“თავშესაფარი” ლატარიაა, შეიძლება მეცხვარეს გაუმართლოს და გაძეძგილქეისიან ტიპს არა”

ჟურნალისტი, ზაზა სვანაძე, რომელიც ამჯერად უკვე ემიგრაციაში იმყოფება, სოციალურ ქსელში, წერს:

“ყირიმში, ყირიმელმა თათარმა სევასტოპოლის ერთ-ერთ ქუჩაზე, უკრაინის დროშით ჩაიარა, მას შემდეგ რაც იქ რუსები შევიდნენ, აქტივისტი დააკავვეს და 24 საათი გაატარებინეს განყოფილებაში, მხოლოდ 24 საათი. ახალგაზრდას თავშესაფარი მისცეს, როგორც ეთნიკურ, ასევე პოლიტიკურ ნიადაგზე დევნის გამო. მეორე ისტორია მეგობარმა მომიყვა წუხელ, მეცხვარემ, რომელსაც მგელმა შეუჭამა ცხვრები, ვერ უნაზღაურებდა დამქირავებელს გარეული ცხოველის მიერ მიყენებულ ზარალს, იმან კი დაქირავებული სულ კომბლით სცემა, დაზარალებულმა პოლიციას მიშურა, მიშველეთ, მგლის შეჭმულ ჩიჩიას მე მთხოვენო, 🤦‍♂️ თანამედროვე კომბლემ სამართალი რომ ვერ იპოვა, საფრანგეთს მოაშურა და ამათმაც შეიფარეს, მგლის მადის გამო ადამიანის უფლება არ უნდა დაირღვესო.”

მე რომ ქართული სახელმწიფო მდევნიდა და მდევნის კომპლექსურად, ამ ფაქტს, ჩემთან უკიდურესად დაპირისპირებული ადამიანებიც არ აყენებენ ეჭვქვეშ, მაგრამ სხვა რამეს ვწერ, თავშესაფარი ლატარიასავითაა, შეიძლება მეცხვარეს გაუმართლოს და გაძეძგილქეისიან ტიპს არა, აი როგორც ამერიკის ვიზაა რა, მეტადონის პროგრამაში ჩასმულ ტიპებს უშვებენ და ვისაც სწავლა-განათლება ( განვითარება ) სურს, არც თუ იშვიათად ბლოკავენ…..

ისეთი ისტორიები მოვისმინე, დავრწმუნდი – თავშესაფრის თემა ლატარიაა, გამართლება-არ გამართლების თემაა ანუ.”

  •  
  •  

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.