ვისი პორტრეტი დახატეს ვარკეთილში კორპუსზე? – მერიის პასუხი

ვარკეთილში ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსზე პორტრეტი დახატეს. ფაქტს სოციალურ ქსელში დიდი გამოხმაურება მოჰყვა.

საზოგადოების ნაწილს აინტერესებს ვინ არის გოგო, რომელსაც ასეთი მასშტაბის პორტრეტი მიუძღვნეს.

თბილისის მერიის ინფორმაციით, კორპუსის მოხატვა მათთან შეთანხმებული იყო. ნახატი საერთაშორისო ფესტივალის, Tbilisi MURAL fest ფარგლებში ცნობილი სერბი მხატვრის, Artez-ის მიერ არის შესრულებული.

ფესტივალის ორგანიზატორი on.ge-სთან აცხადებს, რომ ნახატზე გამოსახული გოგო კონკრეტული პიროვნება არ არის და ის მხატვრის ჩანაფიქრია.

  •  
  •  

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.