“ვულოცავ გახარიას, თალაკვაძეს – თქვენ გვერდით ვდგავარ”

 ამერიკელი კონგრესმენი ადამ კინზინგერი​ საქართველოში საკონსტიტუციო ცვლილებების პირველი მოსმენით მხარდაჭერას „ტვიტერში“ ეხმაურება:

„ვულოცავ საქართველოს! ეს გრძელი გზა იყო, თუმცა ამად ღირდა! პრემიერ-მინისტრ გახარიას, პარლამენტის სპიკერ თალაკვაძეს, ოპოზიციის ლიდერებს და საქართველოს მოქალაქეებს! თქვენს გვერდით ვდგავარ!“

შეგახსენებთ, 136 ხმით ხუთის წინააღმდეგ პარლამენტმა საარჩევნო სისტემის შეცვლის მიზნით მომზადებული საკონსტიტუციო ცვლილებები პირველი მოსმენით მიიღო. კანონპროექტს მხარი დაუჭირეს ოპოზიციურმა ფრაქციებმა, გარდა „ნაციონალური მოძრაობისა“.

2020ნიუსი

  •  
  •  

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.