“ზარალას” და ივანიშვილს საერთო ინტერესები აქვთ – “რივიერა” მათი სოლიდური პროექტია”

სამოქალაქო აქტივისტი ირაკლ ჯანყარაშვილი, სოციალურ ქსელში, წერს:

“თამარ თორაძემ, ბიზნესმენი გიორგი რამიშვილის იგივე ”ზარალას” დაკავება მოითხოვა, როგორც აცხადებს მას ურეკავენ და ემუქრებიან, რომ ზარალასთვის 100 ათასი არაფერია და ის ნებისმიერ დროს მოიცილებს მას. თამარ თორაძე მოუწოდებს პროკურატურას და შინაგან საქმეთა სამინისტროს დააკავოს გიორგი რამიშვილი, მისი თქმით გიორგი რამიშვილიც ერთ – ერთი მკვლელია რურუასთან ერთად.

ამბობენ ფული ჯოჯოხეთს ანათებსო და იმედი მაქვს ეს ხელისუფლებაზე ზეგავლენას არ მოახდენს და გიორგი რამიშვილს იქამდე დააკავებენ სანამ ქვეყნის დატოვებას შეძლებს.

აქვე მსურს მივმართო არასამთავრობო სექტორს და განსაკუთრებით იმ ორგანიზაციებს,რომლებიც ბათუმში გიორგი რამიშვილის პროექტებს აპროტესტებს, გამოთქვით ადამიანური სოლიდარობა მაინც და ერთი განცხადებაა გააკეთეთ.

გიორგი რამიშვილი ბიძინა ივანიშვილთან ერთად ახორციელებს ბათუმში რივიერა ბათუმის პროექტს, ეს ივანიშვილის და რამიშვილის ყველაზე სოლიდური პროექტია, რომელშიც მათ აქვთ საერთო ფინანსური ინტერესები.”

ირაკლი ჯანყარაშვილი
  •  
  •  

კომენტარი

  1. წერე და იკითხეთ

    ფეხებს ვერავინ მოსჭამს ზარალას, ტემ ბოლეე ბიძო კრიშავს!

    1. ანონიმური

      მართალია,მეგობრები არიან

      1. Sharika

        Bavshvobidan erti sadzmakaco qondat – ara ? ))

  2. ანონიმური

    ბიძოს მძიმე გამოცდები აქვს ახლა ჩასაბარებელი. უნდა გადაწყვიტოს ვისთან ურჩევია დადგომა – მკვლელებთან, მაფიოზებთან, ქვეყნის დამაქცევარებთან, თუ სამართლიანობას, ქართულ სახელმწიფოებრივობას მოწყურებულ ქართველ ერთან. ისიც უნდა ახსოვდეს რომ , მას საქართველოსთვის ისეთი ძნელბედობის ჟამს უწევს საქართველოზე გავლენითი მმართველობა რომ უპირობოდ ჩაიწერება საქართველოს ისტორიის ფუცლებზე, და ეს არჩევანი უნდა გააკეთოს თუ როგორ შევა – ცუდით, თუ კარგით. ქველმოქმედება უპირველესად ქართულ სახელმწიფოებრივობას სჭირდება. აბაა! ბიძო! არ გვიღალატო. ისტორია ყველას არ აძლევს შანსს, და შენ ეს შანსი გიბოძა ღმერთმა.

  3. ანონიმური

    ბიძინას რაში ჭირდება ზარალას შეხიდება, ფული არა აქვს თუ რა

  4. ანონიმური

    საიდან მოგაქვთ მსგავსი სისუსლელეები

  5. ანონიმური

    სრული აბსურდი , ცოტა დამაჯერებელი რამე მოიფიქრეთ ხოლმე ალია

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.