“თბილისში დაგეგმეს ძალადობა და გაემგზავრნენ მცხეთაში…” – რა მოხდა 18 ივნისს – შსს-ს განცხადება

ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე დაკავებულია 17 პირი. ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა:

“სისხლის სამართლის საქმეზე ამ ეტაპზე ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დგინდება, რომ დაკავებულებმა ჩაიდინეს ჯგუფური ძალადობის ორგანიზება, მასში მონაწილეობა, თავისუფლების უკანონო აღკვეთა და ორი ან მეტი პირის მიმართ ჯგუფური ძალადობა:

კერძოდ:
2020 წლის 18 ივნისს, მცხეთაში, ნარეკვავის დასახლებაში სტუმრად მყოფი მოზარდების ორ ჯგუფს შორის მოხდა სიტყვიერი დაპირისპირება, რაც გადაიზარდა ფიზიკურ ძალადობაში.
ფიზიკური დაპირისპირების შემდეგ, კონფლიქტში მონაწილე ერთი ჯგუფი დაბრუნდა თბილისში, ანგარიშსწორების მიზნით დააორგანიზა ჯგუფური ძალადობა და ავტომანქანებით გაემგზავრა მცხეთაში.


თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზაზე, ნარეკვავის დასახლების მიმდებარედ, ორგანიზებული ჯგუფის წევრები თავს დაესხნენ გზაზე მიმავალ მოზარდებს და მიაყენეს ფიზიკური შეურაცხყოფა, რა დროსაც გიორგი შაქარაშვილი და მისი თანმხლები პირები, ძალადობის თავიდან აცილების მიზნით, მდინარე არაგვის მიმართულებით გაიქცნენ.


ორგანიზებული ჯგუფის წევრები, ფიზიკური ანგარიშსწორების მიზნით, დაედევნენ გაქცეულებს, რომლებიც მიიმალნენ მდინარის კალაპოტის მიმდებარე ტერიტორიაზე. ანგარიშსწორების მიზნით, მოძალადეებმა განაგრძეს გიორგი შაქარაშვილისა და მისი თანმხლები პირების დევნა, რა დროსაც გიორგი შაქარაშვილი დევნისგან თავის დაღწევის მიზნით გაიქცა მდინარის კალაპოტის მიმართულებით, ხოლო მისი მეგობარი, 2001 წელს დაბადებული გ.ა. იპოვეს და უკანონოდ აღუკვეთეს თავისუფლება.


გიორგი შაქარაშვილის ცხედარი 4-დღიანი სამაშველო-სამძებრო ღონისძიებების შედეგად აღმოჩენილ იქნა მდინარე არაგვის კალაპოტში.
ვინაიდან სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა დასრულებული არ არის და შესაბამისად, უცნობია გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების მიზეზი, გრძელდება საგამოძიებო მოქმედებები ყველა შესაძლო ვერსიაზე. გარდაცვალების უშუალო მიზეზის დადგენის შემდგომ, შესაძლოა, შეიცვალოს საქმის კვალიფიკაცია და დამძიმდეს ბრალდება.


ჩვენ კვლავ აქტიურად ვთანამშრომლობთ გარდაცვლილის ოჯახთან და გამოძიების მიმდინარეობისა და შედეგების შესახებ დაუყოვნებლივ ვაწვდით ინფორმაციას.


საქმეზე გრძელდება გამოძიება საქართველოს სსკ-ის 225-ე, 143-ე და 126-ე მუხლებით.


საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი პრიმა მუხლის ,,ბ“ და ”გ“ ქვეპუნქტებით დაკავებული არიან: ს.ჩ., ს.გ. და ი.წ.;

სსკ-ის 225-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილით დაკავებული არიან: ნ.ც., ლ.შ., გ.მ. და გ.ტ.;

სსკ-ის 225-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით და 143-ე მუხლის მესამე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით დაკავებულია ვ.ჩ;

სსკ-ის 225-ე მუხლის მეორე ნაწილით დაკავებული არიან: ნ.ქ., თ.ბ., ი.მ. და ნ.ჟ.;

143-ე მუხლის მესამე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და 225-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით კი დაკავებული არიან: ვ.მ., ა.ქ., ა.გ., ნ.რ. და ზ.ხ.“

  •  
  •  

კომენტარი

  1. იოსები იბესოი

    ეგ რომ ჩამომოიწიკწიკე, რა გააკეთეთ ეს რომ არ მომხდარიყო? რა იღონეთ მაშინ, ტიტულოვანმა ,,სპორტსმენებმა” ნაცები რომ სცემეს? ისევ ის ტრაკი (ტრაკთან-ბოდიში) არ გიზით ფედერაციის პრეზიდენტად სპორტსმენები რომ ცემა? ის პროჭი ტიტულოვანი ,,სპორტსმენები” არ გიზით პარლამენტში, ხმა რომ არამოიღეს და თავის ოჯახის კეთილდღეობას მთელი სპორტული ღირსების ფილოსოფია დააკლეს? თქვენ – ქოც-პრჭების დროს უფრო მეტი ახალგაზრდა არ დაიღუპა თქვენი უნიათობით, ვიდრე იმ ავადსახსენებელ მიშას დროს? მაშინ მკვლელის სახელი მაინც ვიცოდით და რომ მოგენდომებინათ პასუხსაც მოთხოვდით. ეხლა? ივანიშვილმა- მე არავინ არ ვარო. გახარიამ – მე ბრძანება არ გამიციაო. დანარჩენი რა ჩამოსხმაცაა აგერ ვხედავთ. სინდისი რომ გქონდეთ ხარაკირს უნდა იკეთებდეთ!! მაგრამ თქვენგან ეგ ძალიან შორსაა. სად მიიყვანეთ ქვეყანა უსირცხვილოებო ,,… წილხვედრი” ქვეყანა! ფუი ბლიად

  2. ანონიმური

    სავარაუდოდ ცუდი რელიეფიაო ასე ითქვა და იქნებ გადავარდა

  3. ანონიმური

    არავინ არ უნდა დარჩეს დაუსჯელი ამ ბიჭის მკვლელობაზე

  4. ანონიმური

    არავის არ შერრჩება მსგავსი მძიმე დანაშაული

  5. ანონიმური

    ყველამ უნდა აგოს პასუხი ! დალპნენ უნდა ციხეში

    1. ანონიმური

      ნამდვილად! უვადო პატიმრობა ყველას!

  6. ანონიმური

    კარგად მუშაობს შსს ამ სამქეზე

  7. ანონიმური

    კარგია რომ აქტიურად მიმდინარეობს ამ მკვლელობის გამოძიება

  8. ანონიმური

    გადავარდა თუ გადააგდეს რა მნიშვნელობა აქვს ხო გამოეკიდნენ ეს ნაძირლები,თქვენ გედოთ ამ უდანაშაულო ანგელოზი ბავშვის და მისი ოჯახის ცოდვა,კუნთმაგარო დამპლებო თქვენი დედაც!

  9. ანონიმური

    იბესოი თუ იოსები, განსხვავებას რომ ვერ პოულობ მიშას ხელისუფლებასთან და ყველაფერი პოლიტიზირებული გაქვთ, იქნებ ჯერ ბავშვების ნორმალური აღზრდით დაგეწყოთ, იქნებ კეთილი ენებათ მშობლებს და მეტი კონტროლი გამოეჩინათ, განსაკუთრებით გოგოს მშობლებს და ამ ყბადაღებული თავისუფლების მოყვარულები ცოტა მოეთოკათ. აგრესიული და გაბოროტებული რომაა ახალგაზრდობა, მშობლების სიყვარული და აღზრდა რომ აკლიათ, იქიდან დაიწყეთ, ფასეულობები რომ აქვთ არეული, აი ეგაა პრობლემა

    1. იოსები იბესოი

      პოლიტიზირებას კი არა, სისტემატიზირებას ვცდილობ. განსხვავებასაც ვხედავ. ჩემი პოსტის რომელ პუნქტს არ ეთანხმები? სად შემეშალა? მოთოკვა კი არა, განთლება სჭირდება ახალგაზრდას და ისეთი სისტემის შექმნა, სადაც ცოდნის რეალიზაციას მოახერხებს ქვეყნის საკეთიდღეოდ. მაგის პერსპექტივას ხედავ?

  10. ანონიმური

    Sacodavi bichi risi gulistvis unda icves micashi da amatma iaron???kvelanic monacileebi arian am tragediashi,ak ukve zedmetia laparaki ra da rogor moxda.agon pasuxiiii

  11. Gulnazi

    Is kikiniani fotografis ar aris martali unda misces chveneba da ar unda waeshala firi tu martla giorgi misi kargi megobari iyo,torem codva ar moasvenebs.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.