ვინ იყო ანანიაშვილის რეკომენდატორი პუტინთან და რა სკანდალი აგორდა მოსკოვში?


საქართველოში ბევრმა არ იცის, რომ რუსეთის ბალეტის მთავარი სამჭედლო, აგრეფინა ვაგანოვას სახელობის აკადემიაა და რომ ამ აკადემიას ქართველი ნიკოლოზ ცისკარიძე ხელმძღვანელობს! ნიკა რუსეთის პრეზიდენტის მრჩეველთა საბჭოშიცაა, რომელიც კულტურას კურირებს! იგი რუსეთის სახალხო არტისტია და მან ეს წოდება 27 წლის ასაკში მიიღო, რაც უპრეცედენტო შემთხვაა პოსტსაბჭოურ სივრცეში! მას სხვადასხვა უმაღლესი ჯილდოც აქვს, მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში მიღებული! უპრეცედენტო შემთხვევაა ისიც, რომ მოსკოვის საბალეტო აკადემიის კურსდამთავრებულს, დიდი თეატრის პრემიერ მოცეკვავე ცისკარიძეს სანკტ-პეტერბურგში გამგზავრება, სწორედ პუტინმა სთხოვა და ქვეყნის ყველაზე პრესტიჟული აკადებიის რექტორობაც მან შესთავაზა!


ცისკარიძემ ვაგანოვას სახელობის საბალეტო აკადემია არამხოლოდ მატერიალურ ტექნიკური ბაზით, არამედ სწავლების ხარისხითაც კოსმიურ ხარისხამდე ასწია და როცა კი რუსეთში, რომელიმე უმაღლესი პირი ჩადის, უპირველასად პეტერბურგის საბალეტო აკადემიაში მიჰყავთ ექსკურსიაზე და ცნობისთვის, მათ აღფრთოვანებას საზღვარი არ აქვს!


ნიკა ცისკარიძე მსოფლიო მასშტაბის ბალეტის მოცეკვავეა და იგი მსოფლიო საბალეტო ენციკლოპედიაში, უკვე ოქროს ასოებითაა ჩაწერილი! მან თავისი შემოქმედებით დაიპყრო საფრანგეთი, ამერიკა, ინგლისი, იაპონია და ყველა ის ქვეყანა, სადაც საბალეტო ხელოვნება ყველაზე პრესტიჟულ სახელოვნებო დარგად ითვლება და რომელშიც როგორც სახელმწიფო, ისე კერძო პირები, მილიონებით დოლარს იხდიან ბალეტის განვითარებისთვის!
რუსეთში ვახტანგ ჭაბუკიანის, ვერა წიგნაძის, ჯორჯ ბალანჩინისა და სოლიკო ვირსალაძის შემოქმედებას კარგად იცნობენ, თუმცა არანაკლებ კარგად იციან ნინო ანანიაშვილის, ირმა ნიორაძეს და ნიკოლოზ ცისკარიძის შესახებაც, რადგან ეს ადამიანები რუსეთში სწავლობდნენ, იქ ეზიარენ დიდი თეატრისა და მარინის თეატრის სცენას და უდიდეს წარმატებასაც მიაღწიეს!


დღეს მთელ მსოფლიოში ხარისხიანი, კლასიკური საბალეტო დასების კრიზისია, რადგან ეს სფერო ხელთ იგდეს არა პროფესიონალებმა, არამედ სრულიად შემთხვევითმა ფულიანმა მენეჯერებმა და იგივე ხდება რუსეთშიც!
როცა დიდ თეატრს უდგას შემოქმედებითი კრიზისი, წარმოგიდგენიათ ნოვოსიბირსკის თეატრის საბალეტო დასი რას განიცდის?
რადგან ასეთი სავალალო მდგომარეობაა შექმნილი, რუსეთის დამსახურებულმა, გამოჩენილმა ადამიანებმა მიმართეს პრეზიდენტ პუტინს წერილობითი თხოვნით, დიდი თეატრის ხელმძღვანელად, ბალეტის სუპერ ვარსკვლავი ცისკარიძე დაენიშნა და ისევე აეღორძინებინა შემოქმედებითი დონე დიდ თეატრში, როგორც ეს პეტერბურგში ვაგანოვას სახელობის საბალეტო აკადემიაში მოახერხა!
ცისკარიძის დანიშვნა დიდი თეატრის ხელმძღვანელად თითქმის გადაწყვეტილი იყო, ისევე როგორც ნინო ანანიაშვილის დანიშვნა ნოვოსიბირსკის საბალეტო დასის ხელმძღვანელად, მაგრამ….
მაგრამ მოხდა უცნაური რამ…
კარგად ინფორმირებულმა პიროვნებამ, რომელიც მოსკოვში ცხოვრობს და ნიკა ცისკარიძის ახლობელია, შემდეგი რამ მოიამბო:

„რამდენიმე დღეა, უცნობმა პირმა, სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა მიმოწერა, რომელიც ცნობილ მოდის დიზაინერ ვლადიმერ იუდაშკინსა და ნიკას შორის გაიმართა, სადაც ურთიერთ მოკითხვის შემდეგ ნიკა სთხოვს იუდაშკინს, რომელიც ამჟამად ისრაელშია ქიმიოთერაპიის გასაკეთებლად, მალე ჩამოდი, მინდა შენ ჩამაცვა და შენვე გამხადოო! იმავდროულად სოციალურ ქსელში გაავრცელეს ფოტო, რომელზეც თითქოსდა ნიკაა აღბეჭდილი საწოლში მამაკაცათან ერთად და ვიმეორებ, მთელი ეს სკანდალი 2 ქართველის წინააღმდეგ აგორდა, რომელთაგან ერთი დიდი თეატრის ხელმძღვანელად მოიაზრებოდა და მეორე კიდევ ნოვოსიბირსკის დასის ხელმძღვანელად!


ნინოს რეკომენდატორი პუტინთან ნიკა ცისკარიძე იყო და როცა პუტინისგან ამის შესახებ თანხმობა მიიღო, ნიკა თვითონ ჩამოვიდა შარშან თბილისში, შესთავაზა ანანიაშვილს ეს პოსტი და გახარებულებმა შევარდნაძეგარდენიაში მაგრადაც მოილხინეს! იქამდე ნიკას და ნინოს მაინცდამაინც კარგი ურთიერთობები არ ჰქონდათ, მაგრამ საერთო საქმემ ისინი გააერთიანა და ერთადვე დაგეგმეს სამოქმედო განრიგი!

ნიკა შოკშია, ისეთი სკანდალი აუგორეს არაფრისგან, იმავდროულად გამოჩდნენ „კეთილისმსურველები“, რომლებიც ითხოვენ სასწრაფოდ გათავისუფლდეს ჰომოსექსუალი ცისკარიძე ვაგანოვას სახელობის აკადემიის რექტორის პოსტიდან, რადგან მას ბავშვებთან და მოზარდებთან აქვს ყოველდღიური კონტაქტი და ეს სრულიად აღმაშფოთებელიაო! რომ იცოდეთ, ნიკა სასამართლოში ჩივილსაც აპირებს, რადგან რუსეთში ყველაზე ცნობილმა ადვოკატმა სერგეი ჟორინმა გამოთქვა ნიკას უფლებების დაცვის სურვილი და ამისთვის საფასურსაც არ ითხოვს, რადგან მისი ფანკლუბის წევრია, ისევე როგორც მრავალი მილიონი რუსი, რომლებიც მას რუსული ბალეტის გადამრჩენს და გენიოსს მოცეკვავეს ეძახიან!


მთელ ამ სკანდალში საყურადღებოა დრო, რომელიც 2 ეთნიკურად ქართველი, მაგრამ რუსული საბალეტო სკოლის ბრწყინვალე წარმომადგენლებს, დროში ერთდროულად აუგორეს და ეს შემთხვევითი რომ არ არის, ამას ბევრი ხვდება რუსეთში!
ნიკამ და ნინომ იმდენჯერ ასახელეს რუსული ბალეტი ქვეყნის გარეთ და დღესაც ისეთი პოპულარულები არიან საზღვარგარეთ, ნებისმიერი ქვეყანა ხელგაშლილი მიიღებდა მრავალნულიანი კონტრაქტით, მაგრამ ამ ადამიანებმა არ ისურვეს სხვაგან წასვლა და ახლა ამის სანაცვლოდ რას იმკიან, უსამართლოდ აგორებულ სკანდალებს? ან ვის სჯერა რომ ტელეფონში ინახავდა ცისკარიძე რაიმე ინტიმური სახის მიმოწერასა და ფოტოებს? ან ვის სჯერა, რომ ანანიაშვილთან კონტრაქტის შეჩერება მხოლოდ ნოვოსიბირსკის საბალეტო დასის გამო მოხდა? ეს ხომ სასაცილოაა?
სხვა საქმეა, ანანიაშვილი ერთდროულად 2 თეატრში, თბილისსა და ნოვოსიბირსკში როგორ მოახერხებდა მუშაობას, ანუ ციმბირიდან თბილისში, ისიც პანდემიის დროს რამდენად ხშირად იმოგზაურებს, რამდენად ხარისხიანად შასრულებს დაკისრებულ მოვალეობას?
თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში ნინო რომ არ უყვართ და მისი დასი საერთაშორისო სკანდალშიც გაეხვია იაპონიაში მოპარული საჭმელი გამო, ეგ ყველამ ვიცით, მაგრამ იგივე ოპერის თეატრში ანანიშვილის მიერ მითვისებულ მილიონებზეც რომ ლაპარაკობენ, ნუთუ ამან დაამუხრუჭა რუსული მხარე?“

რუსებმა თუ გაიგეს ეს ამბავი და ეგ გახდა მიზეზი ანანიაშვილის კონტრაქტის გაუქმებისა, მაშინ ქართულმა მხარემ და შესაბამისმა უწყებამ არ იცის, რა ხდება ოპერის და ბალეტის თეატრში და მისი საბალეტო დასის ხელმძღვანელის თავს?!
ნებისმიერ შემთხვევაში, როცა ასეთი პრიმა ბალერინას გარშემო უსიამოვნო ბრალდებებია, სახელმწიფო უწყება ვალდებულია შეისწავლოს არსებული ვითარება და კაპიკ-კაპიკ დათვლის შემდეგ, ან გააქარწყლოს ბრალდებები ანდა კანონი აკანონოს!
მე როგორც ერთი რიგითი თაყვანისმცემელი საბალეტო ხელოვნებისა, წარმატებებს ვუსურვებ ჩვენს საამაყო ქართველებს და მართალი გითხრათ, ნაკლებად მაღელვებს, იგივე ნინო ანანიაშვილის ქმარი ნაცმოძრაობის თავმჯდომარე იყო თუ საბალეტო დასის რეკვიზიტების მუშა!
ფაქტი ერთია, ნინო ანანიაშვილი ეთნიკურად ქართველი, მაგრამ მოსკოვის დიდი თეატრის პრიმა ბალერინაა.
ნიკა ცისკარიძე რუსეთისა და მსოფლიოს ყველაზე პრესტიჟული საბალეტო აკადემიის რექტორია!
ირმა ნიორაძე მონაკოს სამეფო საბალეტო სკოლის ხელმძღვანელი!
სასიხარულო ამბავია, რომ ერთ სფეროში, ისიც ძალიან რთულ და შრომატევად ბალეტის ხელოვნებაში, 3 დიდი შემოქმედი რომ გვყავს!
მართალია ისინი რუსული საბალეტო სკოლის აღზრდილები, მაგრამ სისხლით, გულით და შემართებით ქართველები არიან. წარმატებები მათ!

ირინე გოგოსაშვილი, ალია

  •  
  •  

3 Comments

  1. ანონიმური

    ანანიაშვილის მოღალატე დედაშევეცი !

  2. ანონიმური

    ყლექალააა ეს ანანიაშვილი მთელი ქვეყნის შემარცხვენელი

  3. ანონიმური

    “ჩიტი სადაც დაიბადა,მისი ბაღდადი იქ არის”,ამბობს ანდაზა.მიწურებიანი რუსეთი სტალინმა ბირთვულ იმპერიად აქცია და დღემდე ტალახში ათრევენ რუსები.ახიცაა მასზე.იმაშიც ბედი გინდ კაცს,ვისი კარისკაცი იყო!ანანიაშვილი და ცისკარიძე რუსეთის ღირსება და სიამაყეა და ორივე ძალიან მიყვარს,როგორც ბალერონი და ბალერინა!

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.