პროკურატურის სკანდალური განცხადება საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის შესახებ

მაშინ როცა აზერბაიჯანისა და სომხეთს ომი აქვთ გაჩაღებული, საქართველოში კი, ხან ეთნიკურად სომეხი მოქალაქეები მართავენ აქციებს და ხან აზერბაიჯანელები, ექსპერტები კი სიმშვიდის შენარჩუნებისკენ მოგვიწოდებენ, პროკურატურა, რომელიც უკვე თვეებია და წლებია დავით გარეჯზე დუმილს ინარჩუნებს – უცებ სკანდალურ განცხადებას აკეთებს და ამბობს, რომ დელიმიტაციისა და დემარკაციის სამთავრობო კომისიამ საქართველო აზერბაიჯანის საზღვარი ქვეყნისთვის საზიანოდ შეათანხმა.

ცხადია, დემარკაციის კომისია საზღვარს თავისი სურვილი არ გადმოწევდა, ცხადია, გამოძიება თუ გაგრძელდება, აუცილებლად გამოჩნდება საზღვრის მონაკვეთების რუკის გაყალბების საქმეში აზრებაიჯანის მთავრობაც – შესაბამისად, პროკურატურა ომის დროს, საკმაოდ სკანდალურ განცხადებას ავრცელებს.

საქართველოს გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, ამა წლის 17 აგვისტოდან იძიებს საქართველოს სახელმწიფო საზღვრების დელიმიტაციისა და დემარკაციის სამთავრობო კომისიის საქმიანობას და საქმე აღძრულია 308-ე მუხლის პირველი ნაწილით:

308-ე მუხლიდ პირველი ნაწილი – საქართველოს საწინააღმდეგო მოქმედება, მიმართული უცხო ქვეყნისათვის საქართველოს მთელი ტერიტორიის ან მისი ნაწილის გადაცემისაკენ ანდა საქართველოს ტერიტორიიდან მისი ნაწილის გამოყოფისაკენ, ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ათიდან თხუთმეტ წლამდე.

საქართველოს პროკურატურის განცხადებით, გამოძიების დაწყებას საფუძვლად დაედო 2020 წლის 17 აგვისტოს, საქართველოს თავდაცვის სამინისტროდან მიღებული წერილობითი ინფორმაცია, რომელიც შეეხებოდა საქართველოს სახელმწიფო საზღვრების დელიმიტაციისა და დემარკაციის სამთავრობო კომისიის საქმიანობას.

თავდაცვის სამინისტროდან მიღებული ინფორმაციით, კომისიის მიერ საქართველო-აზერბაიჯანის სახელმწიფო საზღვრის გარკვეული მონაკვეთები არამართლზომიერად, ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული ინტერესების საზიანოდ შეთანხმდა.

მოცემული ეტაპისთვის გამოძიება, სხვა საკითხებთან ერთად, სწავლობს საქართველო-აზერბაიჯანის სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციის პროცესში მონაწილე საქართველოს სამთავრობო კომისიის ცალკეული ექსპერტების ქმედებების კანონიერებას.

საგამოძიებო უწყების მიერ მიმდინარე წლის 9 სექტემბერს, ს.ს.ი.პ. ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში დაინიშნა კარტოგრაფიული ექსპერტიზა, რომელშიც მოქმედ ექსპერტებთან ერთად ჩართული არიან აკადემიური სფეროს წარმომადგენელი მეცნიერები და გეოდეზიისა და კარტოგრაფიის დარგის წამყვანი სპეციალისტები.

სისხლის სამართლის საქმეზე გამოიკითხა ათეულობით პირი.

საქართველო-აზერბაიჯანის სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციისა და დემარკაციის სახელმწიფო კომისიის შექმნის შესახებ ბრძანებულება მიხეილ სააკაშვილის ხელმოწერით, 2006 წლის 17 მარტს გამოიცა. “ალია” შეგახსენებთ კომისიის წევრების სახელებს

გიორგი მანჯგალაძე – საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, კომისიის თავმჯდომარე

ვახტანგ დათუნაშვილი – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის ოპერაციების დაგეგმარებისა და სასაზღვრო-სამიგრაციო კონტროლის განყოფილების უფროსი, ვიცე-პოლკოვნიკი

ნატალია ილიჩოვა – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის ოპერაციების დაგეგმარებისა და სასაზღვრო-სამიგრაციო კონტროლის განყოფილების უფროსი ოფიცერი

ვალერიან იმნაიშვილი – საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის ადმინისტრაციის მთავარი მრჩეველი

ირაკლი ლეჟავა – საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს გეოდეზიისა და კარტოგრაფიის სამსახურის უფროსი

ივერი მელაშვილი – საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ადმინისტრაციული დეპარტამენტის რეფერენტი, ექსპერტთა ჯგუფის ხელმძღვანელი

ზურაბ ტატიშვილი – საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გენერალური შტაბის ტოპოგრაფიული სამმართველოს უფროსი, პოლკოვნიკი

რუსუდან ტუშური  – საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საერთაშორისო-სამართლებრივი ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი

ლევან წურწუმია – საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო-სამართლებრივი დეპარტამენტის მრჩეველი, კომისიის მდივანი

ლევან ჯღარკავა – საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბჟო კონტროლის ორგანიზაციის სამმართველოს უფროსი.

“ალია” აქვე გეტყვით იმასაც, რომ ბრძანებულება, რომლის მიხედვითაც კომისია შეიქმნა და კომისიის წევრები დამტკიცდა – 2017 წელს ძალადაკარგულად იქნა ცნობილი.

რომელ კომისიას და რომელი კომისიის წევრებს გულისხმობს პროკურატურა და იმ შემთხვევაში, თუ გულისხმობს 2006 წლის კომისიას – სად იყო აქამდე, ამ კითხვებზე პასუხი უცნობია.

რა მოჰყვება ამ განცხადებას, დავიბრუნებთ ჩვენ კუთვნილ ტერიტორიას მოლაპარაკებების გზით, თუ დავიჭერთ კომისიის წევრებს და ვიტყვით, რომ ყველაფერი მათი ბრალია – ამას მომავალი გვიჩვენებს.

  •  
  •  

11 Comments

  1. ანონიმური

    ამას ჰქვია ორღობემონგრეული ქვეყანა, სხვა არაფერი.

  2. ანონიმური

    მოგიტყანთ აზროვნება და მთავრობა

  3. ანონიმური

    სად გვყავს მთავრობა, უპატრონო ქვეყანა ვართ.

  4. ანონიმური

    არ გიშველით ეს ჭორაობა თქვე სირებო

  5. ანონიმური

    მოგიტყანთ პროკურატურა და ქვეყანა.ერთმანეთს ვერ გაასწრებთ თქვე ყლეებო.მოსატყნავი და ჩასარეცხი კიდევ რამდენი ყოფილა

  6. garika

    vis aginebdt elli icis ramagra tknsmen chemcols kmakopilia dzaan elli

    1. ანონიმური

      ai ro vidzaxdi dedamotknul mishas momxreebs mabralebfit mogcont garikas posti

  7. natia

    ocneba chveni gmertis masze vloculop mtelidge

    1. ანონიმური

      tu guli gtxovos iloce nati iloce

  8. ბატონო

    44 მიეცით ხმა და აღადგენს საქართველოს ტერიტორიულ სამართლიანობას. სხვები ვერ შეძლებენ ამას

    1. ანონიმური

      kibatono

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.