ზუგდიდში ხალხმრავალი შეკრების ორგანიზატორი 15 ათასი ლარით დააჯარიმეს

საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევის გამო, საპატრულო პოლიციამ „ახალი ლიდერების ინიციატივა“ საქართველოს პრეზიდენტის დეკრეტის საფუძველზე 15 000 ლარით დააჯარიმა, რის შემდეგაც ოქმი ორგანიზაციის დირექტორს, კრისტინა მარია კოდი პუშოუს ჩაბარდა.

საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მარტის №181 დადგენილების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ახალი კორონავირუსის გავრცელების აღკვეთის მიზნით, საგანგებო მდგომარეობის პერიოდში საჯარო სივრცეში 10 პირზე მეტი ადამიანის შეკრება აკრძალულია.

ორგანიზაციამ „ახალი ლიდერების ინიციატივა“ დღეს ზუგდიდში, 100 პირზე მეტი ადამიანი შეკრიბა.

შინაგან საქმეთა სამინისტრო მოქალაქეებს მოუწოდებს, დაიცვან საგანგებო მდგომარეობით დაწესებული შეზღუდვები, წინააღმდეგ შემთხვევაში, გამოყენებული იქნება კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები.

  •  
  •  

კომენტარი

  1. ანონიმური

    მთავრობა რატომ არ არიგებს?

    1. ანონიმური

      საიდან უნდა დაარიგოს როცა დაიტაცა ხალხმა პირბადეები და მსოფლიო მასშტაბით დეფიციტია , მერე კიდე კერავენ და არიგენე ზუსტად ხელისუფლების დავალებით სრულიად უსასყიდლოდ იმ ადამიანებზე რომლებსაც უწევთ მუშაობა დღეს ბენზიგასამრთსადგურებზე აფთიაქებში ბანკებში სასურსათო მაღაზიებში

  2. ანონიმური

    ხოდა ძალიანაც კარგი კანონი კანონია!

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.