ზუგდიდში ერთმანეთს გახარია და რულოვსი შეერკინებიან?

მას შემდეგ, რაც საკანონმდებლო ორგანომ საკონსტიტუციო ცვლილებები მიიღო და  გაფორმდა 120/30-ზე სისტემა ( 120 პროპორციული სიით გასული დეპუტატი, 30 მაჟორიტარი), მალე დაიწყება მმართველი გუნდის სამაჟორიტარო კანდიდატების საზოგადოებისთვის გაცნობა და პოლიტიკური გადაწყვეტილებების დღის სინათლეზე გამოტანა.

2020NEWS”-თვის ექსკლუზიურად გახდა ცნობილი იმ პოლიტიკური კონფიგურაციების შესახებ, რომელსაც როგორც მმართველი გუნდი, ისე ოპოზიცია სამეგრელოს გულში გეგმავს.

როგორც სააგენტოს  „ქართულ ოცნებასთან“ დაახლოებული პირი უყვება, მმართველ პარტიაში ყველაზე დიდი მსჯელობა სწორედ ზუგდიდზე, როგორც ერთ-ერთ საკვანძო სამაჟორიტარო ოლქზე მიმდინარეობს! 

„ოცნებაში“ მიიჩნევენ, რომ ყველაზე რეალური კანდიდატი, რომელსაც ზუგდიდის ურთულესი ოლქში დამაჯერებელი გამარჯვების მოპოვების მაღალი  შანსები და საჭირო  გავლენები აქვს,  მმართველი პარტიის საარჩევნო სიის სავარაუდო პირველი ნომერი – პრემიერი გიორგი გახარიაა. 

ინფორმირებული წყაროების თქმით, რეგიონში გახარიას დასახვედრად ერთგვარი სამზადისი უკვე დაიწყო.  გახარიას, როგორც „ოცნების“ „საოცნებო ლიდერს“, ამომრჩეველთა დიდ ელექტორატს უწინასწარმეტყველებენ. 

სკანდალური პრემიერის  მთავარ „კოზირად“ არა მხოლოდ მის მეგრულ წარმომავლობას, არამედ წინა არჩევნებში, სწორედ ზუგდიდში და თანაც რულოვსის წინააღმდეგ ბრძოლისას შეძენილ-გამობრძმედილ  კავშირებსა და გავლენებს ასახელებენ.

როგორც აღმოჩნდა ოპოზიციაში კერძოდ კი,  „ნაციონალურ მოძრაობაშიც“  ზუგდიდისთვის განსაკუთრებული მზადება მიმდინარეობს. აქ საბრძოლველად პოლიტიკურ რიგნზე, სავარაუდოდ,  უკვე მეორედ ყოფილ პირველ ლედის,  სანდრა რულოვსს გაუშვებენ.

სანდო წყაროს ცნობით,  როგორც თავად „ნაციონალურ მოძრაობაში“ პარტიაში, ასევე მთელს ოპოზიციური ფლანგზე სწორედ ზუგდიდისთვის მებრძოლი  სამაჟორიტარო კანდიდატების სერიოზული დეფიციტია. ჩვენი ინფორმაციით, ზუგდიდზე უარი უკვე თქვა პარტიის თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ  და „ნაცმოძრაობამ“ ამიტომ  დაასახელა ის თბილისში, გლდანის საარჩევნო ოლქში მაჟორიტარობის კანდიდატად. 

დღევანდელი მონაცემებით, ოპოზიციის  სხვა ფლანგების  წარმომადგენლებსაც უჭირს ისეთი კანდიდატების მოძებნა, რომელიც ურთულეს საარჩევნო ქალაქში – ზუგდიდში –  პირველივე ტურში გამარჯვების მოპოვებას კი არა, საქმის მეორე ტურამდე მიყვანას მაინც მოახერხებს..

ოპოზიციაში იციან, რომ არც სანდრა რულოვსია ძლიერი კანდიდატი ზუგდიდისთვის, რადგან მან 2019 წლის ზუგდიდის მერის შუალედურ არჩევნებში საკუთარი ძალები უკვე გამოსცადა, თუმცა მმართველი პარტიის წარმომადგენელთან, გეგა შენგელიასთან სწორედ ახლანდელი პრემიერისა და მაშინდელი შს მინისტრის,  გიორგი გახარიას წყალობით დამარცხდა.

„ის ხალხი წავა სახლში, ზუგდიდელები კი დაქრჩებიან ახალ მერთან“, – ეს განცხადება  ექსპრეზიდენტ სააკაშვილის მეუღლის, სანდრა რულოვსის მისამართით სწორედ პრემიერ გიორგი გახარიას ეკუთვნის.

რულოვსმა კი, მიუხედავად მარცხისა, ივანიშვილის წინააღმდეგ ბრძოლის გაგრძელება მაშინვე დააანონსა.

„კიდევ ერთხელ შევედი ამ ომში, რადგან ბრძოლას აქვს აზრი და მე ახლა ბევრად უფრო ძლიერად ვგრძნობ თავს, რადგან ვხედავ, რომ ქვეყანა ძალიან მალე საერთოდ აღარ იარსებებს ან შეიძლება, რომელიმე დღეს ოლგარქის მიერ გადაეცეს რუსეთს ან გაიყიდოს. როგორც ჩანს, ივანიშვილი არჩევნების გზით არსად მიდის. შევდივარ ბრძოლაში, თუ დღესვე ან ხვალვე იტყვიან, რომ გეგა შენგელია გახდება ზუგდიდის მერი, მაშინ გამოვალ ასეთი ინიციატივით, რომ აქ უკვე ქვეყნის გადარჩენაზეა საუბარი. არჩევნების რწმენა არავის აღარ აქვს, მაშინ სხვა ბრძოლაში აღარ უნდა შევიდეთ. ეს ნიშნავს, რომ მზად ვარ, ივანიშვილის რეჟიმის წინააღმდეგ ავიღო იარაღი ხელში და ეს არის ხალხის ძალა, ამ იარაღს აუცილებლად გავაძლიერებ“

ასეა თუ ისე, ზუგდიდისთვის ბრძოლის სხვა რეალური კანდიდატები ამ ეტაპზე არც მმართველ ძალაში ჩანან და არც ოპოზიციაში. ვისზე შეაჩერებს მისი უდიდებულესობა ქართველი ამომრჩეველი პოლიტიკურ არჩევანს, 4 თვეში გამოჩნდება და გახარია-რულოვსიც  „წიწილებს შემოდგომაზე“ დაითვლიან

  •  
  •  

კომენტარი

  1. ანონიმური

    რულოვსი მაჟორიტარობის კანდიდატი კი არა, ციხეში უნდა იჯდეს მაგრამ, სად ჰყავს ქვეყანას პატრონი?!

    1. ანონიმური

      რისთვის უნდა იჯდეს?

  2. ანონიმური

    სანდრა,წაგიგია და ვერ გაგიგია.

  3. ანონიმური

    Getanxmebit

  4. ანონიმური

    auu tavze daajves gaxarias lekvivit zugfidshi naxvi uqnes

  5. ანონიმური

    ზუგდიდში გახარიას როგორ უნდა მოუგოს სანდრომ თავი მოგვეჭრა ჩემო მეგრელები ვინ არის ეს ბინძური ქალი

  6. ანონიმური

    გიორგი გახარიას ვუსურვებთ გამარჯვებას

  7. ანონიმური

    win gaxaria male mogvelocos

  8. ანონიმური

    გახარია გაიმარჯვებს

  9. ანონიმური

    წარმატებები გიორგის.

  10. გალელი

    სამეგრელო გახარიას გვერდით დადგება. რა თქმა უნდა ა რ ა სანდრას,რა უნდა მას იქ? რატომ უნდა მანდამაინც სამეგრელოში იყაროს სულ კენჭი? საქართველოში ხომ უამრავი რეგიონია? მაგრამ მისი ორი ღერი დაზეპირებული მეგრულით უნდა ვითომ “დააბას” ხალხი.ვერ ეღირსებით მეგრელების შეცდომაში შეყვანას,რადგან მათ ძალიან კარგად ესმით ვინ ვინ არის. გამარჯვება გ ა ხ ა რ ი ა ს სამეგრელოში და მთელს საქართველოშიც.

    1. ანონიმური

      Usindiso moxalatee qartveli eris😡

  11. ნანა

    მე იმ მეგრელს რა ვუთხრა საკუთარ მეგრელს მოთრეულზე რომ გაცვლის.მე მჯერა მეგრელების ერთმანეტის სიყვარულის და ადამიანის შეფასებების.ვინც მოიყვანა იმას აღარ უნდა და რას აპიარებთ ამ ქალს.ახლა მეტყვით ქართველი ბავშვების დედააოოო….

    1. ტარსაიჭ ალვარეს რამირესი :)

      რა სიყვარულია,რა აღმაფრენა.. 🙂 ქსენოფობიამ ერთხელ კინაღამ დაგვღუპა.არადა,არ მოგვდგამს ასეთი რაღაცეები.
      “ვინ მოყვარესა არ ეძებს,იგი თავისა მტერია”.(შოთა რუსთაველი.მეთორმეტე-მეცამეტე საუკუნეები). 🙂

  12. ანონიმური

    Gamarjveba gaxarias

  13. დიანა

    მეგრელები, უჭკვიანესი ქართველი,გულიანი და მშრომელი ხალხი,არასოდეს დაუშვებს ვიღაც გადამთიელი ბუდარიხას პარპაშს მათ მხარეში!

  14. ზუგდიდელებო, არ მოგატყუილოთ ამ გვამებით მოვაჭრემ, .

    ეს ქალი ხომ აგენტია, ჩანერგილი საქართველოში, არ წაგიცდეთ ხელი, არ შემოხაზოთ.

  15. ანონიმური

    პატრონები სამაგიეროდ მიშას,რულოვსს და ნაცებს ყავთ და იმიტომაც ვერ ასამართლებენ საკადრისი სასჯელით.ბოკერიაზე კი ხელშეუხებლობის პირობა აქვთ ჩამორთმეული და რა გინდა რომ ქნა ხელფეხშებორკილმა?!

  16. ანონიმური

    გახარია იციან ყველას მოუგებს და ეხლა სანდრას ტენიან სხვა არ ემეტებათ ..🤣🤣🤣

  17. ანონიმური

    Sulats ar var megreli magram gaxarias gamarjveba dzalian gamaxarebs, warmatebebi giorgi💞💞💞

  18. Tsiala klibadze

    Sulats ar var megreli magram gaxarias gamarjveba dzalian gamaxarebs, warmatebebi giorgi💞💞💞

  19. ელენე

    მეგრელების სახელით რომ ლაპარაკობთ თქვენ მართლა ჩანერგილებო და გამყიდველებო თვალის პაჭუნის გარდა რა მიიღეთ გახარიას ხელში ან კიდევ მაგ წყვიტავს რამეს იმ მაფიოზის გარეშე.ასე როგორ ჩლუნგდებით.
    გაღარიბებულა თურმე გახარია იქნებ მართლა ამ აგენტს პუტინის წყენის გამო ახალგაზრდებს თვალები რომ დათხარა და თანამდებობა უბოძეს ფული აუკრიბეთ იქნებ კიდევ ერთი სახლი შეიძინოს რუსეთში. ასეთი ანგარებიანი და ქვეყნის მტრები როგორ ხართ.

  20. Galeli nagdi..

    Galeli .. ty am tavrobam moigo kidev kargia xo vava tqvan coda… am saxelit me vcerdi da boti gamiketet xo.. magram icit ra… oshkurinuandani xalxis mara vashkur ukve mitins… saakashvili xolo teshdu mara elayvapalans ukrainas. Xalxi ty gamovida dagencrat qocebs… sxvatashoris naci ar var…. cinaswar icodet… galareb vekurs tqvan narekasha mitin….

  21. ანონიმური

    სანდრა საქართველოს და ქართველებს მხოლოდ ძალადობით და აგრესიით გვემუქრება <3 ბრძენ ქართველებს არჩევანის გაკეთება შეგვიძლია და ამას ოქტომბერში გადაწყვეტს ქართველი ერი და ბერი <3 ეს შეკითხვა ქართველების შეურაცხყოფად მიმაჩნია <3 ასე
    დაილია ქართველი საქართველოში რომ <3 გახარია საუკეთესო პატრიოტი ქართველია <3 წატმატებები მას <3 <3 <3

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.