„თამარ ბაჩალიაშვილის საქმეზე გამოძიება, ვფიქრობ, მალე დასრულდება“ – გომელაური

თამარ ბაჩალიაშვილის საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს და ვფიქრობ, მალე დასრულდება, – განუცხადა ჟურნალისტებს შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა.

ვახტანგ გომელაურის თქმით, თამარ ბაჩალიაშვილის საქმეზე გამომძიებლები მუშაობენ და თუ საჭირო იქნება, გამოძიების ფედერალური ბიურო ექსპერტიზის მიმართულებით ჩაერთვება.

„ბაჩალიაშვილის საქმეზე ღიად ვერ ვისაუბრებ. გამოძიება მიდის. ვფიქრობ, მალე დასრულდება. „ეფბიაის“ ჩართვას რაც შეეხება, თუ საჭიროება იქნება, სავარაუდოდ ჩაერთვება ექსპერტიზის მიმართულებით. ჯერჯერობით გამომძიებლები მუშაობენ“, – განაცხადა შს მინისტრმა.

  •  
  •  

კომენტარი

  1. ანონიმური

    rogor dasruldeba gamozieba male he nazirala jer tavi ver moabit.jer ar dagiwyiat gamozieba.ai tqven saqmeebs ki axali mtavroba gamoziebas did dros ar moandomebs

  2. ანონიმური

    დარწმუნებული ვარ ყველა არსებულ შეკითხვას გაეცემა პასუხი გამოძიების მხრიდან

  3. ანონიმური

    კარგია რომ ასე საფუძვლიანად მიმდინარეობს გამოძიება

  4. გია

    არასამთავრობოები ანუ მესამე სექტორი სადა რამის წმინდანებად რომ გვევლინებიან

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.