ზუგდიდში კორონავირუსი ოთხ პირს დაუდგინდა, აქედან სამი არასრულწლოვანია

ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიაში კორონავირუსი კიდევ ოთხ ადამიანს დაუდასტურდა.

დადასტურებული შემთხვევებიდან სამი არასრულწლოვანია. ისინი 52 წლის ზუგდიდელი კოვიდინფიცირებული მამაკაცის კლასტერთან დაკავშირებული პირები არიან. ერთი ოჯახის წევრია, ხოლო ორი ნათესავი.

ამასთან, მეოთხე ინფიცირებული ახალგაზრდა ქალია, რომელსაც მოგზაურობის ისტორია აქვს.

  •  
  •  

კომენტარი

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.