თბილისში, რუსთავში, ქუთაისში, ზუგდიდში, გორსა და ფოთში სწავლა გადაიდო

თბილისში, რუსთავში, ქუთაისში, ზუგდიდში, გორსა და ფოთში სკოლებსა და უნივერსიტეტებში სასწავლო პროცესის დაწყება პირველ ოქტომბრამდე გადავადდა.

ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს ბრიფინგზე განაცხადა, თუ რატომ გადაიდო სწავლა საქართველოს სკოლების ნაწილში.

„სწავლა მხოლოდ დიდ ქალაქებში გადავადდება, რადგან დიდ ქალაქებში ადამიანების მობილობა არის ბევრად მაღალი და ასევე, აქ გვაქვს საშუალება, ინტერნეტიზაციიდან გამომდინარე, რომ სწავლა დაიწოყოს ჰიბრიდული მეთოდით და შესაბამისად, არ შეფერხდეს სწავლის პროცესი” – განაცხადა მინისტრმა.

  •  
  •  

One Comment

  1. ანონიმური

    საერთოდ რად გინდათ სკოლები? განათლება? ბნელა თქვენს ტვინებში და სიბნელეა თქვენს გარშემოც

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.