თამარ ბაჩალიაშვილის ძმამ პირველი განცხადება გააკეთა

არ დავუშვებ, მამაჩემის ღირსება შელახონ. მამაჩემის ყურადღება მე და ჩემს დას არ მოგვკლებია, – ამის შესახებ თამარ ბაჩალიაშვილის ძმამ, გიორგი ბაჩალიაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, ის ყველა ადამიანს, ვინც მისი ოჯახის ღირსების შელახვას შეეცდება, სათანადო პასუხს გასცემს.

„მინდა მივმართო ყველა იმ ადამიანს თუ არაადამიანს, ვინც დაკავებულია ჩემი, მამაჩემის და დედაჩემის, ჩემი ოჯახის ღირსების შელახვით. ჩემს დასთან ერთად ვიზრდებოდი დაახლოებით 21 წელი, მამაჩემის და დედაჩემის ყურადღება და სიყვარული არ მომკლებია. ყველა იმ ადამიანს მინდა მივმართო, ვინც კლავიატურაზე კაკუნით არის დაკავებული, რომ მობრძანდეს ჩემს სახლთან და სათანადო პასუხს გავცემ. არ დავუშვებ, მამაჩემის ღირსება შელახონ. მამაჩემის ყურადღება მე და ჩემს დას არ მოგვკლებია“, – განაცხადა გიორგი ბაჩალიაშვილმა.

  •  
  •  

კომენტარი

  1. ანონიმური

    DAGLOCOS UFALMA!

  2. ანონიმური

    “აღზევებული მდაბიო”, საღამოს მოიფიქრებს პრემიერის შეცვლას და დილით პრემიერის კაბინეტში შედის ახალი პრემიერი… აქედან გამომდინარე, სრულიად საკმარისია მისი გადაწყვეტილება, რომ ბაჩალიაშვილის და შაქარაშვილის ნამდვილ მკვლელებს 24 საათში დაადონ ბორკილები და ამაში არავის ეჭვიც არ შეგეპაროთ, რომ ასე იქნება. თანაც არჩევნების წინ ეს ყველაზე მეტად უნდა აწყობდეს ოცნებას და პირველ რიგში მას (აღზევებულ მდაბიოს)… დანარჩენი თქვენთვის მომინდვია… იფიქრეთ, თუ ვინმეს ფიქრის სურვილი გაქვთ.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.