“თავში მძიმედ დაჭრილი ბიჭის ძაღლია, მის ყეფაზე რეაგირებს, გთხოვთ, დააბრუნეთ!” – პატრონი გერმანულ ნაგაზს ეძებს

თბილისში პატრონი დაკარგულ გერმანულ ნაგაზს ეძებს და საზოგადოებას დახმარებას სთხოვს. როგორც ნინო ჩეკურიშვილი წერს, ძაღლი მის შვილს ეკუთვნის, რომელიც რამდენიმე ერთი წლის წინ, სწორედ ძაღლებთან ჩხუბის გამო თავში დაჭრეს “ლონდონის ბაღში” და ახლაც სიცოცხლისთვის იბრძვის.

ერეკლესთან ერთად დაჭრეს მისი არასრუწლოვანი ძმაც, რომელმაც თავის გაწევა მოასწრო და ამიტომ, მისი ჭრილობა მსუბუქი გამოდგა.

ერეკლეს ფეხზე დაყენებას მშობლები უკვე მეორე წელია ცდილობენ, მას თავში მიაყენა ჭრილობა თავდამსხმელმა, რომელიც მანქანით სახლთან ელოდებოდა. თავდამსხმელს ორივე არასრუწლოვანის მოკვლა ჰქონდა გამიზნული და დამიზნებით თავის არეში ესროდა.

„გუშინ 12 საათისათვის თბილიში ვახუშტი ბაგრატიონის ქუჩიდან დინამოს მიმდებარე ტერიტორიაზე დაიკარგა გერმანული ნაგაზი თაფლისფერი შავი ზურგით. 5 წლის ბიჭი დექსტერი ქვია. თუ ვინმემ წაიყვანეთ, გთხოვთ დააბრუნეთ. მაგ ძაღლის გამო ჩემი 17 წლის შვილი თავში დამიჭრეს და დღემდე მძიმედაა.

ყოველთვის ბრუნდებოდა უკან სახლში. ყელზე ჯაჭვი აქვს და გრძელი რემენი. გაიპარა ფანჯრიდან. გთხოვთ დააბრუნეთ არ შეჭამს იდარდებს და დაიღუპება. ძალიან ძვირფასია ჩემი ოჯახისათვის ეს ძაღლი..თან ნეიროდერმიტი აქვს და ვმკურნალობთ..თუნდაც ვახუშტი ბაგრატიონის ქუჩაზე დატოვეთ..როგორც დავწერე თავში მძიმედ დაჭრილი ბიჭის ძაღლია. მის ყეფაზე რეაგირებს. მე როგორც დედა, ყველას გთხოვთ, დააბრუნეთ ერეკლეს ძაღლი!“

  •  
  •  

One Comment

  1. .......ცრემლები

    აუფფ …..უდიდესი ტრაგედიაა……..

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.