ვის და რატომ მოუხადა ბოდიში ამირან გამყრელიძემ?!

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა დაგვიანებული ტესტირების პასუხის გამო:

„აგვისტოს თვის მერე ტესტირების რაოდენობის დინამიკა არის მზარდი, შეიძლება ერთ დღეს ყოფილიო 6 ათასი, რაზეც ატყდა ერთი ამბავი ვაი-ვიში, მაგრამ იყო შემდეგი დღეები როცა გვქონდა 12 და 14 ათასი ტესტი.

აქ დამალული არაფერია, არის ზრდის დინამიკა, თუმცა, საკმაოდ დატვირთულია ეს ლაბორატორიები, ამიტომაც იცით, რომ აჭარაში იყო დაგვიანებული, ამას ვაღიარებთ და მე ბოდიშიც მოვუხადე იმ ადამიანებს, ვინც დაგვიანებით მიიღეს დადებითი პასუხი.

ყველა ადამიანს, ვისაც ვუღებთ ტესტს, განსაკუთრებით კონტაქტებს ვაფრთხილებთ, რომ ტესტს რომ აიღებს, სასურველია სანამ პასუხს გაიგებს, იყოს თვითიზოლირებული“

შეგახსენებთ, რომ აჭარაში კარანტინში მყოფი ადამიანები აცხადებდნენ, რომ კოვიდტესტების პასუხებს რამდენიმე დღე ელოდებოდნენ და ზოგი კი იმასაც აცხადებს, რომ ტესტის ასაღებად ჩაეწერა, თუმცა, რიგის გამო, აღარ აიღო ტესტი და წავიდა. მეორე დღეს კი დაურეკეს და დადებითი პასუხი უთხრეს.

  •  
  •  

2 Comments

  1. ანონიმური

    არაფრისგან არ ვართ დაზღვეულები ეგ არაფერია

  2. ანონიმური

    არაფერია ამაშ საგანგაშო ჩემია ზრით

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.