თბილისში მამაკაცს სახლიდან პითონი გაექცა! – დაუჯერებელი ისტორია

ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო ოფიციალურ ფეისბუქ-გვერდზე განცხადებას ავრცელებს, საიდანაც ირკვევა, რომ თბილისში მცხოვრებ მამაკაცს სახლიდან პითონი გაექცა და დასახმარებლად მათ მიმართა. „ალია“ გთავაზობთ განცხადების სრულ ტექსტს:

„გუშინ, საღამოს დაახლოებით 19:30-ზე მონიტორინგის ცხელ ხაზზე შეტყობინება შემოვიდა. საკმაოდ აღელვებული, შეშინებული ხმით მამაკაცი დახმარებას ითხოვდა:

-პითონი გამექცა, დამეხმარეთ.

ჩვენი ოპერატორი იბნევა, სთხოვს კიდევ ერთხელ გაიმეოროს რა სახის დახმარება ესაჭირეობა და ოპერატიულად ორი ეკიპაჟი გადის შემთხვევის ადგილზე.
წარმოიდგინეთ რამხელა რისკის წინაშე იდგა თითოეული თბილისის მაცხოვრებელი, ძაღლები, კატები. პითონი მახრჩობელასებრი, მტაცებელი გველების რიცხვს მიეკუთვნება და ცხადია არავის ვუსურვებთ მის ,,სტუმრობას”. ბოლომდე გვიჭირდა გააზრება რამხელა გამოწვევის წინაშე ვიდექით, რომ ეს იყო ბეწვის ხიდი და არ გვქონდა შეცდომის დაშვების უფლება. თითოეული წუთი იყო გარდამტეხი და მნიშვნელოვანი. რიგით მოსახლეობასთან ერთად, საფრთხე ჩვენს მაშველ ბიჭებსაც ემუქრებოდა, რომელთაც ფაქტიურად ,,თვალებახვეულებს” მოუწიათ ბრძოლის ველზე გასვლა. გულწრფელად გეუბნებით, არცერთი წამი არ გვიფიქრია უკან დაგვეხია, ბოლო წუთამდე შემართებით ვემსახურეთ ჩვენს ქალაქს, ჩვენს თბილისელებს.
საპატრულო პოლიციაამ მყისიერად დაიწყო მოსახლეობის ევაკუაცია და “გრძელი ღამეც” დაიწყო.
დავანგრიეთ მრავალი კედელი, მაქსიმალურად, გავასუფთავეთ უზარმაზარი ტერიტორია ავეჯისა და ნივთებისგან ფანრის შუქზე თითქმის შიშველი ხელებით. არ დაგვიტოვებია არცერთი კუთხე, არც კუნჭული და მთავარი ,,დამნაშავეც” გამოვიჭირეთ. ჩვენ ბედნიერები, ცოტათი ამაყებიც დავბრუნდით ბაზაზე, წინ კიდევ ბევრი საქმეა.“

ამ არაორდინალურ განცხადებას არანაკლებ საინტერესო კომენტარები აქვს. მოსახლეობის უმეტესობას ეს უცხოეთში მომხდარი ამბავი ეგონას, ნაწილს კი „პითონი“ რომელიმე შინაური ცხოველის მეტსახელი…

პითონის ფოტო ინტერნეტიდან

გუშინ, საღამოს დაახლოებით 19:30-ზე მონიტორინგის ცხელ ხაზზე შეტყობინება შემოვიდა. საკმაოდ აღელვებული, შეშინებული ხმით…

Posted by ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო / Animals Monitoring Agency on პარასკევი, 31 ივლისი, 2020

  •  
  •  

კომენტარი

  1. ანონიმური

    ისევ მიეცით ნება სახლში წაეყვანა?დაშვებულია მისი სახლში ყოლა?

  2. ანონიმური

    ესღა გვაკლდა. ვერაა ეს ხალხი სულ გაუბერეს. გიჟი რა დროს პითონია მაგის შენახვას ხალხს დაეხმაროს თუ ბევრი ფული აქვს ქვეყნის გაჭირვებულია.

    1. ანონიმური

      მართალი ხარ

  3. ლალი

    რატომ მიეცით უფლება ისევ სახლში წაეყვანა პითონი. ეს ყოვლად დაუშვებელია. როგორ შეიძლება სახლში ჰყავდეს მახრჩობელა გველი, რა საჭიროა და რად უნდა. ჯერ ერთი, მისთვისაც საშიშია და მეორეც ერთი, ეცდება პათონი კიდევ გაიქცეს და ისევ ჩავვარდეთ ასეთ მდგომარეობაში. რატომ უნდა ვიყოთ ასეთი საფრთხის ქვეშ ყველა იმ კაცის ახირების გამო. არავის არ უნდა გქონდეს უფლება სახლში იყოლიოს ასეთი საშიში ცხოველი, ქვეწარმავალი, ანკარაც რომ იყოს. შიშით წავიკითხე და ამოვისუნთქე, როცა გავიგე მისი დაჭერა და ყველას გადარჩენა. როგორც არ გვაქვს უფლება იარაღის ტარების და შენახვის, ისე უნდა იყოს მაგაზეც კანონი.

    1. ანონიმური

      Shckdhkfg

    2. ანონიმური

      გეთანხმებით არ უნდა გაეტანათ მე ზოოპარკში ვერ ვეკარებოდი და არც არასდროს არ ვუყურებ სურათებსა,ან ტელევიზორში იმდენად შიში და ზიზღი მაქვს.დასაჯარიმებელია ის პიროვნება დიდი თანხით და უნდა ჩამოერთვას, ასე წავიკითხე ადრე ზუგდიდში და თბილისშიც ყავდათ და მეზობლები უნდოდათ. ეს დაუშვებელია უნდა აიკრძალოს…

  4. ეთერი

    ეგ არი სიცრუე.და თუ მართალია რაში სჭირდება უსარგებლო ქვეწარმავალი.თან ფოტოს მიხედვით კარგი ნაკვებია

    1. ანონიმური

      eto bidzoze iloce dges sacodavo?

    2. ანონიმური

      გველს დისიკვება არ სჭირდება წელიწადში ორჯერ ჭამს დაახლოებით ისიც თაგვს

  5. ანონიმური

    vaa bidzinakavda saxshi an misha

  6. ანონიმური

    რაჯანდაბათ უნდა ესეთი საშიში ქვეწარმავალი სახლში გადაირია სულ ეს ხალხი

    1. ანონიმური

      bidzo puliania da initom kavda

  7. ანონიმური

    dae es simartle ggoniat???

  8. თორნიკე

    რატო იტყუებით დეზინფორმატორები მედია არის ყოვლად უნდა როგორც ხელისუფლება და ნაცები გულისამრევი ხართ

  9. ანონიმური

    არიქა, კალაძემ პითონებისთვის ზიგზაგ ბილიკის მოწყობა არ დაიწყოს..

  10. ანონიმური

    რა საშინელება არის როგორ შეიძლება ასეთი მტაცებელი ქვეწარმავალის სახლში ყოლა რა გასულელდა ეს ხალხი რაც არარის ასაკრძალი იმას უკრძალავენ ხალხს იმის ნებას კი აძლევენ ერთეულებს რომ სახლში მტაცებელი ქვეწარმავალი პითონი ჰყავდეს რამ გადარიათ ეს ხალხი ბავშვები გვყავს სახლში საღამლს სასეირნოთ გავდივართ ეს როგორ შეიძლება ეს რა სიგიჟე არის

    1. ვალერიანი დალოე ხო ხედავ სულ გაუბერე)

      რას პანიკიორობ?!სხვის სისულელეზე ლაპარაკს, გირჩევნია ცოტა ცოდნა გაიღრმავო. მაწანწალად რომ უშვებენ ძაღლებს იმააზე აღშფოთდი!

  11. ანონიმური

    ocnebis bralia ro gaikca📣📣

    1. ანონიმური

      გეთანხმები. ბიძინა გააქცევდა 100%

  12. ანონიმური

    ეგ ტყუილები და ზაღპრების შეთხზა , არ მოგწყინდათ,
    გამოიყვანეს გმირებათ პოლიციელები!

    1. ანა

      შენთან უნდა შემოსრიალებულიყო ჭერელი პითონი და იქნებ მერე დაგენახა პოლიციელების შრომა. ყველაფერს აპოლიტიკებთ.

  13. ანონიმური

    ტყუილი რატომაა,არიან ადამიანები,არაორდინალურები,ცოტა ფსიხები,ცოტა ტვინიდან გვერდზეგაწეულები.ათი წლის წინ ,ვინმეს რომ დაეწერა ,ზღვაზე მოსეირნე ხეს ნახავთ მალეო,ხო იტყოდით,გაგიჟდა ხალხი ,რა ტყუილებს იგონებენო…

  14. ანონიმური

    რა ჯანდაბად უნდა მკვლელი არსება სახლში მაგ კვერცხს

    1. ცოტა განვითარდით

      რა შენი ტრ… საქმეა. ან რომელ მკვლელ არსებაზე ლაპარაკობ?! იცი მაინც საკითხი რო დაგიღია პირი)))

  15. ანონიმური

    ძაღლების ყეფაზე დააწესწს ჯარიმები რომ მეზობელი არ უნდა შეაწუხოსო და ეს დართული არის რომ სახლში ადამიანს მახრჩობელა პითონი ყავდეს? ეს რა სიგიჟე არის

    1. ანონიმური

      ვის სიჰიჟეზე წერ, რა სისულელე დაწერე, ოდესმე თუ გაიაზრებს შენი უტვინო თავი)))

  16. garik

    auuu ra lamazia. es unda seugdo zogirt anonimur mgineblebs loginsi…..

  17. ანონიმური

    Is patroni avadmkopia da gadaikvanet fsiqiatriulshi, esga gvaklda

  18. ცოტა განვითარდით

    სასტავს ანაკონდას ყველა ნაწილი აქვს ნანახი და რამხელა პანიკა შექმნეს )))

    1. ანონიმური

      :Dდდდდდ 😀 😀 ;D

  19. ანონიმური

    უი მე სახელის ვაგონების მეშინიაა ღმერთო ყველას უშველე..

  20. ანონიმური

    კაით რაა ამოდენა პითონი ვერავინ შენიშნაა ისე ჩუმად გასრიალდაა.მეცინებას

  21. უცნობი

    არ მჯეტა და რავქნა?

  22. ანონიმური

    bidzinaiko is pitoni

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.