“თავი გაანებონ ჩვენს შტაბებს, ფიზიკურად დავდგებით და ყველა შტაბს დავიცავთ“ – ჯაფარიძე

გირჩის ლიდერის, ზურაბ ჯაფარიძის განცხადებით, ისინი არც შრომის ინსპექციას და არც რომელიმე სხვა სტრუქტურას არ მისცემენ მათ შტაბებში შესვლის უფლებას.

16 ოქტომბერს, გვიან ღამით შრომის ინსპექცია შევიდა ბარში, სადაც გირჩის შტაბია განთავსებული. როგორც ჯაფარიძემ თქვა, ინსპექციამ სიტყვიერად გააფრთხილა ისინი, რომ დააჯარიმებდნენ. მისივე თქმით, ეს გირჩის საარჩევნო კამპანიისთვის ხელშეშლაა:

“შრომის ინსპექციის დეპარტამენტი, როგორც ყველა სახელმწიფო სტრუქტურა, ივანიშვილის ხელში პოლიტიკური დევნის ინსტრუმენტად არის ქცეული და კონკრეტულად გირჩის მიმართ გამოიყენება ბრძოლის ეს ხერხი”.

გირჩის ლიდერი ამბობს, რომ მათ რამდენიმე შტაბი ბარებში აქვთ განთავსებული, რათა ახალგაზრდა მხარდამჭერები მივიდნენ, ალკოჰოლი მოიხმარონ და სხვადასხვა თემაზე ისაუბრონ.

“მინდა ავხსნა შინაარსი, რა არის, რის გამო ემუქრებიან ამ ადამიანებს დაჯარიმებით. თუ მე ნებისმიერ ამ შტაბში, რომელიც არის გირჩის შეფუთული შტაბი მივიტანთ 20-ლიტრიანებით ღვინოს, ჩამოვასხამ და დავარიგებ, ისინი ამბობენ, რომ ეს არაა პრობლემა. არც ხალხის შეკრებაა პრობლემა და არც დალევა. პრობლემა ყოფილა ის, რომ ჩვენი მხარდამჭერები როცა მოდიან და სასმელში იხდიან ფულს, იმუქრებიან, რომ დააჯარიმებენ”, — განაცხადა ჯაფარიძემ.

როგორც იგი ამბობს, მათ კიდევ ერთი ღონისძიება აქვთ რიყეზე, სადაც კვლავ იგეგმება ალკოჰოლის მოხმარება, რომელსაც ადგილზე შეიძენენ.

“თავი გაანებონ ყველა ჩვენს შტაბს. არც ერთ შტაბში აღარ შევუშვებთ. ფიზიკურად დავდგებით და ყველა შტაბს დავიცავთ, და ვერც შრომის ინსპექცია შევა და ვერც რომელიმე ახლადგამოგონილი სტრუქტურა. ფიზიკურად არ შევუშვებთ და დასჭირდებათ ჩვენი დარბევა”, — განაცხადა ჯაფარიძემ.

ახალი რეგულაციით, 10 საათის შემდეგ თბილისში ბარების, რესტორნებისა და გასართობი დაწესებულებების მუშაობა აიკრძალა. თუმცა, კანონით დაშვებულია წინასაარჩევნო აგიტაციისთვის შეკრება. გირჩი სწორედ მსგავს ადგილებში მართავს შეხვედრებს ამომრჩეველთან.

  •  
  •  

2 Comments

  1. ანონიმური

    ჩაიხადე ნიფხავი და შეაშინე ვინმე! პიდარასტი ნარკომანი, ეს

    1. japaridze

      erti sheni nomeri dacere sheni dedaunda movtkna dros

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.