ზუგდიდში საბავშვო ბაღი იწვის (ვიდეო)

ზუგდიდის სოფელ ერგეტაში საბავშვო ბაღს ცეცხლი გაუჩნდა. ადგილობრივების ინფორმაციით, აღმზრდელებმა ბავშვების უსაფრთხო ადგილას გაყვანა უვნებლად მოახერხეს.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში ამბობენ, რომ ხანძარი სახურავს მოედო. მათივე ცნობით, ადგილზე სამი სახანძრო ბრიგადა მუშაობს.

  •  
  •  

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.