ვისთვის უნდა გახდეს საბავშვო ბაღი ფასიანი? – “ოცნების” დეპუტატის ინიციატივა

ქართული ოცნების წევრის ირმა ზავრადაშვილის თქმით, საბავშვო ბაღები არაა საჭირო ყველა ბავშვისთვის უფასო იყოს და ეს მშობლების შემოსავლებზე უნდა იყოს მიბმული.

“ყველაფერს სჭირდება ბიუჯეტი. მე ვსვამ კითხვას, რატომ არ ხდება დიფერენცირება, რომ საბავშვო ბაღში ყველა ბავშვის აღზრდისა და ყოფნის პროცესი არ იყოს უფასო და რატომ არ არის ეს მშობლების შემოსავლებზე მიბმული? რატომ ხდება, რომ ჩემი შვილიც და სოციალურად დაუცველი ადამიანის შვილიც ერთდროულად უნდა სარგებლობდეს ბიუჯეტიდან? ხომ შეიძლება რაღაც ფორმის დიფერენცირება გაკეთდეს, უფასო საბავშვო ბაღი ძალიან კარგია, მაგრამ, როდესაც ასეთი ვითარება გვაქვს, ანტიკრიზისული ბიუჯეტი გვაქვს და აღდგენითი ბიუჯეტი, რატომ არ მივდივართ იმ მიმართულებით, რომ დამატებითი შემოსავლები არსებობდეს”

“ალია” შეგახსენებთ, ქალაქში უამრავი კერძო ბაღია და მათი რიცხვი ყოველ დღე იზრდება, სწორედ იმიტომ, რომ მათ ჰყავთ მომხმარებელი. შესაბამისად, მათ ვისაც აქვს საშუალება, ისედაც დაჰყავთ ბავშვები კერძო, ფასიან ბავშვთა სახლში და დამატებითი შემოსავლების პოვნის იმედი სახელმწიფო საბავშვო ბაღებში არ უნდა ჰქონდეს “ოცნების” დეპუტატს.

  •  
  •  

8 Comments

  1. ანონიმური

    ამოწყდი, შენ ამ საახალწლოდ! რომელ შეძლებულს მიყავს ბავშვი საჯარო ბაღში, მართლა ამოწყდი!!!

  2. ანონიმური

    ირმა,ძალიან ნუ მოინდომებ”პარავოზობას”,ყველაზე დიდი რისხვა ხალხისაც და ბატონისაც,შენი მასტის ხალხს ატყდება.შეხედე,რამდენიმე მოწვევის პარლამენტარები არიან,ხმა არ ამოუღიათ,არავინ იცნობს,ჭამენ, სუქდებიან მრავლდებიან.შენ კიდე პირველივე სხდომის შემდეგ,ვანოს შოუში მოხვდი.არავინ დააფასებს და ხარაკირს ნუ გაიკეთებ!

  3. ანონიმური

    ეს ბრძენი ვინაა? იმიტო ბრძანდები პარლამენტში ხალხს ცხოვრება გაურთულო?? ახლა ყველა ხალხის წინააღმდეგ მიღებული გადაწყვეტილება უკან ცუდად მოგიტრიალდებათ, ისეთ გაუსაძლის სიტუაციაში არის უმეტესობა.იმაზე იზრუნეთ , როგორ შეგვიმსუბუქოთ ცხოვრება და არა პირიქით:(

  4. მალე

    ვინ გაგაჩინა ასეთი მოწამლული გონების შე უღმერთო!ბოლო თეთრები ამოაცალეთ ხალხს ჯიბიდან.ერთიანდ ამოგარწყევინებთ მალე!

  5. **********

    ახლი ქართველი ვარსკვლავები.ბოლქვაძე ზავრადაშვილნი.იმრავლეთ იმრავლეთ , ხალხისთვის წამებულნო .ვაი იმ ხალხს ვისი რჩეულნი თქვენ ყრიხართ.☠️💀💰

  6. ანონიმური

    xalxs vin aarhevina bidos rheulebi arian geniosebi

  7. ანონიმური

    ვაი შენს პატრონს. აზრიანი მოიფიქრე რამე ისედაც გაღატაკებულ ხალს გულს მაინც ნუ უწუხებ შენი ბრძნული აზრებით

  8. Თამარი

    რამე აზრიანი მოიფიქრე Შე უნიᲭო. ნახა ამანაც ბიუჯეტის Შევსების ხერხი. ვისაც ფული აქვს ისედაც კერᲫო ბაᲦᲨი დაყავს ბავᲨვები.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.