თბილისის შემოსასვლელთან მანქანა კლდეს შეეჯახა – დაშავდა 6 ადამიანი

თბილისის შემოსასვლელთან ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. არსებული ინფორმაციით, ჯიპის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და კლდეს შეეჯახა.

შემთხვევის შედეგად 6 ადამიანი დაშავდა. ისინი სასწრაფო დახმარების ბრიგადებმა საავადმყოფოში გადაიყვანეს.

ადგილზე მობილიზებულია საექსპერტო-კრიმინალისტური დეპარტამენტი და საპატრულო პოლიცია.

მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს, რაც უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

  •  
  •  

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.