ვინ იყო ბიჭი, რომლის სიკვდილმაც გურია შეძრა და სოფელმა პრეზიდენტის საზეიმო მიღება გააუქმა

რამდენიმე დღის წინ, გურია საშინელმა ტრაგედიამ შეძრა. ავარიის შედეგად სოფელ აკეთის მკვიდრი გივი მორჩილაძე დაიღუპა. ავარია ქარელის გზაზე მოხდა. თბილისისკენ მიმავალს ავტომობილში მეუღლე და მცირეწლოვანი შვილი ეჯდა.

ავარიის შედეგად მეუღლემ მცირე დაზიანება მიიღო ბავშვი უვნებელი გადარჩა. გივიკო კი კომატოზურ მდგომარეობაში საავადმყოფოში მიყვანის შემდეგ დაიღუპა.

იმ დღეებში სოფელ აკეთში პრეზიდენტის ვიზიტი იყო დაგეგმილი. ეს სწორედ ის დღეა, ანზორ ერქომაიშვილი ღირსების ორდენით რომ დააჯილდოვეს.

პრეზიდენტის საზეიმო მიღებაც სოფელ აკეთში, ისტორიული ტაძრის ტერიტორიაზე უნდა გამართულიყო, თუმცა ტრაგიკული ფაქტის გამო, სოფლის ხელმძღვანელების გადაწყვეტილებით, ღონისძიება გაუქმდა და სხვა სოფელში ჩატარდა.

ახალგაზრდებს არ ახსოვთ ასე მდუმარე სოფელი. თითქოს სოფელმა სუნთქვა შეწყვიტა. მთელი გურია „ღიმილის ბიჭს“ გლოვობდა…

თათია ღლონტი – გივიკოს მეგობარი: საშინლად მიჭირს გივიკოზე წარსულში საუბარი. ძალიან, ძალიან კარგი მეგობარი იყო ერთგული, კეთილი, სამართლიანი, ყურადღებიანი.

სასწაული გული ჰქონდა, ათასში ერთს რომ აქვს ისეთი და ღიმილი რომელიც ყოველთვის ყველას ვინც მას იცნობდა, სულ თვალწინ უდგას.

სულ იღიმოდა და ამ ღიმილით შეეძლო განემუხტა ყველანაირი სიტუაცია, გულწრფელი, სუფთა, ნათელი ღიმილით. გვერდით გვედგა ყოველთვის ყველა მეგობარს როცა გვჭირდებოდა, უკან არაფერზე იხევდა, მეგობრისთვის თავდადებული ადამიანი იყო და არა მარტო მეგობრისთვის, ვინც მას ცოტათი მაინც იცნობდა ყველა დამეთანხმება.

29 წელი ვიცნობდი და პატარა წყენაც არ მახსოვს სულ პატარაც კი, ასეთი იყო განსაკუთრებული და გამორჩეული.

ბევრი ისტორიის მოყოლა შემიძლია გივიკოზე, მაგრამ რამდენიმეს გავიხსენებ:

შემოდგომა იყო, დილით საშინლად წვიმდა სკოლაში მივდიოდით გივიკო და გოგოები, გზა წვიმისგან გაფუჭებულიყო და ძალიან დიდი გუბე იდგა ფეხით გადასვლას, რომ ვერ შეძლებ ისეთი, გავჩერდით და ვცდილობდით რაიმე მოგვეფიქრებინა რითაც ამ გუბეს ისე გავივლიდით რომ არ დავსველებულიყავით,

გივიკო არც დაფიქრებულა ისე შემობრუნდა და გვითხრა მე გადაგიყვანთ გოგოებოო და 6 გოგო სათითაოდ ზურგზე მოკიდებული გადაგვიყვანა და თითონ თავიდან ბოლომდე სველი იყო.

ისეთი იყო თავს გაწირავდა სხვის გამო და ამას ისე გააკეთებდა, რომ არც დაფიქრდებოდა.

***

პირველ კლასში ვიყავით და ჩვენი ერთ-ერთი მეგობარი დაიღალა ჩამოჯდა და ჯიუტად იძახდა მე დავიღალე და სახლში აღარ მოვდივარო, გივიკო თავთან ედგა არ შორდებიდა, ცხარე ცრემლით ტიროდა და იძახდა: აქ ვერ დაგტოვებ მარტო ტურებმა არ შეგჭამოსო.

ძალიან შრომისმოყვარე იყო, ყველაფერი გამოსდიოდა რასაც მოინდომებდა, ჩხირკედელაობა უყვარდა თავისი ხელით შლიდა და აწყობდა ყველაფერს, სკოლაში ვსწავლიბდით, როცა დაშლილი უვარგისი გადასაგდებად გამზადებული მოტოციკლეტი განაახლა, ააწყო თავისი ხელით და უბედნიერესი დაგვატარებდა აქეთ-იქეთ.

ბუზღუნა იყი საყვარლად ბუზღუნა, რაც არ უნდა გვეთქვა თუნდაც ისეთი მას რომ არ უნდოდა, იბუზღუნებდა და მაინც გვისრულებდა ყველა თხოვნას.

მერი ჩიკვილაძე – აკეთის საჯარო სკოლის პედაგოგი:

მუდამ მომღიმარე მოსწავლე იყო თუ უკვე სკოლის თანამშრომელი.

თითქოს დროს არ გაევლოს სიყმაწვილიდან დღემდე, მის სახეზე ღიმილი არ ჩამქრალა, იღიმოდა სიყვარულით გასხსივოსნებული მისი გული, თვალები, მთელი არსება და ასე ეფერებოდა ის სამყაროს: მშობლებს, ცოლ- შვილს, მეგობრებს, მოსწავლეებს, თანამშრომლებს და ნაცნობ- უცნობს…

სითბოს და სიხარულს ასხივებდა მისი ტკბილი სული…

მან ღიმილით სიკვდილი დათრგუნა, რადგან ჩვენ ასე მომღიმარე გვემახსოვრება, ათასი წელი რომ გავიდეს მაინც…“

ქეთევან პატარაია- ქვემო აკეთის საჯარო სკოლის დირექტორი: „ვაი სევდაში ჩაძირულო ჩვენო სოფელო,რა ენით აუწერელი ტკივილი დაგატყდა თავს, როგორ შეიძლება შენს გზებზე არ დადიოდეს ჩვენი ოქროსხელება, კეთილი გულისა და სპეტაკი სულის ბიჭი, ბიჭი რომელმაც ასე უდროოდ დატოვა ოჯახი ორი ვაჟკაცი.

გივიკო, როგორ შეიძლება მოვიშუშოთ შენგან გამოწვეული ტკივილი. როგორი სამაგალითო მეგობრობა იცოდით, როგორ დაგვამუნჯა ყველა ამ დიდმა ტკივილმა, რა დიდი პასუხისმგებლობა დააკისრე შენს მშობლებს.

რატომ? რატომ? რატომ? ეს კითხვა გვიტრიალებს თავში ყველას და მხოლოდ ისღა დაგვრჩენია ვილოცოთ შენი ლამაზი სულისათვის. სამძიმარს მარტო შენი ოჯახი და ახლობლები კი არა მთელი სოფელი იღებს მისი გამორჩეული შვილის დაკარგვის გამო“.

პრაიმტაიმი

  •  
  •  

8 Comments

  1. ანონიმური

    ამასთან, ეს ბიჭი არის ჩემი ნათესავი. და მაქვს უფლება მოგთხოვოთ სტატიის აღება. სადაც საჭირო იყო, იქ დავაწერინე და გამოვაქვეყნე.

    1. tamo

      წყარო აქვთ მითითებული და ვერაფერს მოთხოვთ, მაგრამ როგორ არ გრცხვენიათ, თქვენი ნათესავი თუ არის, რაც მეტი ადამიანი წაიკითხავს გარდაცვლილ ბიჭზე, უკეთესი არ არის, უფრო არ უნდა გაგიხარდეთ, რაც მეტი ადამიანი გაიცნობს? თუ გარდაცვალებაც ექსკლუზიურია? სირცხვილია!

      1. თაკო

        სწორია გეთანხმებით!

    2. ირონია

      მადლობა მოიხადე რომ საერთოდ აქვეყნებენ🤣🤣🤣🤣🤣

    3. hm

      ვაი შენს პატრონს! რა იყო შეგშურდა?
      ასეტი დიდებულ ბიჭზე ასეთი დიდებული სტატია! წადი სე მტერო! ნათესავი კი არა მისი მტერი ჩანხარ!

  2. ჯონი

    როგორ გავს რასელ ქროუს გამოხედვაში ან კიდევ მეტ დემონს, ნამდვილი ქართველის იერსახე აქვს………

  3. ეჰ

    ავტირდი!
    ასეტები არ უნდა მიდიდოდენ ტუმც უფალსაც კარგები უნდაოა ამაზეა ნატქვამი

    ამდენი ავარიები რისი ბრალოა ხა;ლხო? რისი და გადაჭრილს და განახლებულ მანქანს რომ იყიდი იმიტომ არარ ემრპოღცოებათ დსაჭე, ამაზე რარაც რეგულაციები უნდა იყოს, თურქეთში აკეტებენ ამ მქნანებს ვიცნობდი კიდევ ტიპს ვინც ამ ბიზნესიტ იყო დაკავებული

  4. ნათია

    ნათესავი არ კვახი, ამნაირს ბიჭს შენნაირი ხეპრე ნათესავ8 როგო ყავდა. შე ბოროტო

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.