“ვიღაცამ კარები გახსნა და ვირუსი გადმოგვაფრქვია” – ანსამბლის 26 წევრი ინფიცირებულია

რუსთავში, ახალგაზრდა მომღერალთა გუნდის „თუთარჩელას“ ხელმძღვანელი და გუნდის 26 წევრი კორონავირუსითაა ინფიცირებული. ამის შესახებ ინფორმაციას საინფორმაციო სააგენტო „ინფო რუსთავი“ აქვეყნებს.

„სტაბილიურად ვგრძნობ თავს, ოჯახის პირობებში მიწევს მკურნალობა ჯერჯერობით. სიმპტომებიდან გამომდინარე, რამე გართულებები არ მაქვს და ამიტომ სახლში დამტოვეს ჯერჯერობით. თითქოს ვიღაცამ კარები გახსნა და ვირუსი ერთიანად გადმოგვაფრქვია. ყველა ერთნაირი სიმოპტომით როგორ შეიძლება ვიყოთ. მე რომ არ მეთქვა ბავშვებისთვის სიცხე გაისინჯეთთქო, არ ისინჯავდნენ, არაფერი არ გვაწუხებს მასწავლებელოო. უმეტესობა იწერება რომ ძალიან კარგადაა, მაგრამ ვამჩნევ რომ ეს ვირუსი თანდათან, 4-5 დღეში უფრო იკრებს ძალებს. ნამდვილად ავად ვართ, ეს არ არის ტყუილი“

  •  
  •  

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.