“თან ონლაინ კლასი უნდა აკონტროლონ, თან აუხსნან, დაიჯერონ ან არ დაიჯერონ რომ „მას გუშინ ვაიფაი გამოირთო…”

ჟურნალისტი, ეკა ხოფერია, სოციალურ ქსელში, წერს:

„ონლაინ გაკვეთილების კონტექსტში აუცილებლად დასაწერი:

ამდენს ვწუწუნებთ მშობლები (ვფიქრობ, ძლიერ სამართლიანადაც), მაგრამ მასწავლებლებზე არავინ ვწერთ. არ მგონია, ბედნიერები იყვნენ იმით, რომ ზოგჯერ გაკვეთილს ნახევრადგამოუძინებელი ბავშვების გაღვიძებით რომ იწყებენ…

თან ონლაინ კლასი უნდა აკონტროლონ, თან აუხსნან, დაიჯერონ ან არ დაიჯერონ რომ „მას გუშინ ვაიფაი გამოირთო“, „მას რვეული არ მაქვს და ფურცელზე რომ დავწერო“ ან… ნიკოლა შემო მერე ჩათში … და თან სიმშვიდე შეინარჩუნონ

მოკლედ, ჩემი თანადგომა მასწავლებლებს. ერთად რამეს ვიზამთ და გავალთ ფონს, ძვირფასებო“

ინფორმაციისთვის, კორონავირუსის პანდემიის გამო, თბილისში, რუსთავში, ფოთში, ზუგდიდში, ქუთაისში და ბათუმში სწავლა დისტანცირუად მიმდინარეობს ორი კვირის განმავლობაში, სწავლა სკოლებში 1 ოქტომბერს განახლდება.

  •  
  •  

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.