდა, ასეა. მთელი ქვეყნის მასშტაბით  საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული და ეს არის იურიდიული დადასტურება იმ ფაქტისა, რომ ქვეყანაში ფორს–მაჟორული ვითარებაა. როგორ შეიძლებოდა ფორს–მაჟორში, მინიმუმ 21 აპრილამდე, საგანგებო მდგომარეობის ვადის გასვლამდე, იუსტიციის სამინისტროს  ასეთი არაადამიანური გადაწყვეტილება მიეღო  აღსრულების ეროვნულ ბიუროსთვის შეჩერებული უფლებები აღედგინა?

– სახელმწიფო სამსახურში დასაქმებული პირები იღებენ  ხელფასს სრულად და მათ შეიძლება ითქვას, ფინანსურად არ შეხებიათ ფორს–მაჟორი. იმ უწყებების თანამშრომლებს ვგულისხმობ, რომლებიც არ ფუნქციონირებს, მაგრამ თანამშრომლებს ისევ უხდიან ხელფასს.

– კი, თუ მე შემოსავალი შემინარჩუნდა, ფინანსური ვალდებულებების შენარჩუნება ისევ შემიძლია, ჩემთვის ფორს–მაჟორი არ გამოდის. თუმცა, კერძო სექტორში დასაქმებულებების უდიდესი ნაწილი. იურიდიული პირები დარჩნენ  შემოსავლების გარეშე, სადაც ეს ხალხი იყო დასაქმებული. სააღსრულებო წარმოებები თუ განახლდებოდა, მაშინ ეს უნდა მომხდარიყო ნაწილობრივ. უნდა შეხებოდათ იმ ფიზიკურ და იურიდიული პირებს, ვისაც შემოსავალი არც შეუმცირდა და არც შეუჩერდათ. უნდა მომხდარიყო აღრიცხვა, გაეკეთებინათ სპეციალური ბაზა და ეს იურიდიული და კერძო პირები შეეყვანათ ამ ბაზაში და მათ უნდა შეხებოდათ სააღსრულებლო წარმოება.

– ადამიანურად, რა ჰქვია ახლა ამას?

– ეს არის ბოროტება, მეტი არაფერი.

– ახლა გაჩნდა რეალური საფრთხე, რომ მიკროსფინანსო ორგანიზაციებმა, ონლაინ– საფინასო დაწესებულებმა  და ე.წ. კერძო მევახშეებმა, ჩალის ფასად ხელში ჩაიგდონ ამ უშემოსავლოდ დარჩენილი, სახლში გამოკეტილი ხალხის უძრავი ქონება?

– კი, ბატონო, რეალური საფრთხე კი არა, თუ ისევ არ შეჩერდა,  ეს გარდაუვალი რეალობაა. ამ დროისათვის მე და ჩემი მეგობარი ადვოკატები ვცდილობთ ვიპოვოთ სამართლებრივი გზა ამ ბრძანების შეჩერების და არ არის გამორიცხული სასამართლოსაც მივმართოთ.

ლევან ჯავახიშვილი, „ალია“

  •  
  •  

კომენტარი

  1. ანონიმური

    ხომ შეიძლება გადაგეტანა კორონა ვირუსი ისერომ ეს არც კი გცოდნოდა?

  2. ###

    რაღა დროს კერძო მევახშეობაა, საერთოდ კანონით არის ასაკრძალი ეგ საქმიანობა

  3. ანონიმური

    дро имашия, ром, цотаханши, дзалиан мале пули ицвлеба. тквили долареби исе гоадаикцевиан гоград, да адамианс шерчеба мхолод кагалди. ритац эрт асантсац вер икидит. эс мохвдеба корона вирусис шемдет, амитом ипикрет, гирс ки конебис гацвла кагалдзе.

  4. მედეა1

    მეც ვუერთდები ა ღ შ ფ ო თ ე ბ ა ს! კარანტინში მყოფ შვილიშვილს, პენსიიდან გადავურიცხე ცოტაოდენი თანხა, რაც მომენტალურად ჩამოუჭრია მიკროსაფინანსოს. ამ გ ა ჭ ი რ ვ ე ბ ი ს დროს მაგათი თ ა რ ე შ ი ს ნების დართვა უდიდესი დანაშაულია. სესხს იღებს უფულოდ დარჩენილი პირი, მისთვის ნაჩუქარი ფულის წართმევა ამ ჟამიანობის დროს, დაუშვებელია. ისე ცოტა ხელფასს უხდიან — არ ყოფნის, დავეხმარე– წ ა ა რ თ ვ ე ს! ჭეშმარიტად გულსაწყვეტი ფაქტია –თეა წულუკიანო–“ყოჩაღ”!

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.