ვირუსის გამო, მესტიაში გადაადგილება იზღუდება

მესტიაში გადაადგილება ნაწილობრივ შეიზღუდება, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ახმეტაში, „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს” მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის წარდგენის შემდეგ, მედიასთან განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, მუნიციპალიტეტში გამოვლენილი 17 ახალი შემთხვევა გარკვეული ღონისძიებების გატარებას მოითხოვს.

„სამწუხაროდ გვიწევს მესტიის მუნიციპალიტეტში გარკვეული სპეციალური ღონისძიებების მიღება. გადაადგილების გარკვეული შეზღუდვები იქნება. იქ უკვე გაგზავნილია დამატებითი სამედიცინო ბრიგადები იმისთვის, რომ აქტიურად დაიწყოს ტესტირების რეჟიმი. გვესმის, რომ მესტიაში ბევრი ტურისტია, ყველას მივხედავთ, არავინ დარჩება ყურადღების გარეშე. არაფერია საპანიკო, ჩვენ ვმართავთ ამ პროცესს. არ არსებობს რისკები, რომ რაიმე ემოციების საფუძველი იყოს. წყნარად, მშვიდად, მესტიაში იქნება სპეციალური ღონისძიებები გადაადგილების ნაწილობრივი შეზღუდვაც იქნება, სამედიცინო ბრიგადები უკვე იწყებენ გაძლიერებულ ტესტირებას.“

  •  
  •  

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.