ზამთრის ხილი – რომელი უნდა მიირთვათ სიფრთხილით

ზამთარში ადამიანის ორგანიზმს იმუნიტეტის ასამაღლებლად მეტი ვიტამინები სჭირდება. ამიტომ ექიმები ჩვეულებრივ რაც შეიძლება მეტი ხილის ჭამას გვირჩევენ.

მოგითხრობთ, ზამთრის პერიოდში ხელმისაწვდომი ხილიდან, რომელს აქვთ ყველაზე სასარგებლო თვისებები.

ფორთოხალი

ფორთოხალს მრავალრიცხოვან სასარგებლო თვისებებს მიაწერენ, ძირითადად  С ვიტამინის შემცველობის გამო. გარდა ამისა, ის В ჯგუფის ვიტამინებს შეიცავს,  ასევე მინერალებს: ასევე კალიუმს, კალციუმს, მაგნიუმს და ფოსფორს.

სასარგებლოა საჭმლის მომნელებელი სისტემისთვის, სისხლძარღვთა და ნერვული სისტემისთვის.

ბავშვებისთვის ფორთოხლის წვენის მიცემა შეიძლება, მაგრამ სიფრთხილით: პირველ რიგში მას შეუძლია ალერგიული რეაქციების გამოწვევა და ასევე გასტრიტის პროვოცირება.

რაც შეეხება მომავალ დედებს, გონივრული რაოდენობის (3-4 ცალი კვირაში) ფორთოხლის ჭამა ნაწლავის პერისტალტიკას აუმჯობესებს, რაც შეკრულობის კარგი პროფილაქტიკაა. 

ბროწეული

ბროწეული შეიცავს С, В, РР ვიტამინებსდა ასევე კალიუმს, მაგნიუმს, რკინას, ფოსფორს, იოდს და სხვა. მომავალი დედებისთვის სასარგებლოა ბროწეულის წვენის სმა, მას ჰემოგლობინის დონის მნიშვნელოვნად გაზრდა შეუძლია.

ბროწეული მადას აუმჯობესებს, ღრძილებს აძლიერებს და ნერვული სისტემის მატონიზირებელია.

ამ ხილის ბავშვისთვის მიცემას 2-3 წლამდე ნუ იჩქარებთ და ბავშვს ჩაის კოვზით წყალში გახსნილი მიეცით.

თუ ბავშვს ალერგიული რეაქცია არ ექნება, მაშინ შეგიძლიათ ნაყოფის რამდენიმე მარცვალიც შესთავაზოთ.

გახსოვდეთ, ბროწეულს შემკვრელი თვისებები აქვს, ამიტომ ყაბზობის დროს რეკომენდირებული არ არის. 

გრეიპფრუტი

გრეიპფრუტი მდიდარია В, С, А და Е ჯგუფის ვიტამინებით, ის შეიცავს კალიუმს და კალციუმს. ორსულებისთვის ეს ხილი სასარგებლოა. იგი კუჭის შეკრულობისგან ათავისუფლებს, ღრძილებიდან სისხლდენის პროფილაქტიკას ემსახურება, სისხლძარღვებს აძლიერებს და ასევე  გუნება-განწყობას აუმჯობესებს.

რაც შეეხება ბავშვებს, მათ როგორც წესი ეს ხილი მისი მომწარო გემოს გამო არ უყვართ  და სხვა უფრო ტკბილ ციტრუსებს ანიჭებენ უპირატესობას.

კივი

ყველაზე მეტად კივს მასში С ვიტამინის შემცველობის გამო აფასებენ, მაგრამ იგი ასევე მდიდარია В ჯგუფის ვიტამინებით, ასევე კალიუმით, კალციუმით, მაგნიუმითა და ფოსფორით.

ორსული ქალებისთვის კივის მოხმარება ხსნის შეკრულობას, ასტიმულირებს ნაწლავთა პერისტალტიკას.

ბავშვის რაციონში კივის ჩასმა სამი წლიდან შეიძლება, რადგან ეს ხილი ალერგიისკენ მიდრეკილი ადამიანებისთვის სერიოზულ საფრთხეს წარმოადგენს.

სამი წლიდან შეიძლება ნახევარი ხილის მიცემა, ხუთი წლის შემდეგ კი მთლიანის, ესეც იმ შემთხვევაში თუ ბავშვს მანამდე ალერგიული რეაქცია არ ჰქონია.

კვირაში ბავშვს არაუმეტეს 1-2 ნაყოფის ჭამა შეუძლია.

მანდარინი

მანდარინი შეიცავს В, А, К და С ჯგუფის ვიტამინებს და ასევე კალიუმს, კალციუმს, მაგნიუმს, ნატრიუმს და ფოსფორს. 

იგი აძლიერებს საჭმლის მომნელებელ პროცესებს, აუმჯობესებს მადას, მისი რეგულარული მოხმარების დროს ძნელია მომატება, თუ რა თქმა უნდა, მას ნამცხვრებს თუ არ მივაყოლებთ.

ორსულებისთვის რაციონში მანდარინის ჩართვას შეუძლია შეკრულობასთან გამკლავება, ბავშვებში კი ნაყოფის რაოდენობა უნდა შევზღუდოთ – ის ხშირად იწვევს ალერგიულ რეაქციებს. 

  •  
  •  

6 Comments

  1. berkey

    Hi! This is my 1st comment here so I just wanted to give a quick shout out and say I really enjoy reading your posts. Can you recommend any other blogs/websites/forums that deal with the same subjects? Thanks a lot!|

  2. imitation tag heuer grand carrera calibre rs 17

    896707 209678I take great pleasure in reading articles with quality content. This post is one such writing that I can appreciate. Maintain up the very good work. 688896

  3. Functional testing services

    383007 843360It is onerous to search out knowledgeable individuals on this topic, nonetheless you sound like you already know what you are talking about! Thanks 397171

  4. feed

    Hello, I read your new stuff regularly. Your humoristic style is awesome, keep doing what you’re doing!|

  5. feed

    Hello colleagues, how is everything, and what you wish for to say regarding this piece of writing, in my view its genuinely awesome in favor of me.|

  6. thefeed

    Hello there! I know this is kind of off topic but I was wondering if you knew where I could find a captcha plugin for my comment form? I’m using the same blog platform as yours and I’m having trouble finding one? Thanks a lot!|

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.