ზუგდიდში მეზობელმა ახალგაზრდა მამაკაცი სახის არეში დაჭრა

ზუგდიდში, კომბინატის დასახლებაში მეზობელმა მეზობელს საფანტიანი იარაღიდან ესროლა, რის შედეგადაც ახალგაზრდა მამაკაცმა დაზიანებები სახის არეში მიიღო, თუმცა, მის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება.

“კურიერის” ინფორმაციით, მომხდარს წინ ურთიერთშელაპარაკება უძღოდა.

მომხდართან დაკავშირებით დანაშაულში ბრალდებული პირი დაკავებულია. შს სამინისტრომ ფაქტზე გამოძიება 118-ე, ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანების მუხლით აღძრა.

  •  
  •  

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.