“ვიწვევ კახა ბექაურს გადაცემაში, ყველამ ნახოს, როგორ აიხია სახე”

ტელეკომპანია “კავკასიას” დირექტორი, ნინო ჯანგირაშვილი, სოციალურ ქსელში, წერს:

“კომუნიკაციების კომისია პირდაპირ დეზინფორმაციას, ყალბ ამბავს, ფეიქ ნიუსს ავრცელებს რამდენიმე მაუწყებელთან დაკავშირებით. რა თქმა უნდა, ამ განცხადებას მოჰყვება პირადად ჩემი რეაგირება, მათ შორის სამართლებრივი, თუმცა აი ახლავე, დღესვე, ვიწვევ კომისიის თავმჯდომარეს, კახა ბექაურს ხვალისთვის ჩემს გადაცემაში.

პირობას ვაძლევ, მის სხვა საქმეებს საერთოდ არ ვახსენებ, მხოლოდ ამ განცხადებას გავყვეთ სიტყვასიტყვით და ყველა სიტყვაზე აგოს პასუხი და დაამტკიცოს. არცერთი სიტყვა სხვა არცერთ ქეისზე, მხოლოდ ეს განცხადება გავარჩიოთ, რომ ყველამ ნახოს პირდაპირ ეთერში როგორ აიხია სახე.

P.S. პირობას ვდებ, ეთერში ვიქნები უკიდურესად კორექტული და არცერთ სიტყვას და გამოთქმას, რასაც მასთან დაკავშირებით ტრადიციულად ვიყენებ ხოლმე, არ გამოვიყენებ.”

შეგახსენებთ, დღეს კომუნიკაციების კომისიამ გააკეთა განცხადება: “მაუწყებლები, რომლებიც მე-7 წელია საზოგადოებას საკუთარი დაფინანსების წყაროებს უმალავენ, გამჭვირვალობისკენ „ფეისბუქს“ მოუწოდებენ”

  •  
  •  

კომენტარი

  1. ანონიმური

    რაში იღებს ამხელა ხელფასს ბიუჯეტიდან ეს ვაჟკაცი?იმაში ალბათ რომ იმედის თემები გააპრა ის და დანარჩენს ძირი გამოუთხაროს

    1. ანონიმური

      გაგიჟდები, რაა! გადაჭამეს ქვეყანა! მისი ცოლი კიდევ ცალკე!

  2. ანონიმური

    ჯანგირავ ისევ აკაკანდი? ყიყლიყო სადაა შენი ქმარი?

  3. ანონიმური

    ბოღმა დაგახრჩობს შე უბედურო,ვაი ჟურნალისტო ქალო!

  4. ანონიმური

    სახე ახეული შნეთვითნ ხარ

  5. ანონიმური

    რაც ქმარი ის ცოლი მოკლედ რა

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.