ვინ ჩაანაცვლებს იუსტიციის მინისტრის სკამზე თეა წულუკიანს?

იუსტიციის სამინისტროს ახალი მინისტრი ეყოლება, პრემიერმა პარლამენტს გოჩა ლორთქიფანიძის კანდიდატურა წარუდგინა:

მისი ბიოგრაფია ასეთია:

დაბადების ადგილი: ქ. ფოთი.

დაამთავრა ესექსის უნივერსიტეტის (ინგლისი) სამაგისტრო პროგრამა 1995 წელს; 

ჰარვარდის სამართლის სკოლის (აშშ) მაგისტრატურა 2004 წელს; 

2011 წლიდან ფორდამის სამართლის სკოლის (აშშ) დოქტორანტი.

1991-2005წწ. მუშაობდა საგარეო საქმეთა სამინისტროში სხვადასხვა თანამდებობებზე

2005 წელს დაინიშნა საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩევლად საგარეო ურთიერთობებისა და საერთაშორისო სამართლის საკითხებში; 

2007-2010წწ. კოლუმბიის უნივერსიტეტის მოწვეული მკვლევარი;

2010-2013წწ. ამავე უნივერსიტეტის ადიუნქტ-პროფესორი;

2013 წლიდან საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილე.

2018 წელს იგი ჰააგის სისხლის სამართლის სასამართლოს დაზარალებულთა ფონდის დირექტორატში აირჩიეს. 

  •  
  •  

2 Comments

  1. ანონიმური

    წარმატებებბი ბატონ გოჩას

  2. ანონიმური

    ბევრი კარგი მსმენია ამ ადამიანზე წარმატებებს ვუსურვებ

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.