ვინ იქნება სიაში რუსთავის კვოტით და რომელ კანდიდატს უმაგრებს ზურგს მდინარაძე?

მმართველ გუნდში საარჩევნო სიაზე მუშაობა უკვე დაწყებულია. ჰოდა, ისიც გავიგეთ, რომ არა ერთი და ორი ადამიანის სიაში ჩასმა უკვე გადაწყვეტილია, თუმცა არიან ისეთებიც, რომელთა განხილვა ხმაურის ფონზე მოხდება:

სერიოზული ბრძოლაა ატეხილი რუსთავში. საპრეზიდენტო არჩევნების გათვალისწინებით, სადაც ხელისუფლებამ პირველი და მეორე ტური დიდი უპირატესობით წააგო, მაჟორიტარობა არავის სურს, აი, რუსთავის კვოტით სიაში ჩაჯდომა ბევრს უნდა.

პირველ რიგში მოქმედ დეპუტატ პაატა მხეიძეს, რომელსაც ზურგს მამუკა მდინარაძე უმაგრებს. რა შუაშია მდინარაძე მხეიძესთან? ისინი ბიძაშვილ-მამიდაშვილები არიან და შესაბამისად, მხარდაჭერა მხეიძეს აუცილებლად ექნება.  

მეორე წონიანი კანდიდატი კი, ვისაც სწორედ რუსთავის კვოტით სურს სიაში ჩაჯდომა, ქვემო ქართლის მოქმედი გუბერნატორი, შოთა რეხვიაშვილია.

ძალიან დიდი ალბათობით, სწორედ ამ ორს შორის იქნება გაკეთებული არჩევანი, რომელი ჩაჯდება სიაში და რომელი იქნება მაჟორიტარი.

ალია №16

  •  
  •  

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.