ზელენსკი შესაძლოა კარანტინის რეჟიმის დარღვევისთვის დააჯარიმონ

უკრაინის შს მინისტრის მოადგილემ ანტონ გერაშენკომ განაცხადა, რომ პრეზიდენტი ზელენსკი, რომელმაც ხმელნიცკის ერთერთ კაფეში კარანტინის რეჟიმი დაარღვია, შესაძლო 17 ათასი უკრაინული გრივნით დაჯარიმდეს. მისი თქმით, ამჟამად პოლიცია საქმის დეტალებს ირკვევს.

3 ივნისს, ხმელნიცკში, ზელენსკიმ, რამდენიმე მაღალჩინოსანთან ერთად, რომელთა შორისაც უკრაინის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე, მთავარი სანიტარული ექიმი, ვიქტორ ლიაჟკოც იყო, ერთერთ კაფეში ყავა დალია. უკრაინაში მოქმედი კარანტინის წესების თანახმად 5 ივნისამდე უკრაინულ კაფეებს სტუმრების მომსახურება დახურულ სივრცეში ეკრძალებათ.

რაც შეეხება თავად ზელენსკის, მან განაცხადა, რომ თუ შესაბამისი ორგანოები მასზე ჯარიმას გამოწერენ, იგი მზადაა ეს თანხა მომავალი ხელფასიდან გადაიხადოს. რაც შეეხება ვიქტორ ლიაშკოს, მან განაცხადა, რომ ეს არ იყო კარეანტინის რეჟიმის დარღვევა, რადგან პრეზიდენტი და თანმხლები პირები კაფეს მეპატრონის მიპატიჟებით შენობაში იმ მიზნით შევიდნენ, რომ შეემოწმებინათ, რამდენად მზად იყო ის 5 ივნისს სანიტარული პირობების სრული დაცვით მომსახურების გახსნისთვის.

  •  
  •  

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.