“ვინ მიაღებინა ივანიშვილს გადაწყვეტილება, ვის “ჭკუაზე დადის” და რა არის მისი გარდაუვალი ფინალი?”

„ალიას“ ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური მოვლენების შესახებ, პოლიტიკური მოძრაობა „გამარჯვებული საქართველოს“ ერთ–ერთი ლიდერი, ვალერი გელბახიანი ესაუბრება.


– ბატონო ვალერი, ბოლო დღეებში განვითარებულ მოვლენებს როგორ შეაფასებთ? „ქართული ოცნების“ ლიდერების განცხადებებიდან მოყოლებული, რომ პოლიტპატიმრები არ ჰყავთ, ოპოზიციასთან პატიმრების  გათავისუფლებაზე შეთანხმება არ ყოფილა და სალომე ზურაბიშვილის  მიერ, ირაკლი ოქრუაშვილისა და გიგი უგულავას მოულოდნელი შეწყალების ჩათვლით.


– ძალიან გრძელი, დამღლელი და საინტერესო პროცესი იყო და კი მივიდა ლოგიკურ დასასრულამდე. მოდით, ირაკლი ოქრუაშვილით დავიწყებ. მისი დაჭერა იყო დაგეგმილი. ხელისუფლებას სურდა, ეს კაცი ჩამოეცილებინა პოლიტიკისთვის და ეს მოახერხეს შეთითხნილი სისხლის სამართლის საქმით. ირაკლის ედავებოდნენ 20 ივნისის აქციაზე ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და ხელმძღვანელობას. ეს ბრალი არ დაუმტკიცდა სასამართლოზე. იგივე ბრალი სხვებსაც წაუყენეს, მაგრამ არავის დაუმტკიცდა. მაინტერესებს, ხელისუფლება რომ აცხადებს, პარლამენტში შეჭრის მცდელობა იყო, ორგანიზებული ძალადობა იყოო, სად იყო? თუ იყო, რატომ ვერ დაუმტკიცეს ვერავის და ვერც ოქრუაშვილს? ეს ნიშნავს, რომ რაც იქ მოხდა, ეს ყველაფერი იყო სპონტანური, არ იმართებოდა არავის მხრიდან და არ ჰყავდა ორგანიზატორები. ეს იყო ხალხის უმართავი პროცესი და ყველა ვინ იქ იყო, მათ შორის ოქრუაშვილი, ამ პროტესტის ერთ–ერთი მონაწილე იყო. ამდენად ლეგიტიმური კითხვაა: თუ ამ აქციას არ ჰყავდა ორგანიზატორები, მაშინ რატომ მიუსაჯეს ირაკლი ოქრუაშვილს 5 წელი ძალადობის ბრალდებით და სხვას არავის? იქ ათეულობით ათასი ადამიანი იყო. რასაც ესენი ძალადობას ეძახიან, ეგრე ასეულობით ადამიანი ძალადობდა და მარტო ოქრუაშვილი რატომ გაუშვეს ციხეში? ეს უკვე შერჩეული მართლმსაჯულება იყო. ხელისუფლებამ ამით თქვა, რომ ასეულობით ადამიანიდან ეს ერთი დავიჭირე, რადგან მინდოდა, რომ დამეჭირაო. ამ გარემოებამ უკვე გაუჩინა სრულიად საფუძვლიანი ეჭვი უცხოელ პოლიტიკოსებს, რომ ოქრუაშვილი პოლიტიკური ნიშნით იყო დაჭერილი და დასავლეთიდან შესაბამისმა რეაგირებამაც არ დააყოვნა, მისი და კიდევ რამდენიმე პატიმრის გათავისუფლება მოითხოვეს. მათ პოლიტპატიმრები უწოდეს და სამართლიანადაც.


გიგი უგულავას მიმართ განაჩენი უკვე აღსრულებული იყო, იმ 48 მილიონის გაფლანგვას რომ ედავებიან, ამ ბრალდებით სასჯელი მოიხადა და გამოვიდა ციხიდან. ამის შემდეგ, უზენაესმა სასამართლომ შეცვალა სამოქალაქო და საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილება და იმავე დანაშაულზე, რომელზეც უკვე ციხეში იჯდა უგულავა და მოიხადა სასჯელი, შეუფარდა 3 წლიანი ციხე. ორმაგი დასჯა გამოვიდა. საქართველოს კონსტიტუცია და საერთაშორისო სამართალი, დაუშვებლად მიიჩნევს და კრძალავს, რომ ერთი და იგივე ქმედებისათვის, ორჯერ დასაჯოს ადამიანი. ასეთი რამ, მართლმსაჯულების მსოფლიო პრაქტიკაში არ მომხდარა. დაირღვა ეს საყოველთაოდ აღიარებული სამართლებრივი ნორმა. რაკიღა ეს დაირღვა, ბუნებრივად გაჩნდა ეჭვი, რომ გიგი უგულავა პოლიტიკური ნიშნით იყო დაჭერილი.

გიორგი რურუას რაც შეეხება, იარაღზე დნმ–ის ექსპერტიზამ არ დაადგინა, რომ მასზე რურუას დნმ–ი იყო. დაქტილოსკოპიური ექსპერტიზით დადგინდა, რომ რურუას თითის ანაბეჭდები არ იყო იარაღზე. თუ იარაღს ვატარებ, ეს ექსპერტიზები ხომ უნდა ადასტურებდნენ, რომ მართლა ჩემია, მოვიხმარდი მას და შესაბამისად,  ჩემი დნმ–ის ნიმუშიც უნდა იყოს იარაღზე და თითების ანაბეჭდიც? არ იყო არც ერთი და სხვა რა რჩება? ჩაუდეს ეს იარაღი რურუას. მეტიც, არც ჩაუდიათ, დააკავეს, მიიყვანეს პოლიციის განყოფილებაში, იქ უკვე გამზადებული ჰქონდათ იარაღი და უთხრეს რურუას, რომ ეს შენი იარაღია, ვაფორმებთ, რომ შენ გქონდა და შენგან ამოვიღეთო.

– გიორგი რურუა დააკავეს პარლამენტის შენობასთან, საპროტესტო აქციის დროს, სადაც ასეულობით პოლიციელი იყო მობილიზებილი. ასეთ დროს, არაკანონიერ ნივთს და მით უფრო იარაღს, უიმედო იდიოტი თუ იახლებს თან. ამ დროს, მას 48 ერთეული ცეცხლსასროლი იარაღი აქვს სახლში, დარეგისტრირებული და შენახული. ამ დროს კი აქციაზე მაინც და მაინც არარეგისტრირებული იარაღით მივიდა, თან წინასწარ იცოდა, რომ იქ უამრავი პოლიციელი იქნებოდა. სრულიად ლოგიკურად, არსებობდა შესაძლებლობა, ამტყდარიყო პოლიციასა და აქციის მონაწილეთა შეხლა–შემოხლა, რურუა დაეკავებინათ და ცხადია, იმ იარაღსაც უპოვნიდნენ. ეს ვარ გათვალა რურუამ? ასეთი წინდაუხედავი და მიამიტია? რურუას ეს ქმედება, რასაც პროკურატურა გვიმტკიცებს, სრულიად ალოგიკურია. ბარემ ეთქვათ, რომ თავად რურუა მივიდა პოლიციასთან, არარეგისტრირებული იარაღი მისცა მათ და უთხრა, დამიჭირეთო.

– რაც თქვით, ეგ არის სრულიად ლოგიკური. ჭკუათმყოფელი ადამიანი, ცხადია, იქ უკანონო იარაღით არ წავა, სადაც თუნდაც ერთი პოლიციელის გამოჩენის მცირედი შანსია. არადა, რურუამ გარანტირებულად იცოდა წინასწარ, რომ პარლამენტის შენობასთან პოლიციის მნიშვნელოვანი ძალების მობილიზება მოხდებოდა. ასეა ყველა საპროტესტო აქციაზე და გამონაკლისი არც ეს აქცია იქნებოდა და არც იყო. თუმცა, ეს მაინც ლოგიკური კითხვაა. მთავარი მაინც იურიდიული მტკიცებულებაა, რომლებიც არ არსებობს, მათ შორის, არც ორი ექსპერტიზის შემდეგ. გიორგი რურუას იარაღი ჩაუდეს. ის არის „ნაცმოძრაობის“ წევრი. თუმცა, მთავარი ის არის, რომ რურუა მას შემდეგ დაიჭირეს, რაც მან „მთავარი არხის“, ოპოზიციური არხის წილი შეიძინა და მისი დაფინანსება დაიწყო. ეს იყო პოლიტიკური დაკვეთა, რურუა უნდა დაეჭირათ, ჩამოეცილებინათ, რომ „მთავარი არხი“ არ დაეფინანსებინათ. ეს მისი განეიტრალების მიზეზი იყო. ამ სამივე საქმეში, რასაც ჰქვია სამართლებრივი და იურიდიული შემადგენლობები, არ არსებობს, რაც პირდაპირი დასკვნის საფუძველს აჩენს, რომ ეს ადამიანები პოლიტიკური ნიშნით იყვნენ დაჭერილები. ამიტომ ედავება მათ გამო ხელისუფლებას უცხოეთი, რომ ისინი პოლიტიკური პატიმრები არიან და უნდა გამოუშვან ციხიდან. ოქრუაშვილი და უგულავა გამოუშვეს და რურუასაც გამოუშვებენ.
რაც შეეხება ხელისუფლების პოზიციას. არც ერთი ხელისუფლება არ აღიარებს, რომ პოლიტიკური პატიმრები ჰყავს და ამას არც „ქართული ოცნების“ აღიარებს. თუმცა, არაპირდაპირ ამის აღიარება ბევრი ქვეყნის ხელისუფლებას მოუწია და იგივე გააკეთა ჩვენმა ხელისუფლებამაც. ოქრუაშვილამდე და უგულავამდე, ირაკლი ოქრუაშვილის მძღოლი, კობა კოშაძე და ბესიკ თამლიანი გამოუშვეს. სულ ხუთი პოლიტიკური პატიმარი ჰყავდათ და ერთიღა დარჩა.

– სალომე ზურაბიშვილმა შეიწყალა ოქრუაშვილი და უგულავა, „ქართული ოცნების“ ლიდერები კი აცხადებენ, ეგენი კრიმინალები არიან, პრეზიდენტის შეწყალებასთან არაფერი გვაქვს საერთოო. ირაკლი კობახიძე ამ სისულელეს ისე უტიფრად ამბობდა ტელევიზიით, მგონი, მართლა ჰგონია, რომ ხალხი ჭურში ზის და მათ გარდა, სხვას არ უსმენს და არ უყურებს.

– ახლა ეს არის ძალიან დიდი სისულელე და მართლა უტიფრობა. არც ერთი ჭკუათმყოფელი არ დაიჯერებს, რომ ბიძინა ივანიშვილთან შეუთანხმებლად შეიწყალეს სალომე ზურაბიშვილმა ეს ორი პოლიტპატიმარი. ეს არის თამაში და მორიგი ტყუილი. ეს ხელისუფლება გამუდმებით იტყუება და ეს მისი მორიგი ტყუილია. აქ გადამწყვეტი იყო ფინანსური ფაქტორი. ევროკავშირიდან საქართველო 3 მილიარდ დოლარზე მეტ თანხას ელოდება დახმარებისა და სესხის სახით. ამ ფულს შეპირდნენ საქართველოს. როდესაც შეთანხმებას საფრთხე დაემუქრა, გამოვიდა ევროპარლამენტარი, ანდრიუს კუბილიუსი და განაცხადა, რომ რადგან საქართველოს ხელისუფლება არ ასრულებს საერთაშორისო ვალდებულებებს, საქართველოს უნდა მას შეუჩერდეს ევროკავშირის ფინანსური დახმარებებიო. ამაზე გაგიჟდნენ ჩვენი ხელისუფლების წარმომადგენლები. დაინახეს, რომ ფული გაუჩერდათ, ესენი ხომ ფულისთვის არიან ხელისუფლებაში მოსულები. ადგა მერე ბიძინა ივანიშვილი და სალომე ზურაბიშვილს შეაწყალებინა ორი პოლიტპატიმარი.

– „ქართული ოცნება“ ცდილობდა ჩაეშალა 8 მარტის შეთანხმება საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით და ცდილობდა, ეს ოპოზიციისთვის დაებრალებინა? იმიტომ აცხადებდა, რომ კონკრეტული პატიმრების გათავისუფლებაზე ოპოზიციასთან არ შევთანხმებულვართო?

– რასაკვირველია, ხელისუფლება 8 მარტის შეთანხმების ჩაშლას ცდილობდა, არჩევნების ძველი სისტემით ჩატარება უნდოდა და ამის ოპოზიციისთვის გადაბრალებას ცდილობდა. თუმცა, ეს არ გამოუვიდა. დასავლეთმა, შეიძლება ითქვას, ერთგვარი განაჩენი გამოუტანა „ქართულ ოცნებას“, როდესაც ღიად, მკაფიოდ განაცხადა, რომ მას პოლიტპატიმრები ჰყავსო. დასავლეთის თვალში ამ ხელისუფლებამ ნდობა სრულიად დაკარგა. მატყუარა ხელისუფლებასთან, რომელიც სტრატეგიული პარტნიორის „გადაგდებასაც“ არ ერიდება, არავინ ითანამშრომლებს. ეს პროცესი მივა ლოგიკურ დასასრულამდე – ეს ხელისუფლება მალე შეიცვლება.

– დასავლეთი „ქართულ ოცნებას“ არჩევნების გაყალბების საშუალებას არ მისცემს, არჩევნები მართლა ლუპის ქვეშ ჩატარდება.

– თუ არჩევნებამდე მიაღწია „ქართულმა ოცნებამ“, რასაკვირველია, ეგრე იქნება. მე ახლა ველოდები ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშს საქართველოს შესახებ, რომელიც მალე გამოქვეყნდება. ეს დასკვნა იქნება უმკაცრესი, უმძიმესი ხელისუფლებისთვის. ბოლოდროინდელი მოვლენები უფრო დაამძიმებს ამ დასკვნას და თუ იქ პოლიტპატიმრებიც იქნება ნახსენები, ეს მთლად უბედურება იქნება ამ ხელისუფლებისთვის. ეს დასკვნა იქნება ერთგვარი სახელმძღვანელო სხვა ქვეყნებისთვის საქართველოსთან მიმართებაში, ხელისუფლებასთან ურთიერთობისთვის. შეგახსენებთ, ყოფილი პრემიერის, მამუკა ბახტაძისა და ამერიკის სახელმწიფო მდივნის, მაიკ პომპეუს შეხვედრასა და მერე გამართულ ერთობლივ ბრიფინგს. ამ ბრიფინგზე, მაიკ პომპეუმ, ღიად განუცხადა ბახტაძეს, რის შესრულებასაც საქართველოსგან ამერიკა ითხოვდა. ეს სამი პოსტულატი იყო დემოკრატიული საარჩევნო სისტემისა და გარემოს შექმნა, დამოუკიდებელი სასამართლო სისტემა და ანაკლიის პორტის აშენება. პრემიერმა ბახტაძემ საქვეყნოდ პირობა დადო, რომ სამივეს შეასრულებდა ხელისუფლება. ამ სამიდან ორი არ შესრულდა და მესამე, ანაკლიის პორტის მშენებლობა ჩაშლის პირას არის. საქართველოს ხელისუფლებამ მოატყუა სტრატეგიული პარტნიორი. დარწმუნებული ვარ. მაიკ პომპეუ გააკეთებს მკაცრ განცხადებას ამის შესახებ. ამერიკელმა კონგრესმენებმა და სენატორებმა, ოთხმა გავლენიანმა პოლიტიკოსმა, წერილი გაუგზავნეს პომპეუს, სადაც საქართველოს ხელისუფლებას, ბიძინა ივანიშვილს ადანაშაულებენ ამერიკის მტრებთან კავშირში და სხვა უბედურებებში. ამ წერილს, ცხადია, წაიკითხავს პომპეუ და უფრო მეტ და უარეს ინფორმაციასაც მოიძიებს ხელისუფლების შესახებ. ამას უკვე მივყავართ ხელისუფლების პერსონალური პირების მიმართ სანქციების გამოყენებამდე, დავუშვათ, ივანიშვილს, კალაძეს და სხვებს დაუწესებენ სანქციებს. აქვე იმასაც შეგახსენებთ, რომ ამერიკის ელჩმა, კელი დეგნანმა თქვა, რომ ამერიკამ სერიოზული დახმარება გაუწია საქართველოს კორონავირუსის პანდემიასთან საბრძოლველად, რამდენიმე ათეული მილიონი ლარი გადაურიცხა საქართველოს ხელისუფლებას და ჩვენ არ ვიცით, სად წავიდა ეს ფულიო. ამერიკის ხელისუფლებაში გიჟები არიან? როგორ, მოგცემენ ფულს და არ მოგკითხავენ, რაში დახარჯე? თან მიზნობრივი პროექტებისთვის მოგვცეს ეს ფული და ვალდებულიც არის, მოგკითხოს. მართლა სად წავიდა ეს ფული თუ მისი ნაწილი? ვის ჯიბეშია ახლა?

მე ამერიკის ელჩის მჯერა, არ მჯერა ბიძინა ივანიშვილის, მისი გახრწნილი და კორუმპირებული გარემოცვისა. ამ ფულს მოიძიებენ ამერიკელები და გაარკვევენ, სად წავიდა. ამას კიდევ ცალკე დიდი აურზაური მოჰყვება. ყველა მიმართულებით დაკარგეს ამათ ნდობა, ყველაფერში ყველას მოტყუებას ცდილობენ. რეპუტაციის არმქონე ხელისუფლებასთან არავინ ითანამშრომლებს. „ქართული ოცნების“ დღეები დათვლილია, ამათ არჩევნებზე სახლში გაუშვებს ქართველი ხალხი. უცხოეთში პატრონ–მყვარებელი არ დაიტოვეს, ყველა გადაიკიდეს, სიტყვის შემწევიც არ დარჩათ არავინ.

– ბატონო ვალერი, ერთი რამ ვერ გავიგე. 8 მარტის შეთანხმება ამერიკის საელჩოში, ელჩის, კელი დეგნანისა და ევროკავშირის ელჩის, კარლ ჰარცელის ინიციატივით შედგა. ისინი ამ შეთანხმებაში შუამავლები იყვნენ. კარლ ჰარცელს, ცხადია, ევროკავშირის წევრი ყველა ქვეყნის მანდატი ჰქონდა და ისე მონაწილეობა. ერთდროულად ამერიკა და ევროკავშირი რომ გადააგდო, ვისი და რისი იმედი ჰქონდა ბიძინა ივანიშვილს?

– მსოფლიოში ისე განვითარდა მოვლენები ამ კორონავირუსის პანდემიის გამო, რომ ყველა ქვეყანას გაუჩნდა საკუთარი სადარდებელი, მართლა ყველა ქვეყანა უხილავ მტერთან ომშია, კი ხედავთ, რაც ხდება. ბიძინა ივანიშვილმა იფიქრა, ახლა ამერიკას და ევროპას ჩვენთვის არ სცალია, მოდი გადავაგდებ ამათ და როდესაც მოიცლიან, უკვე ჩატარებული მექნება არჩევნები, უარეს შემთხვევაში, საკონსტიტუციო ცვლილებების შეტანის ვადა გასული იქნება და ძველი სისტემით ჩავატარებ არჩევნებსო. ქურდს რა უნდა და ბნელი ღამეო, ეგრე მოიქცა ივანიშვილი, მაგრამ მისდა საუბედუროდ, აღმოჩნდა, რომ არ ბნელოდა, მოეჩვენა, ბნელაო და ქურდობაზე წაასწრეს. ძალიან მარტივი და ბრიყვული გათვლა იყო. თუმცა, ამას მარტო უტვინობას ვერ დაარქმევ, ცოტა ფსიქიკურადაც გასარკვევია ეს ყველაფერი, ივანიშვილის ეს ქმედებები. მივიწყებული თემა გაახსენა დასავლეთს. ჩხრეკა, ჩხრეკა და ის დანა გამოჩხრეკა, რომელიც „ქართულ ოცნებას“ მოუღებს ბოლოს.

– მარტო ღებულობს ივანიშვილი ამ გადაწყვეტილებებს თუ ჰყავს მრჩევლები, რომელთა ინფორმაციას და ანალიზსაც ეყრდნობა?

– ლაშა ნაცვლიშვილი ჰყავს მრჩეველი და თუ სხვებიც ჰყავს, მასზე უკეთესი არც ერთი არ არის. ნაცვლიშვილის, სხვების ჭკუაზე კი არ დადის ხელაღებით, მაგრამ არწმუნებენ იმაში, რაც მას აწყობს. ეუბნებიან იმას, რაც უნდა. ყველა ფაქტს და მოვლენას ისე წარმოუჩენენ, როგორც სურს. შემდეგ უკვე ამ მცდარ ინფორმაციაზე დაყრდნობით, მოქმედებს ივანიშვილი, უკვე შემსრულებლებს აძლევს შესაბამის დავალებებს. რაც მოუტანა ამან, ვხედავთ ყველა. ეს არის კარჩაკეტილობის ბრალი, ეს არის პერსონალური ფსიქოლოგიური თავდაჯერებულობის ბრალი. აფეტიშებენ, ეუბნებიან, რომ მასზე ჭკვიანი არავინ არის ამ ქვეყანაზე. რაც მეტს ეუბნებიან ასეთ სისულელეს, რაც მეტს აქებენ, მით უფრო რწმუნდება, რომ ერთადერთია, განუმეორებელი, მასზე ჭკვიანი და გონიერი მართლა არავინ არის და ვინც აკრიტიკებს, მისი მტერია, მისი მოშურნეა, რომელსაც მისი ეს გონიერება აღიზიანებს, ან უბრალოდ, სულელია. ამგვარი ფსიქოპატები ხდებიან მერე ავტოკრატები. არღვევენ კანონს და ფიქრობენ, რომ კანონის დარღვევის უფლება მხოლოდ მათ აქვთ და სხვა არავის, არღვევენ ადამიანის უფლებებს და ყველა იმ ფასეულობებს, რომელთა ერთობლიობასაც დემოკრატია ჰქვია. საბოლოდ, პატივს არ სცემენ საერთაშორისო აზრს, უცხოელ პარტნიორებს და მოკავშირეებს, მათ მტრებად აღიქვამენ, რაკიღა მის ხუშტურებს შესაბამისად აფასებენ და რეაგირებაც შესაბამისი აქვთ. საბოლოდ კი საერთაშორისო იზოლაციისთვის არიან განწირულნი. ეს არის გარდაუვალი მომავალი ბიძინა ივანიშვილისთვის.

– მაინც როგორ ფიქრობთ, ამერიკა ფინანსურ სანქციებს დაუწესებს ბიძინა ივანიშვილს?

– არ გამოვრიცხავ, რომ ასეც მოხდეს. თუ აქამდე მიიყვანეს ამერიკა, ეს იმას ნიშნავს, რომ საბოლოდ მას ციხე არ ასცდება. უკეთეს შემთხვევაში, ის შეცდება თავის გადარჩენას. წავა მოლაპარაკებებზე, რომ არ შეეხონ მას, მისი ოჯახის წევრებს, მის ქონებას და დატოვებს ხელისუფლებას. ეს ისედაც მოუწევს შემოდგომით არჩევნების გზით. არანაირი შანსი, რომ შეინარჩუნოს ძალაუფლება, არ გააჩნია. თალაკვაძე, მდინარაძე და კობახიძე არც გაახსენდება. ისინი წყალსაც წაუღია, თუ მე აღარ ვიქნები ხელისუფლებაში – ასე ფიქრობს ივანიშვილი.
„ქართული ოცნება“ არჩევნებს რომ წააგებს, მერე რამდენიმე დღეში დაიშლება. დაინახავ აგერ, ნოემბრის პირველ ნახევარში, ეს პარტია აღარ იქნება. დაიშლებიან და გადანაწილდებიან სხვაგან. რომელი იდეური და ღირსეული ადამიანია „ქართულ ოცნებაში“? სადაც ძალას დაინახავენ, სადაც ამ წლებში დაგროვებული ქონების გადარჩენის შანსი მეტი ექნებათ, იქით წავლენ. „ქართული ოცნება“, როგორც პარტია, გაქრება ქართული პოლიტიკიდან.

– მივაღწევთ არჩევნებამდე? ხალხი უკიდურესად მძიმე მდგომარეობაშია. უბრალოდ, შიათ ადამიანებს, ბავშვებს შიათ და მშობლებმა არ იციან, რა აჭამონ. ხალხი ხომ არ გამოვა ქუჩაში და არჩევნების გარეშე ხომ არ დაასრულებს ხელისუფლებას?

– მართლა მძიმე დღეში არიან ადამიანები. ხელისუფლება უმუშევარ ხალხს ფინანსურ დახმარებებს დაპირდა და ჯერ არავისთვის არაფერი მიუცია. დახმარებას სხვა სოციალურ ჯგუფებსაც დაჰპირდა და არც მათ მიუღიათ ერთი თეთრიც კი. ჯერ არც რომელიმე ბიზნესისთვის მიუციათ ის ფული, რასაც დაპირდნენ. ჩვენ ვიანგარიშეთ და ლამის მილიონი ადამიანი ყოველგვარი დახმარების გარეშე რჩება. მოკლედ, მძიმე ვითარებაა. შია ხალხს. ასეთ დროს. გამოვა ხალხი გარეთ, აბა, არ გამოვა? არ მაძლევ? მაშინ უნდა წაგართვა! აი, ეს პრინციპი ამუშავდება. დასრულდება თუ არა არჩევნების გარეშე ხელისუფლება, ეს არ ვიცი, მაგრამ ხალხი მალე გამოვა ქუჩაში და კარგი არაფერი მოჰყვება ამას.

ლევან ჯავახიშვილი

ალია №17

  •  
  •  

კომენტარი

  1. ანონიმური

    სხვათაშორის არც თქვენთვის მოჰყვება კარგი რამე ხალხის გამოსვლას.გელბახიანო შენ ის ადამიანი არ ხარ ვისაც სიტყვა დაეჯერება.თანდათან ვრწმუნდები იმაში, რომ მიშა ისე მოდექცათ როგორადაც იმსახურებდით.დიდი გულისამრევები ხართ ოპოზიციან პოზიციანად.

    1. მაგი!

      ეეხ მიშა.. მიშააჰ… 🙁

    2. რეალისტი

      აი რა ხდება კალიფორნიაში. ყველაზე დამპალი გუბერნატორი ყავთ,ჰომოსექსუალი და ყველაფერი სიბინძურის მხარდამჭერი…კიდიათ, რა მასკები, რა შიში, გახურებული მიტინგია..რეპორტაჟი მიყავს, სიმფათიურ უკრაინელს მეგობარს, ელენა ნიკიტსკაიას https://www.youtube.com/watch?v=P1qVmGY2IgI ასე რომ მსოფლიოს ბედი ამერიკაში წყდება!!!

  2. ანონიმური

    გგონიათ ოცნებას არ მისცემენ ხმას შალიკოს სტუმრების მოსვლას დაუჭერენ ხმარს?ძალიან ცდებით.

    1. რეალისტი

      ეჰ რა გეშველებათ “პროგნოზისტებო”. საქმე იმაში კი არაა, რომ როგორ იქცევა დღეს ესა თუ ის ხელისუფალი!,ნაცები იქნება ქოცები,თუ პეტრე ან პავლე…მთავარია ის საით მიდის ხვალ მსოფლიო?,რა პროცესები მიმდინარეობს?, რა ელის საქართველოს ( მსოფლიოს)?, ციფრულ კონცლაგერი და მონობა?…ეს უნდა იყოს მთავარი საფიქრალი!. იფიქრედ იმაზე რომ, ადამიანებს წაერთვა ფაქტიურად ყველგან და უფრო წაერთმევა ფუნდამენტური საყოველთაოდ,აღიარებული “გაეროს” და … უფლებები!. ქოცები თუ არ შეასრულებენ ამ დავალებებს, მაშინ ყოფილ პრაქტიკა გავლილ ხელისუფალს მოიყვანენ და შეასრულებინებენ. უკვე რომ იტყვიან, რაც გადაურჩათ ადრე,იმასაც ამოძირკვავენ!(აქ უმთავრესად,პატივზე და ღირსებაზეა საუბარი!). მითუმეტეს ტრამპლინს უმზადებენ და თუ კარგად გააკულაკებს უკრაინელ ხალხს(ცნობისათვის, უკრაინაში ტარდება მიწის რეფორმა…უნდა გაიყიდოს და გადაეცეს კერძო სექტორს და ვინ იყიდის ამ მიწებს?,ისევ ოლიგარქები, ანუ მავანის მსოფლიო წარმომადგენლები)…
      ალბათ გეცოდინებათ ამერიკის კონგრესმა მიიღო კანონპროექტი,მოსახლეობის საყოველთაო ჩიპიზაცია ვაქცინაციაზე,სამხედროების გამოყენებით(ტრამპი კი ამბობს რომ ეს ნებაყოფლობითი იქნებაო…მაგრამ დიდი ალბათობით თამაშობს და ვითომ “იმედისმომცემ პერსპექტივას”უტოვებს მოსახლეობას და ატორმუზებს მათ პროტესტს)…მოკლედ ეს დაიწყება ამერიკით, 2020წ. ოქტომბრიდან,როდესაც დაიწყება ე.წ. მეორე ტალღა.შემდეგ კი გავრცელდება მთელს მსოფლიოში. ამის შემაკავებელი არავინ არ ჩანს!. ერთადერთი თუ ბუნტი არ მოხდა რუსეთში,მაგრამ
      დიდი საფასურის ხარჯზე(ნაწინასწარმეტყველებიცაა,ბევრი წმინდანის მიერ!!!…)!.ჯერჯერობით მოსკოვი 1ივნისიდან ციფრულ კონცლაგერში იწყებს ცხოვრებას და შემდეგ კი მთელი რუსეთი…
      https://www.youtube.com/watch?v=Fh6Di8zH8nQ&t=53s (SOS,ჩიპიანი ვაქცინები,მთელი მსოფლიოსთვის, ეს ოფიციალრი ინფორმაციაა !!!)p.s. რაც ხდება მსოფლიოში ე.წ.დაპირიპირებები რუსეთი -უკრაინა-საქართველო.რუსეთ-თურქეთი,ამერიკა-ირანი-ჩინეთი-ჩრ.კორეა და ა.შ….ეს არის ბლეფი და ფეიკი…ხალხისთვის პური და სანახაობის მიცემა(გადაგდება) და ყურადღების გადატანაა…სინამდვილეში კი იქმნება ერთიანი მსოფლიო მმართველობა…. ანტიქრისტეს გამეფება…ასე რომ ყველაფერი მიდის 3000 წლოვანი სოლომონის გეგმის მიხედვით(P.S.ალენ დალესის გეგმის მიხედვით)…

      1. რეალისტი

        !!!.ნახეთ,სანამ არ წაუშლიათ!.ესეც ოფიციალური ინფორმაციაა 2020წ.აპრილ-მაისის,როკფელერების ფონდის საიტიდან. https://www.youtube.com/watch?v=JZQoryWKeog და საბოლაოდ რა გამოდის?…ექნებად ყველა ადამიანის დნმ-ის ინფორმაცია და ბიომეტრიული მონაცემები… და მერე რა ნატო,რა ევროკავშირი, რა არჩევნები, რა პარტიები…იმაზე იფიქრედ ან მონობა და გაადამიანება, ან ამა თუ იმ ფორმით 100 000 მოწამის ხვედრის გავლა!.(გაიხსენეთ, მამა გაბრიელი!!!,რა დაგვიბარა?). მე ვირჩევ მეორეს:))) და დიდი სიამოვნებით წავალ უფალთან, ალბათ,დიდი იმედია(რა თქმა უნდა,მისი გადასაწყვეტია!) ზეცაში…თქვენი კი არ ვიცი,დრო ძალიან ცოტაა…პირველ რიგში მოითხოვეთ და მოგეცემად , იყავით უფალთან ახლოს !!!…

        1. რეალისტი

          !!!უახლესი ინფორმაციაა. რასაც ზემოთ მოგახსენებდით რუსეთზე,იქ ყოველ დღე იძაბება სიტუაცია და დიდი ალბათობით მოხდება აჯანყება:) …
          https://www.youtube.com/watch?v=l18ISTBbdJc

          1. რეალისტი

            თქვენ თუ იცით, რომ თეთრის გარდა,არსებობს,სერი და შავი პაპა (გენერალი)!.ეს პაპები ამ ბოლო დროს ყველანი სამხრეთ ამერიკიდან არიან, რატომ?…იმიტომ რომ,ასე ამბობენ და ლოკიკურადაც…ისინი ყოფილი ნაცისტების შთამომავლები არიანო! https://www.youtube.com/watch?v=259vprPQjWY არჩევნები და პოლიტიკა…. კი არა.ნახეთ!

          2. რეალისტი

            რუსები უკვე ფაქტიურად ემზადებიან, ჯანყისთვის და შეიძლება ასრულდეს სიმპსონების წინასწარმეტყველება SSSR-2
            https://www.youtube.com/watch?v=MNR69Kpl1Uc

          3. ხალხს

            გ ე რ მ ა ნ ე ლ ი ე ქ ი მ ი ს კატრინ კორბის სკანდალური გ ა ნ ც ხ ა დ ე ბ ა, ჯანდაცის სისტემის მუშაობასთან და პანდემიასთან დაკავშირებით.
            ” ძვირფასო მეგობრებო, მადლობელი ვარ, რომ დღეს მომეცა საშუალება ვიყო აქ, გაგიზიაროთ ჩემი ფიქრები, რაც ნამდვილად მნიშვნელოვანი უნდა იყოს დღეს..
            მე მქვია კატრინ კორბ, მყავს სამი შვილი და ვმუშაობ, როგორც ოჯახის ექიმი ქალაქ ოლდენბურგში.
            ჩემი აქ ყოფნა დაკავშირებულია ჩემი პასუხისმგებლობის გრძნობასთან ჩემი პაციენტების მიმართ, ჩემი შვილების მიმართ და საკუთარი თავის მიმართ.
            გამოვხატავ ჩემს უარყოფით დამოკიდებულებას შიშის ფაქტორის გამოყენებასთან დაკავშირებით საზოგადოების მანიპულაცია- კონტროლისათვის.
            არ ვიცი რა დგას ამ ყველაფრის მიღმა,მაგრამ საბოლოო ჯამში ყველაფერს მივყავართ ფულთან და ძალაუფლებათან.
            როგორც ექიმი ვაცხადებ, რომ ჩვენი სამედიცინო სისტემა სამწუხაროდ დაფუძნებულია შიშის პროპაგანდაზე ფულის გასაკეთებლად.!
            ჩვენ გვაძლევენ ინსტრუქციებს სხვა და სხვა დაავადებებთან მიმართებით..
            ვინ წერს ამ ინსტრუქციებს??
            არსებობს გულის დაავადებების ევროპის სახელმძღვანელო , 25 ავტორის მიერ შექმნილი, რომელთაგანაც 19 – ს ფულს უხდის ფარმაცევტული ინდუსტრია.
            მოცემული ინსტრუქციები აკანონებს, რომ ვალდებული ვარ პაციენტებს გამოვუწერო ის მედიკამენტები, რომლებიც ა რ ა ვ ი ს არ ა ჯ ა ნ ს ა ღ ე ბ ს
            .
            ისინი ამით უზარმაზარ ეკონომიურ მოგებას იღებენ..
            პაციენტები წლების განმავლობაში დამოკიდებულები ხდებიან მედიკამენტებზე..
            კორონავირუსის კრიზისის დასაწყისიდანვე შემზარავმა სიახლეებმა შოკის მდგომარეობაში ჩაგვაგდო ყველა.
            ჩვენი ხელისუფლება გვეუბნება, რომ რაღაც ახალი ტიპის ვირუსი გამოჩნდა, რომელსაც შეუძლია მილიონების სიცოცხლე გაანადგუროს თუ თავს არ დავიცავთ..
            როგორც ჩანს ვართ იმ დონის სულელები , რომ არ შეგვიძლია მივიღოთ შესაბამისი გადაწყვეტილებები თავის დასაცავად და ხელისუფლება გეუბნება, რომ უნდა ვიყოთ იზოლირებული, დამწყვდეული ნიღაბ აფარებული.
            ..თურმე ჩვენს საკეთილდღეოდ, და ყოველღდიურად გადაცემული საშინელი რეალობის ამსახველი ინფორმაციებით ვერც ბედავ, რომ ეჭვი შეიტანო ამ ყველაფერში.
            .ყოვლისშემძლე ქალბატონი მერკელის განკარგულება:” სანამ არ გვექნება ვაქცინა ვერ დავუბრუნდებით ნორმალურ რეჟიმს”.
            გამოდის, რომ მხოლოდ რაღაც ვაქცინას შეუძლია დაგვიბრუნოს ელემენტარული უფლებები.
            ამ კვირას VON DER LEYEN ისაუბრა 7.400 მილიონის შეკრებაზე მსოფლიო მასშტაბით, ვაქცინის შესაქმნელად,,აქედან გერმანიამ უნდა ჩადოს 525 მილიონი.
            როგორც წესი ვაქცინის შექმნას ჭირდება წლები, რომ საბოლოოდ დარწმუნდნენ მის უსაფთხოობაში..
            ახალი ტიპის კორონავირუსი გაშვებული იქნა სულ რაღაც 6 თვის წინ..
            PAUL ERICH ის ინსტიტუტი უკვე ახდენს ექსპერიმენტებს ადამიანზე, ვაქცინა MRNA – თი.
            ესაა უცნობი გენეტიკური მასალა , რაც უნდა შევიდეს ჩვენს უჯრედებში.
            არაა აუცილებელი იყო ექიმი, რომ ამან არ დაგაფიქროს და შეგაშფოთოს.
            მ ე ა რ მ ი ვ ი ღ ე ბ დ ი ა ს ე თ ვ ა ქ ც ი ნ ა ს, ა რ ც ჩ ე მ ს შ ვ ი ლ ე ბ ი ს ა თ ვ ი ს და ა რ ც ე რ თ ჩ ე მ ს პ ა ც ი ე ნ ტ ს არ ვ უ რ ჩ ე ვ დ ი!
            დაავადებები ყოველთვის იყო ადამიანის თანამგზავრი, მ ა გ რ ა მ
            ა რ ა ვ ი ს ა ქ ვ ს უ ფ ლ ე ბ ა დ ა ა ზ ი ა ნ ო ს ჩ ვ ე ნ ი და ჩ ვ ე ნ ი
            შ ვ ი ლ ე ბ ი ს ს ხ ე უ ლ ი ს ა ე ჭ ვ ო ვ ა ქ ც ი ნ ი თ!!.
            და ამაში ისევ ჩვენ უნდა გადაგვახდევინონ ფული. ეს თანხები მიდის ჩვენი ნაშრომიდან, ჩვენი გადასახადებიდან..
            525 მილიონი და ეს ჯერ მხოლოდ დასაწყისია.
            .ეს თანხები ჩვენი სურვილის მიხედვით სხვა საკითხებს უნდა მოხმარდეს!!.
            ჩვენი შვილების კარგი განათლება, კლიმატის დაცვა, ახალი ჯანსაღი ტექნოლოგიების დანერგვა, მოხუცების დახმარება და მოვლა და იმ ადამიანების ინტეგრაცია ვინც ომს და გაჭირვებას გამოექცა.
            ორგანული აგრიკულუტურის განვითარება, სპორტი,,კულტურა ….
            სია გრძელია.
            ეს ყველაფერი ნამდვილად იძლევა იმის გ ა რ ა ნ ტ ი ას, რომ ხალხი იყოს ჯანმრთელი და ამისათვის კი არასოდეს არ არსებობს თანხები!!!
            ვიმყოფებით კრიზისში .
            და როგორ უნდა გამოვიდეთ კრიზისიდან??
            პირველ რიგში შიშის დაძლევით!!.
            არსებობენ ნიჭიერი ადამიანები ვინც იმუშავებენენ მკურნალობის მეთოდებზე .
            არავის არ აქვს უფლება დაატეროროს საზოგადოება მსგავსი ფორმებით!!
            ეს ჩემი სხეულია, რომელიც მომანიჭა სამყარომ და სანამ ცოცხალი ვიქნები მე ვარ პასუხისმგებელი ჩემს სხეულზე და სხვა არავინ!!.
            არ მაქვს სურვილი დავუბრუნდე ძველ ნორმებს, ჩემი სურვილია შეიქმნას ახალი ნორმები..
            ადამიანი უნდა იყოს თავისუფალი იყოს,, პასუხისმგებელი საკუთარ სივრცეზე და თავზე..
            დარწმუნებული ვარ აქ მყოფების სურვილიც იგივეა..
            ეს მიღვიძებს დიდ იმედს!!
            გ მ ა დ ლ ო ბ თ.”

  3. ანონიმური

    ეს თავდაჯერებული, მუქთახორა, ყლეები, ისეთ პროგნოზებს აკეთებენ, როგორიც აწყობთ
    ამათ გონიათ, ევროპა და ამერიკა შემოხაზავს ბიულეტინებს.
    თუმცა ამერიკის სენატში უკვე გაჟღერდა პირველად,
    საქართველოს ნატოში გაწევრიანებაზე, და ეს ამ
    მთავრობის დამსახურებაა
    ევროპის გადაწყვეტილება, უვიზო მიმოსვლაზე,
    ამ მთავრობის დამსახურებაა.
    იმიტომ რომ, წინა ხელისუფლება, რომელიც ხალხს
    ხოცავდა, ძარცვავდა, თაღლითობდა, თვალთმაქცობდა,
    ქვეყანაში იყო ომი და უბედურება, ესეთ სიტუაციაში
    მყოფ ქვეყანას არსად არ იღებენ,და არ ჭირდებათ.

  4. Tato

    Araferi gvehveleba arasodes…

  5. ანონიმური

    Batono valeri qocneba ra nagavia visit xo?magram eg opozicia ra arsebebi da qvewarmavlebi arian egec visiiit

  6. ანონიმური

    ლია.ეს მუქთახორა გელბახიანი.შენ სად გაძეხი ასე ომახიანად რომქადაგებ,შენც მშიერი ხარ?რას ჭამ შენ სააკაშვილმა რამდენი გადაგიხადა მასე რომ გველაპარაკა,შენ და ბუბაზის ორივე მუქთახორებო,ღორებო.

  7. ანონიმური

    maladec ra chefasebebia tqvenairi adamianebs uaresi matavroba gekutvnit arqifo sedmetia tqventvis rogori chegnebulebi xart iseti mtavroba gkavt

  8. ანონიმური

    კაცის მსგავსი ამება

  9. დევნილი

    ამდენი შადიმანები ასეთი პატარა ქვეყნისთვის ნამეტანია. ღირსება დაკარგული აქვთ, მხოლოდ პირადზე არიან ორიენტირებული. ქართველი ხალხი მათ ბრბო ჰგონიათ.

  10. ანონიმური

    არ იყო გამორიცხული, იქ რურუას ვინმე
    მოეკლა, ხელი აუკანკალდენოდა
    თუ რაააააა. პოლიტ პატიმარია თურმე.
    ოხხხხხხ რატომ ღმერთი არ გაიცინებს!!
    და ირაკლი დოკვაძე მაშ ვინარის??
    რურუასავით , მკვლელი თუ ვინ.
    ვითომ ვერ გაგირჩევიათ პოლიტ პატიმარი
    და მკვლელი ერთმანეთისაგან.!!
    დოკვაძე გამოუშვით, აი ვინ არის
    პოლით პატიმარი.საერთოდ რომ
    არ ახსენებთ ამ ადამიანს.

  11. ანონიმური

    გელბახიანი იცით ვის მაგონეებს? დათა თუთაშხიაში მევახშე რომ არის,შვილები გაღლეტილ-მშივრები,რომ ჰყავს და მილიონები რომ აქვს გადამული ( იპოლიტე ხვიჩია შესრულებით) ზუხტად ის ტიპია რა? სულით ხორციანად.

  12. ანონიმური

    გელბახიანო დამპალი ხარ, მიშას გაუმარჯოს მხოლოდ იმიტომ შენნაირები რომ კარგად დაზილა.

  13. ###

    ახლა თქვენივე სიტყვებით შემოგიბრუნებთ მაგ აზრს: შეიძლება ფაქტებით გამართლდე, მაგრამ სამართლიანი მაინც არ იყოს გამართლება, თქვენ ისე იწყებთ მსჯელობას, როგორც გაწყობთ. სამართლიანობა სხვა რამეა, რომელიც არც ერთ მხარეს არ გაქვთ და ამ შემთხვევაში, თქვენ მით უმეტეს!!!

  14. მედეა

    ჩემი თვალით რომ არ მენახა 20-21 ივნისის მოვლენები-დაგიჯერებდით! აფსუს, ბადრის გამო, როგორ პატივს გცემდით, ვალერი ბატონო! თქვენ რომ გდევნიდნენ და ოცნებამ გაგათავისუფლათ–ასე უხდით სამადლობელს? როცა დაბრუნდით და ბიძინამ არ გაგიკარათ–მიკვირდა, ახლა ვხვდები–ალბათ, ამოიცნო თქვენი პერსონა და თავი დაიზღვია. ეკა ბესელიაც, მისი ჯგუფიც და ჩუგოშვილიც რომ ამოეცნო კარგი იქნებოდა. წაგებული გაქვთ, ბატონო ვალერი–ქართველი ხალხი არ შეცდება. ბადრისაც უღალატებდით ალბათ, ცოცხალი რომ გადარჩენილიყო–იდეურად ნაღალატევი გაქვთ–მის მკვლელებს შეუერთდით და დითირამბებს უმღერით, წადით უკრაინაში, იქ გააბრწყინეთ თავი, ემსახურეთ მიშას და ჩვენ თავი დაგვანებეთ!

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.