ზესტაფონელი ბიჭი, რომელიც თბილისში ქუჩაში დარჩა და შიმშილობდა – “ქართველებზე აუგი არ დაგცდეთ”

იტალიაში მცხოვრები ემიგრანტი, ლანა ტუღუში აქვეყნებს სქრინებს და წერს:

“გაჭირვება მანახე და გაქცევას განახებო ხომ? ჩავასწორებდი სიამაყით – გაჭირვება მანახე და ქართველების ერთად დგომას განახებ!
ახლა გული ყელში მაქვს მობჯენილი და ცრემლების შეკავების სურვილიც არ მაქვს!
რა ხანია ასეთი განცდა არ მქონიააა!
მიყვარხართ ქართველებოოო!
დალოცვილებო, გასამრავლებლებო, გასახარებლებო, სასწაულებოოო!


არ გაბედოთ და ქართველზე აუგი არ დაგცდეთ , ნაღდი ქართველი გვარით კი არა სულით ქართველობს!
ღმერთო გმადლობ, რომ ასეთები უხვად გვყავს!
რა მოხდა?
რას ქვია რა მოხდა?!
ასე ერთად შეკრული, ერთიანად დამუხტული, მონდომებული და მოწადინებული მთელი გუნდი კი არა 5 კაცი არ მინახავს!
ბიჭმა პოსტი დადო, თბილისში ჩავრჩი, მანქანაში ვცხოვრობ 1 კვირაა არც საჭმელი მაქვს უკვე, ვეღარც მივდივარ ეგებ ვინმემ მიშველოთო, იქ ამბავი დატრიალდააა, იქ კომენტარებიაა?! მზე ბრდღვიალებს მზეეეე!
ერთმა არაფერი მაქვს, მაგრამ ცოტა საჭმელს მაინც მოგიტანო, მეორემ მეც შეგეშველებიო, მესამე ღამის გასათევზე დაფაცურდა, მეოთხემ საწვავში შეგეხიდებით თუ ვინმე წაიყვანთო, მეხუთემ – მოვედი ბიჭო უკვე აგერ ვარო!
ჰოდა, მე ვზივარ ახლა რომში, აივანზე და სიხარულისგან ვერ ვბღავი მაგრამ გულიანად ვტირი – თქვენი ჭირიმე ქართველებოოოო!
თქვენი მომრევი დედამიწაზე არ დადის!
ჩემო ოქროსგულება ქართველებოოო!”

  •  
  •  

კომენტარი

  1. ანონიმური

    ❤❤❤qartvelebo

  2. ჯუდე

    თქვენს გულებს და თანადგომას ვენაცვალე ჩემო ქართველებო! მეც რომ გამეგო ყველანაირად გვერდით დავუდგებოდი! გაიხარეთ ვინც დახმარების ხელი გაუწოდა! მეიმედებით და მეამაყებით

  3. ანონიმური

    გაიხარეთ რომ გამახარეთ

    1. ანონიმური

      კ ბ

  4. რამაზი

    მე ბათუმში ვარ მითხარით ანგარიში და 50ლარს ჩაურიცხავ

  5. ანონიმური

    გაიხარეთ გულიანო ქართველებო❤❤❤

  6. ანონიმური

    Gmertma dagvilocos samshoblo da misi shvilebi.miyvarxart

  7. ანონიმური

    გაიხარეთ ქართველებო.აბა როგორ უნდა დავეხმაროთ ერთმანეთს.თქვენ გაიხარეთ.აბა ეს თავრობა ვის დახმარებია.საზიზღრები.თურქეთმა მაკარონი აჩუქა დაურიგეთო ხალხს და მაგენმა მარკეტებს დაურიგეს გასაყიდად 17 ლარში.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.