ვინ არის ქალი, ვისზეც ბაჩალიაშვილი ეჭვიანობდა? – “ცხოვრება ძალიან ლამაზია, ძალიან მშვენიერი”

დღეს გენერალური პროკურატურაში ჟურნალისტებს დახურულ კარს მიღმა მოგვასმენინეს თამარ ბაჩალიაშვილის ვიდეო და აუდიო ჩანაწერები. ჩანაწერები ბეჭდური და ონლაინ გამოცემების თხოვნით აჩვენეს. ერთ-ერთ ჩანაწერში თამარი ყვება:

“ახლა იმ ვიდეოს იმ ვწერ, რომ მოვაგვარო ეს ამბავი, ნორმალურად უნდა გააგრძელო ცხოვრება, როგორც ცხოვრობენ ნორმალური ადამიანები. დაჯდები და გაიზრებ ყველაფერს, კარგად დაიმახსოვრებ, ყოველ დღე მოუსმენ თუ საჭიროა და ზეპირად ისწავლი.

დღეს რატომ მომეშალა ნერვები…

უნდა წავსულიყავით და ამ დროს მოდის ნინიც და ნინი მოდის როგორ? როგორც დედოფალი… ნინი მოდის ძალიან ამაყად, ჯდება მაგიდის თავში, ნიკა ეკითხება, შენ რას მიირთმევ ნინი, რა გესიამოვნება, რამეს შეჭამ? – ნინი, ნინი, ნინი…

რატომ მოგეშალა ნერვები? რომც ქონდეთ ნინის და ნიკას ურთიერთობა ეს რას ცვლის? ვერასოდეს იქნებიან ბედნიერები, იმიტომ რომ ხომ იცი როგორია, არა? არასოდეს ექნებათ ნორმალური ოჯახი, არც მშობლები იქნებიან ბედნიერნი. ერთი გოგოა, რომელიც ეწევა უამრავს, სიგარეტის სუნი ასდის და საერთოდ არ არის ლამაზი.

შეგე@ით @ლიად, შეგე@ით…

დავუშვათ რომ ამას აკეთებს შენ გასაბრაზებლად, თუნდაც ერთად იყვნენ, მერე რა? მესმის რომ ძალიან ბევრი ოცნება გქონდა და დიდი იმედები გაიჩინე, ეს იყო შენი შეცდომა. ეს ყველაფერი უნდა დაასრულო.

შენ ისწავლი, იშრომებ ბევრს, ბევრ სიკეთეს გააკეთებ და აუცილებლად იქნები წარმატებული. არ შეეჯიბრო სხვა ადამიანებს, შენ უნდა შეეჯიბრო მხოლოდ შენ თავს და შენ უნდა იყოს შენ თავზე უკეთესი.

არ დაუშვა, არ მოიშალო ნერვები, გემუდარები, ნუ აყვები მაგას. შენ რაც შეგეძლო მიგეცა ნიკასთვის და როგორც შეგეძლო გაგებენიერებია… ნუ იქნება რა პრობლემაა, შენ ხომ იცი რომ შეგიძლია ცხოვრების გაგრძელება, მეშინია მარტო დარჩენის. 22 წლის ასაკში არ მყავს ისეთი ადამიანი, მაგრამ ეს არ ნიშნავს რომ მთელი ცხოვრება ასეთი ვიქნები, ცხოვრება ძალიან ლამაზია, ძალიან მშვენიერი და ბევრი სიუპრიზი შეილება შეგხვდეს.”

პროკურატურის განცხადებით, თამარ ბაჩალიაშვილის დედას არ მოუთხოვია ფაილების ავთენტურობის დადგენა. ამ ვიდეოს ჩაწერის თარიღი ჩვენთვის ამ ეტაპზე უცნობია, თუმცა, დაგვპირდნენ, რომ ამ მონაცემსაც მოგვაწვდიან.

ალია

  •  
  •  

8 Comments

  1. ანონიმური

    moklulia visac prokuraturis versus jera kokispiruli kleebixart tqveni qoci dedamovtkan tbiliselis da natias am ori sameba tanadobit

  2. ანონიმური

    თავის მოკვლა რომ ჰქონოდა გადაწყვეტილი, ამდენ ვიდეოს და ბჭობას არ მოაყოლებდა. წინასწარ ჰქონდათ თამარის დღიურები შესწავლილი და უნდათ თავიანთი ვერსიისთვის გამოიყენონ.

    1. ანონიმური

      რა თყქმა უნდა, როცა მოკვლაზე იყვნენ ორიენტირებული ეს ვიდეოები ხელს აძლევდათ. არადა ამდაგვარი, შეიძლება უარესიც. ინტიმური ფიქრების ყველას აქვს განურჩევლად. უბრალოდ არ წერენ და შემდეგ იშლება მეხსიერებიდან.

  3. ანონიმური

    დღიურები და აბდაუბდა კი არა, დროზე დაიჭირეთ მკვლელები, რომლებიც კარგად იცით ვინც არიან და საგულდაგულოთ მალავთ

    1. ანონიმური

      ამათ გონიათ რომ საზოგადოება შტერები ვართ.

  4. hm

    es gogo rom cocxali iqos meored mokvdeboda rogor ar grcxveniat mis saidumlos mtels qveyanas cin rom udebt tqve qavazakebo nagvebo da damplebo!

  5. ანონიმური

    ამ კომენტარების ავტორები იდიოტები ხართ?

  6. რა სიბინძურესაც წერთ და იაზრებთ ყველა თქვენ ჯანში იყოს თქვე თიმსალ მაკოებო თქვენა აპრუწუწუნ…. არ წაბილწეს ყველაფერი ამ ერთუჯრედიანებმა….

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.