თბილისში ყვავი 5 ქალს დაესხა თავს – როგორ არიან დაშავებულები?

თბილისში, კოსტავას ქუჩაზე ყვავი 5 ქალს თავს დაესხა. დაშავებულები მსუბუქი დაზიანებებით „ნიუ ჰოსპიტალის“ კლინიკაში გადაიყვანეს.

შემთხვევა დღისით მოხდა. ინციდენტი „პრაიმტაიმს“ კლინიკის პრესცენტშიც დაუდასტურეს.

„5 ქალს დაესხა ყვავი თავს. დაშავებულები „ნიუ ჰოსპიტალის“ მიმღებში მსუბუქი დაზიანებებით შემოვიდნენ. მათ გაეწიათ შესაბამისი სამედიცინო დახმარება. მათი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და უკვე გაეწერნენ ბინაზე“, – ამბობენ კლინიკაში. 

  •  
  •  

კომენტარი

  1. ანონიმური

    სურათზე ჭილყვავია (ლათ. Corvus frugilegus).(რუს. грач).

  2. ნათი

    რა ლამაზი ხარ ყვავო,შენ ბუნების ქმნილებავ. გთხოვთ ამიხსნათ რა განსხვავებაა ჭილყვავსა და ყვავს შორის?

    1. ნათის

      ყვავი ცოცხლობს 300 წელს,ხოლო ჭილყვავი 290-ს. ეს ხუმრობით. 🙂
      ყორნისებრთა ოჯახი აერთიანებს არაერთი სახეობის ფრინველს,რომელნიც ერთმანეთისგან განსხვავდებიან ზომით,ფერით,ხასიათით,ბინადრობის ადგილით და ა.შ. საქართველოში მობინადრე სახეობებიდან ყველაზე დიდი არის ყორანი.(რუს.ворон).ზომით მას ჩამოუვარდება ჩვეულებრივი (ნაცრისფერი) ყვავი.(რუს.серая ворона).ვიდეოში ნაჩვენები შარიანი ფრინველი სწორედ ამ სახეობას მიეკუთვნება. შემდეგი სახეობაა ჭილყვავი(რუს.грач).მასზე უფრო პატარა არის ჭკა(რუს.галка).ყორნისებრთა ოჯახს ასევე განეკუთვნება ჩვენთვის კარგად ნაცნობი სახეობები – კაჭკაჭი და ჩხიკვი.ასევე ნაკლებად ცნობილი სახეობები-წითელნისკარტა და ყვითელნისკარტა მაღრანი(რუს.клушица).
      https://ka.wikipedia.org/wiki/ყორნისებრნი

  3. ანონიმური

    ყვავი უფრო დიდია და ნისკარტი შავი აქვს და ყრანტალებს😂

  4. ანონიმური

    იმედია აღარ დაბრუნდება

  5. ნატალი

    იმედია აღარ დაბრუნდება

  6. დინდგილა

    ამერიკელებს გამოუგზავნიათ ! რო გინისკარტებს, თან გჩიპავს. შვეციაში ეგრე დაუჩიპავთ უკვე ხალხი.

  7. ანონიმური

    Галька თუ ჭკაა, გვრიტი როგორაა რუსულად?

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.