“თბილისის ზღვის ჰოსპიტალს” არ გაეკაროთ” – რა შეემთხვა კლინიკაში სიცხიან პაციენტს?

სოციალური ქსელის მომხმარებელი, თამო მერლანი, წერს:

“4 დღის განმავლობაში მქონდა სიცხე . 37 – 38.5 . დავრეკე 112 ‘ ჩაიწერეს ჩემი ნომერი და ოჯახის ექიმმა დამირეკა. მომცა დანიშნულება მაგრამ არანაირი უკეთესობა არ მქონდა. სიცხე ისევ ისე იყო..

ოჯახის ექიმმა მირჩია სასწრაფო გამომეძახებინა, გამოვიძახე . დამირეკა ექიმმა და რომ მიხვდა არ მინდოდა გადაყვანა კლინიკაში მითხრა : მე თქვენს ადგილას არ ვიფიქრებდი და აუცილებლად წავიდოდი ამ სიმპტომებითო. შემეშინდა და წავედი. მოვითხოვე ბოჭორიშვილის კლინიკა მაგრამ არ ქონდათ ადგილი და მიმიყვანეს თბილისის ზღვის ჰოსპიტალში.

შესვლისთანავე საგიჟეთში მოვხვდი, ქაოსი, ქაოსი , ქაოსი.. მთვრალი პაციენტი ყავდათ რომელსაც ძალიან ცუდად მოიხსენიებდა პერსონალი. განსაკუთრებით ერთი გოგონა უზრდელობდა მის მიმართ.(მოყავთ ის ნაბიჭვარი, გიჟი მოყავთ, მე მაგის ტყ) დასცინოდნენ ერთმანეთში იმ ტიპს. ნუ დააწვინეს და დააძინეს .. (10 წუთში კი გადმოვარდა ის საცოდავი საწოლიდან)

შესვლისთანავე ერთმა უკარგესმა გოგომ სცადა კათეტერის ჩადგმა მაგრამ ნუ ვერ გამოუვიდა და ძალიან, ძალიან მაქვს დალურჯებული, დაუძახეს დათოს, ძალიან მაგარ ბიჭს და დარწ. ვარ ასე თუ გააგრძელებს სულ მალე მის სიტყვას იტყვის ეს ბიჭი.. ძალიან კარგი თანამშრომელია და მადლობა მას.. უპრობლემოდ შევიდა ვენაში.

გადამიყვანეს პალატაში .. ვწევარ ^^ გავიდა 1, 2, 4 საათი და კაციშვილი არ მეკითხება რატომ ვარ და რა მინდა, გავედი ბოლოს ექთანთან ^^ ასე სახლშიც ვიწექი და აქ რაღატომ მომიყვანეთ ან ამ კათეტერის გამო რას მაწვალეთ თუ არაფერს მიკეთებთქო .. უიმე შვილო გადასხმა თუ გინდა ახლავე გაგიკეთებო, რა პრობლემაა გადასხმა თუ გინდაო – თუ გინდაო… მინდა რა თუ არ მჭირდებოდა რას დამალურჯეთთქო ? ესო ასეთი წესია აუცილებლად უნდა გაკეთდეს კათეტერიო, ნუ შემოვიდა და ირონიული ღიმილით დამიდგა გადასხმა… ძალიან რომ მინდოდა და ვითხოვდი

გათენდა..კოვიდზე ამიღეს ტესტი ..ბევრი მეკითხება და გეტყვით რომ სულაც არაა უსიამოვნო პროცესი.. ველოდები პასუხს რომელიც უნდა მოვიდეს საღამოს.. აქვე უნდა ითქვას რომ ამ კლინიკაში ერთად არიან : ნარკომანები, ფსიქიურად დაავადებული ადამიანები. მაგალითად წინა ღამეს ერთმა გიჟმა ექთანს თითი მოტეხა და ნაკერები დაადეს იმ გოგოს ისეთ დღეში ჩააგდო. ვიღაც გიჟი დადიოდა და გაჰკიოდა დერეფანში.. ერთი პალატის გამოტოვებით იყო გოგო რომელიც ამბობდა რომ სამყარო უნდა შეეცვალა, რომ ის 666 არის და მას შეუძლია გაგანადგუროს.. ძალიან საშიში ვიზუალით იყო თან ეს გოგო, დადიოდა პირბადის გარეშე და კაციშვილი ვერ ეუბნებოდა ვერაფერს )) მე ძალიან მეშინოდა ამ გოგოსი, პალატის კარები არ იკეტებოდა და საწოლი მქონდა მიდგმული კარებზე

პასუხი არ მოვიდა არასდროს, ღამის 4 საათამდე ველოდებოდი.ერთი სული მქონდა როდის წამოვიდოდი იქედან მაგრამ მესამე დღემდე არ მოვიდა პასუხი. ექიმი თითქმის სამი დღის განმავლობაში იქ მყოფს არ მინახავს სამჯერ, კაციშვილს არ უთქვამს სისხლის ანალიზის, რენდგენის პასუხი.. აქვე პასუხში წერია რომ გადამიღეს კარდიოგრამა მაგრამ არავის არ გადაუღია

მე გამიმართლა იმაში რომ ჩემს დროს დაემთხვა საურთიერთობოდ უსაყვარლესი ექთანი მერი, რომ გამომწერეს მაგ დღეს შეიცვალა სმენა და ისეთი საშინელი პერსონალი მოვიდა.. ძალიან უხეშები და უზრდელები !!! პაციენტმა კითხვა დაუსვა როდის მოვა ანალიზის პასუხიო.ამ გოგომ უტაქტო პასუხი გასცა და იმ კაცმა ხმას აუწია მაგრამ ნორმის ფარგლებში და ეს ექთანი ეუბნება ,,ნუ მიპარჭყავ ხელებსო” ქუჩური ლექსიკონი ჰქონდა ..

ასევე ქალს რომელსაც დაუდასტურდა კოვიდი და არ იცოდა იმან ჯერ.გამოვიდა პალატიდან და იკითხა როდის მოვა პასუხი ანალიზისო. ამან დაუყვირა შედი პალატაში დროზეო. შენზე მეტად მე ველოდები აქედან წაგიყვანონო. ისეთი ზიზღით ჩაიბურტყუნა ! !

კლინიკას არ ქონდა საბნები, თეთრეული..რაც ქონდათ ის თეთრეულიც ნეტა არ ჰქონოდათ.

უნდა ავღნიშნო აუცილებლად რომ სანიტარი ნამდვილად აწესრიგებდა იატაკს , გაჰქონდა ნაგავი და სუფთა იყო საპირფარეშო

საკვები მოჰქონდათ მაგრამ არ გამისინჯავს და ვერაფერს ვიტყვი..

არ ქონდათ რამე რაც გაიწოვდა ამ სილურჯეს ჩემს ხელზე და გამინელებდა ოდნავ მაინც ტკივილს.. მე შევიძინე მალამო. გლოვომ მომიტანა

რჩევა, არ გაეკაროთ ამ კლინიკას ნებით, ჯანმრთელობას გისურვებთ.

პ.ს ფოტოზე საწოლი რომელიც კარებზე მაქვს მიდგმულიამდენი დღე გავიდა და დღესაც სუსტად ვარ, მტკივა ფილტვები, მახველებს უნდა მივიდე სხვა კლინიკაში და გავიგო რა მჭირს”

  •  
  •  

11 Comments

  1. აი

    ესეც ჩვენი ჯანდაცვის მზაობა!!!

  2. ანონიმური

    rogoris ministria isetia jandasvas

  3. ანონიმური

    ეჰ არ მოვიდა მოშიახი-ანტიქრისტე ისრაელში თუ არა კარგი იყო, მაგრად მოუხდებოდა ამ გიჟ მსოფლიოს. მართლა ღირსები ხართ, წამების და გოდების, თქვე შეშლილო შეშლილო მსოფლიოვ.

  4. შენ ხომ არ გასლოკინებს

    ისემც მოგ**ყან პატრონი…შენი ფანტაზიორი დედაც 🙂

    1. ანონიმური

      sheni ojaxi movtyan me

    2. ელენე

      რა უბედურებაა გინება, რეებს წერთ, არც კი გრცხვენიათ. დედა არ გყავდათ, ბებია ან ვინმე ნათესავი, ასე მიმართავთ ქალბატონებს?

  5. ანონიმური

    მოგიტყანთ ჯანდაცვა

  6. ანონიმური

    Namdvilad zgvis hospitali aris sasaklao .chemi meuglec ase sicxiani 38 it shevikvant. ert dgeshi ar vici ra gauketes chaagdes grma komashi .masac chaqcevebi konda sxeulze.samwuxarod vegaraperi vushvelet. Asetebi arian zgvis hospitalshi.gagvamwares damiobles shvilebi.

  7. ლიკა

    ზღაპრებს ყვება გოგონა, ეტყობა ისე შეშინდა კოვიდის მოლოდინით, რომ რამსები თვითონ აერია.

  8. ანონიმური

    ამ საავადმყოფოში ვიწექი ერთი თვის წინ.. რაც აქ წერია ანალოგიური ამბები გადანხდა: მისაღებში ვიღაც მთვრალი იწვა და არა სასიამოვნო იყო… ვენიდან სისხლის აღება ძლივს მოახერხეს.. კათეტერი დამიტოვეს მეორე დღეს ძლივს მოვახსნეინე ჩაშავებული მქონდა მკლავი..ყურადღება ს არავინ მაქცევდა დილით შემოვიდა ექიმი გამეცნო და მეტი აღარ მინახავს.. ექთანმა გადასხმა უნდა გაგიკეთოო ჩამოკიდა წამალი .. 2 საათის შემდეგ რომ შევახსენე , გაბრაზდა.. ნატრი ხლორატის გადასხმა რომ მორჩა არ მომაკითხეს მე მომიწია გათიშვა.. გავედი დერეფანში და ვეუბნები მგონი დაგავიწყდით … გაუკვირდა: ვერ დააკააკუნე ან დაგეძახაო.. კარები მიხურულუ იყო.. რას გავაგებინებდი .. ისევ უხეშად გამიბრაზდნენ.. აი მაშინ კი მოვიხმე ექიმები და სიმართლე მოვუყევი… მისმინეს და წავიდნენ.. დერეფნებში ავადმყოფები დასეირნობდნენ.. მეშინოდა საერთო ტუალეტში შესვლა… კორონა არ აღმომაჩნდა და გამომწერეს…
    ძალიან უკმაყოფილო წამოვედი.. წევხარ და არავინ გაქცევს ყურადღებას არც სიცხეს მეკითხებოდნენ..
    ღმერთმა დამიფაროს ისევ აქ მოვიდე…

  9. ლიანა კოსტავა

    ამ საავადმყოფოში ვიწექი ერთი თვის წინ.. რაც აქ წერია ანალოგიური ამბები გადანხდა: მისაღებში ვიღაც მთვრალი იწვა და არა სასიამოვნო იყო… ვენიდან სისხლის აღება ძლივს მოახერხეს.. კათეტერი დამიტოვეს მეორე დღეს ძლივს მოვახსნეინე ჩაშავებული მქონდა მკლავი..ყურადღება ს არავინ მაქცევდა დილით შემოვიდა ექიმი გამეცნო და მეტი აღარ მინახავს.. ექთანმა გადასხმა უნდა გაგიკეთოო ჩამოკიდა წამალი .. 2 საათის შემდეგ რომ შევახსენე , გაბრაზდა.. ნატრი ხლორატის გადასხმა რომ მორჩა არ მომაკითხეს მე მომიწია გათიშვა.. გავედი დერეფანში და ვეუბნები მგონი დაგავიწყდით … გაუკვირდა: ვერ დააკააკუნე ან დაგეძახაო.. კარები მიხურულუ იყო.. რას გავაგებინებდი .. ისევ უხეშად გამიბრაზდნენ.. აი მაშინ კი მოვიხმე ექიმები და სიმართლე მოვუყევი… მისმინეს და წავიდნენ.. დერეფნებში ავადმყოფები დასეირნობდნენ.. მეშინოდა საერთო ტუალეტში შესვლა… კორონა არ აღმომაჩნდა და გამომწერეს…
    ძალიან უკმაყოფილო წამოვედი.. წევხარ და არავინ გაქცევს ყურადღებას არც სიცხეს მეკითხებოდნენ..
    ღმერთმა დამიფაროს ისევ აქ მოვიდე…

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.