თბილისში 134 ახალი ინფიცირებულია – როგორია სტატისტიკა?

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელის, მარინა ენდელაძის განცხადებით, საქართველოში გამოვლენილი კორონავირუსის 472 ახალი შემთხვევიდან 230 აჭარაში, 134 კი თბილისში დაფიქსირდა.

„472 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გამოჯანმრთელდა 318 პაციენტი. შემცირდა აჭარაში ახალი შემთხვევების რაოდენობა, ამჟამად 49 პროცდენტია მხოლოდ, რაც შეესაბამება 230 პაციენტს, თუმცა, საყურადღებოა, რომ თბილისში იმატებს შემთხვევები, 28 პროცენტია უკვე ინფიცირებულების – 134 შემთხვევა, იმერეთში – 68 ახალი შემთხვევა, სამცხე-ჯავახეთში, ქვემო ქართლსა და სამეგრელო-ზემო სვანეთში 8-8 შემთხვევა, შიდა ქართლში – ექვსი, კახეთსა და მცხეთა მთიანეთში -5 -5“, – განაცხადა ენდელაძემ.

  •  
  •  

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.