ვის გადაუვადებენ სესხს? – “ვისაუბრეთ ბანკებთან…” – გიორგი გახარია

სავაჭრო სფეროში დასაქმებულებს სახელმწიფო სესხის გადავადებაში დაეხმარება, – ამის შესახებ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ განაცხადა.

„საუბარი არის არა სესხების სუბსიდირებაზე, არამედ გადავადებაზე. ამაზე ვისაუბრეთ ბანკებთან, გვაქვს კომუნიკაციის კარგი არხები როგორც მცირე ბიზნესთან, ასევე ინდმეწარმეებთან. ყველაფერს ავამუშავებთ, რათა კონკრეტულად ამ სფეროში ადამიანებს არანაირი პრობლემა არ ჰქონდეთ. რაც შეეხება ეკონომიკურ ვარდნას, რა თქმა უნდა, ამ შეზღუდვებს გარკვეული ეკონომიკური ფასი ექნება, მაგრამ მერწმუნეთ, რომ ამ შეზღუდვების არშემოღებას და ინფიცირებულთა რიცხვის უკონტროლო ზრდას უფრო დიდი ეკონომიკური ფასი ექნება. ჩვენი გათვლებით, ამ შეზღუდვების ფასი იქნება 0,7-0,8% უკვე არსებულ ეკონომიკურ მაჩვენებლებთან“, – განაცხადა გახარიამ.

  •  
  •  

3 Comments

  1. ანონიმური

    მისასალმებელია ეს გადაწყვეტილება ნამდვილად

  2. ანონიმური

    გენდობით და გვეიმედებით ყველას ძალიან

  3. ანონიმური

    ბატონო გიორგი მე რაგავაკეთო როდესაც 280 მაქვს სოც თანხა და 250 კრისტალში ვიხდი. მრჩება 30 ლარი.რომ არგადავიხადო ჩემს თავდებს ბინას დაუკადაგებენ.ოქნებ ვინმემ დამეხმაროთ გთხოვთ დავრჩით უმუშევრები 2 შვილს რა ვაჭამო თუ ღმერთი გწამთ რამეთი დამეხმარეთ.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.